ბოლო ხანს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი ხშირად კამათობს იმაზე, უნდა გამოიძახოს თუ არა ვილი სანიოლმა ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ნაკრებში.

"ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, - თქვა გიორგიმ მარტის დასაწყისში, უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყებამდე.

თუმცა ის არც ამჯერად გამოიძახეს... გადამწყვეტ მატჩამდე ორი კვირით ადრე, სანიოლმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

"არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულებით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ - არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესი ერთადერთია, რომელსაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს“.

განაგრძეთ კითხვა

აუეეე
მაგიჟებს რა ეს ხალხი კარგით ფეხბურთს არ უყურებთ არ გესმით ეგ ჯანდაბას ….უბრალოდ სიმართლეს რომ არ ამბობებენ ეს მაგიჟებს …ვინმეს ახსოვს ჰაჯი ..ან მიხაილოვიჩი ან სტანკოვიჩი ეს ტიპები თავიანთ კლუბებში და ნაკრებებში ( მათი ასაკის 25დან 35 წლამდის ) მხოლოდ იმიტომ თამაშობდნენ და თან ლიდერები იყვნენ მხოლოდ იმის გამო რომ ჯარიმას ურტყამდნენ როგორც პენალტს და შორიდანაც არაერთხელ გაქონდათ …ვის რათ უნდა ამის ინტენსივობა ( არადა დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელებში 5-ში იქნება და ნიჭით და გაქანებით კი სამეულშიაა უბრალოდ ყველას არ უმართლებს ხოლმე)როდესაც ტიპს შეუძლია შორიდან დაარტყას და გაიტანოს ახა აგერ 2 ბურთი დადო ამის წინ იქ ბერძნებთან კვარამ კედელს რომ მოარტყა ეს 99.99999% გაიტანდა იმ ჯარიმას ….ეგ ერთი საკითხი მეორე კი ის არის ევროპაზე ამდენი ვეტერანებით მივდივართ ( წარსული დამსახურებების გამო ) თუ იმ კრიტერიუმით ვინც უკეთეს ფორმაშია …?!?!მაგარიააა ევროპააა მაგრააამ ტეხავს უსამართლობააა როგორც ამ ბიჭის წინაშე ისე სხვების წინაშეც …ნეტავ ვის ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის ( როგორც მეტრეველმა გადაულოცა გზა გუცაევს ) ეს ბიჭი ან ბიჭები ჩემზე უკეთესია და გუნდს ის ან ისინი უფრო გამოადგებაოოო….ა ხომ დაიწყება ახლა გვაცალეთ ზეიმი ….ამ ზეიმებს და ქეიფებს ბევრი რამ შევწირეთ ასე რომ უკვე საქმის კეთების დროააა….!!!
ჯონდი
რა მაინტერესებს იცით რავა ვერც ერთი კლუბის მწვრთნელმა ვერ გაუგო? ვერსად ვერ მოიკიდა ფეხი. და მეორე კუთხვა რამდენს გიხდიან ამ არ შემდგარი ტალანტის ლობისტობაში?
ემიგრანტი
რატომ კლუბში მწვრთნელი სხვა დავალებას აძლევს მეტთავისუფლებას აძლევს ნაკრებში რა დავალებას მისცემს ის უნდა შეასრულოს, ევროპაზე თუ არ წაიყვანეს ასეთ კარგ ფორმაში ცუდი იქმება ძაან დაეხმარება ნაკრება მარჯვენა ფლქნგზე
გოგა
ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ გინდ ხილვას დააბრალეთ გინდაც კარგ სიზმარს ან ბოდვას, არაბიძე წავა ევროპაზე და მას შემდეგ რაც ნაკრები გამოეთიშება ასპარეზობას როცა იქნება მასზე ისეთი ნადირობა გამოცხადდება დედა შვილს არ აიყვანს ხელში. დაიმახსოვრეთ
სიმართლე უნდა ითქვას
საქართველოს ჩემპიონატიდან დაიწყეს იმ ბიჭების უმეტესობამ ვინც დღეს ნაკრებშია. წიტაიშვილი დღესაც საქართველოს ჩემპიონატში თამაჭობს, ბუდუ ზივზივაძე 2019 წლამდე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და მერე რა? ცუდი ფეხბურთელები არიან? საქართველოს ჩემპიონატიდან სხვა ფეხბურთელებიც ჰყავდა გამოძახებული. ამ ორმაგ სტანდარტებს როდის უნდა მოეშვათ? თქვით რომ უბრალოდ არ გინდათ ნაკრებში და ეგაა რას იგონებთ ათას რაღაცას.
გიორგი
მე უფრო მწვრთნელის შეფასებას ვეფუძნები და გიორგის გატანილ გოლებს. ბიჭი დასპეციალიზირდა აუღებელი ბურთების დრტყმაში. ბოლო თამაშში მეორე ბურთი აუღებელი იყო--შორეულ ზედა კუთხეში ძლიერი დარტყმა კლასიკურ ცხრიანში. ეგ რო აიღო რეზინის უნდა იყო ან ერთდროულად აქაც უნდა იყო და იქაც. მეორე ბურთი აურებელს არ მიეკუთვნებოდა მაგრამ როგორც წესი ასეთი ბურთები რთულია მეკარისთვის. დარტყმის მომენტში მეკარე პოზიცია სწორედ იდგა, მაგრამ გიორგიმ ზედ შტანგასთან, შორეიულ დაბალ კუთხეში, ძალიან ძლიერად გაისროლა. მეკარემ მისცა რეაქცია მაგრამ აქაც, კაცია, რეზინა არ არის. გაუგებარი იქნება ასეთი ხარისხის მოთამაშეს ამხანაგურშიც არ მისცენ შანსი, რო სათქმელი ჰქონდეთ შანსი მივეცი და ვერ გამოიყენაო.
სიმართლე უნდა ითქვას
ძალიან სამწუხაროა რასაც აქ ვხედავ. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაკრები ზოგ-ზოგიერთებს თქვენი საძმაკაცოს გუნდი რომ გგონიათ. ვერც იაზრებთ რას ნიშნავს და რამხელა პასუხისმგებლობაა წარმოადგენდე საკუთარ ქვეყანას, განურჩევლად ყველაფრისა. რომ ვაკვირდები ამ ბიჭის შესახებ უბრალო სტატიასაც ვერ იტანთ, ალერგიას გაძლევთ სახელის და გვარის წაკითხვა. ჩვენც გაგვაგებინეთ რა ხდება? იქნებ გეთანხმებით. ის აბდა უბდა იი საქართველოში რატომ თამაშობს და სხვაგან ვერ გაიტანდა და რაღაც არ გინდათ. დავიწყოთ იმით, რომ რაც მეტი კარგი ფეხბურთელი ითამაშებს ჩვენს ჩემპიონატში, მით უკეთესი ჩვენთვის. ამ ბიჭმა თავის დროზე ნაკრებშიც დაამტკიცა რა შეუძლია. გადახედეთ ძველ თამაშებს. ახლა ფაქტია უკეთეს ფორმაშია. საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა წიტაიშვილი და რა მერე? არ თამაშობს ნაკრებში? მითუმეტეს სტატისტიკას გადახედეთ ვის უკეთესი აქვს. ევროპაში სკამზე ჯდომას საქართველოს ჩემპიონატში რეგულარული თამაში სჯობს. ფორმის აღსადგენად სწორად მოიქცა ჩემი აზრით წიტაიშვილიც არაბიძის მსგავსად რომ აქ დაბრუნდა. ჩაკვეტაძეს რამდენი სეზონი ჩაუვარდა? საერთოდ რომ არ ითამაშია სანამ სლოვანში არ გადავიდა? სლოვანი როგორი გრანდიც არის კი ვნახეთ საქართველოშიც. მაგრამ ძალოან კარგად მოიქცა ფედერაცია რომ გვერდით დაუდგა და ყველანაირად დაეხმარა. ხასიათიო რომ გაიძახით კიდევ. გადახედეთ აბა რამდენი ფეხბურთელია ვინც ხასიათებით არ გამოირჩევა თუნდაც დღეს ბევრ ევროპულ გუნდებში. ეს ბიჭი ამდენი წელი თუ სხვადასხვა მწვრთნელებთან უპრობლემოდ ურთიერთობს, გუნდთანაც, ესეიგი შესაძლებელია მოვუძებნოთ ურთიერთობის ფორმა ხომ? თავისებური ხასიათი ყველას აქვს. მწვრთნელი ზუსტად მაგიტომაა გუნდში.
გიორგი
არაბიძეს მწვრთნელი სწორედ საპირისპიროს ამბობს. შენ გესმის, და მაგას არა?
თედო
ამ საიტზე რო შემოდის, წესით ის ხალხი ფეხბურთს უნდა უყურებდეს და ერკვეოდეს. არბიძე ვერ თამაშობს მაღალ ტემპში, ვერც მჭირდო თამაშის დროს, ამიტომაც არ იჩენს დაინტერესებას თუნდაც აზერბაიჯანული კლუბი, თამაშობდა სამტრედიაში და თამაშობს ტორპედოში. ტორპედო საქართველოს ჩემპიონატშიც კი არ არის საუკეთესო გუნდი, მინიმუმ ბათუმს და დინამოს ჩამორჩება. სანიოლი არ იძახებსო რო იძახით, ბლოკავენ და რაღაც სისულელეებს, იმაზე არ გიფიქრიათ რო არცერთი ოდნავ მაღალი დონის ჩემპიონატიდან თუ კლუბიდან შემოთავაზება რო არა აქ? თამაშობდა პორტუგალიაში და ერთი საგოლე მოქმედება არ ქონდა, იმიტო რო ვერ ახერხებს მჭიდრო მეურვეობის და მაღალი ტემპით თამაშის დროს ისე თამაშს როგორც ფოთის კოლხეთთან გამოდის.
ჰაჰა
საჩვენოდ მიიღო რას ნიშნავს? ტიპმა უეჭველი ჯარიმა არ დადო, სანამ ვარმა არ უთხრა ბოლო იმედის ჯარიმა იყოო. იმათაც არ ეთანხმებოდა, ვიდრე არ უთხრეს, შე ჩემა მიდი ეკრანთან შენი თვალით ნახეო. ეგრე არ წავაგეთ ბათუმში ბერძნებთან? უბრალოდ გოლის გატანა ვეღარ მოვასწარით, გააჩერა და ვარის გადაწყვეტილებით პენალი დანიშნა. ან იყო ის პენალი ან არა.
KQ
ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სპეციალისტების და გულშემატკივრების უმეტესობის აზრს ვილიც ითვალისწინებს, მაგრამ არაბიძის გამოძახება და ნაკრების ახალგაზრდა თაობის ინტერესები, ხომ არ ეჯახება ერთმანეთს, ნაკრებში ადგილის დაკარგვის შიშით ან სხვა რაიმე, თუნდაც გუნდში ლიდერობის მიზეზით, რადგან ნაკრებში ბევრ ახალგაზრდას აქვს ამის შინაგანი სურვილი. ლიდერობის თვისება აქვს ასევე არაბასაც, მითუმეტეს, რომ უცნაურად მენიშნა ვილის ერთი ფრაზა: "არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულებით..." იქნებ სპორტულ ჟურნალისტებს ნაკრების წევრებისთვისაც დაესვათ კითხვა, თუნდაც ანონიმურად, ნაკრებში არაბიძის თამაშის შესახებ. იმედს ვიტოვებ ევროზე 26 კაციანი შემადგენლობის დამტკიცების შემთხვევაში, არაბას ადგილი ნაკრებში გამოიძებნება.
ცივი
საქართველოს ნაკრების დონეზე თუ მესია, რატომ არის საქართველოში? ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა ევროპაში ეთამაშა.
დიდუბელი
80 იანი წლების ფეხბურთს თამაშობს და სუსტი მენტალიტეტის მქონეა, პროფესიონალიზმი და დისციპლინა უჭირს. ამიტომაც არის იქ სადაც არის. მე წარმატებებს ვუსურვებ.
არჩი
საწყენად ნუ მიიღებთ, მაგრამ კომენტარების უმეტესობის კითხვისას განცდა მეუფლება, რომ ავტორი ფეხბურთის გაგებაში არაა ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია. პირველი - ფეხბურთის დღევანდელ ფედერაციას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. წინსვლაა ინფრასტრუქტურაში, ბავშვების ფეხბურთში, ნაკრები გავიდა ბოლოს და ბოლოს ევროპაზე და აქაც ფედერაციის წვლილი დიდია. ერთადერთი მინუსი რაც მახსენდება, მაკედონიასთან 2020-ში მაყურებლები არ იყო სტადიონზე, თუმცა ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო და არა ფედერაციის. მეორე - სანიოლსაც მადლობის მეტი არაფერი დაუმსახურებია, კაცმა ევროპაზე გაგვიყვანა. არ ქონდა დიდი სამწვრთნელო გამოცდილება, მაგრამ დიდი ფეხბურთელი იყო და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტით. ვაისმა დ ლიგა მოიგო, სანიოლმა კი ც ლიგა და მომდევნო გათამაშებაში ბ ლიგაში ვითამაშებთ - ესეც უკვე მიღწევაა, სერიოზულ გუნდებს გავეჯიბრებით და მსოფლიოს შესარჩევს უფრო მომზადებული შევხვდებით. ნაკრების მოთამაშეებს ეგ ვერ ასწავლის ფეხურთს, თუმცა დისციპლინა, მათ შორის სათამაშო და თავდადებული თამაში ასწავლა. ერთადერთი მისი შეცდომა ესპანეთთან სახლში ოთხი მცველით თამაში იყო, მოულოდნელობის ეფექტი უნდოდა და სამწუხარო გაკვეთილი მიიღო. მესამე - საკმაოდ გვყავდა დიდი ტალანტები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს: ჭანტურია, ყენია, მჭედლიძე, ანანიძე, არაბიძე, ნინუა, თუნდაც ოქრიაშვილი. მგონი ვკარგავთ პარკაძეს და სიგუას, რომლებსაც ფაქტიურად არ ათამაშებენ. მიზეზების განხილვას არ შევუდგები, განსხვავებული სიტუაციებია, მაგრამ ასეთი რამ ხდება. არაბიძემ ვერ განავითარა თავისი კარიერა, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ათამაშდა. ზღაპრული მარცხენა აქვს, კარგი დარტყმა, მაგრამ სწორია სანიოლი - თანამედროვე ფეხბურთი დიდი ინტენსივობაა. ხვიჩასაც კი არ პატიობენ ამას, ერთადერთი მესის და რონალდოს ქონდათ უფლება, დაცვას არ დახმარებოდნენ. იქნებ არაბიძეს საბა ლობჟანიძე ჯობია ნაკრებში? შეიძლება ნაკლები ტალანტია, მაგრამ ძალიან მუშაა. გემოვნების საკითხია, თუმცა ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ლამის ორმოცდათხუთმეტი წელია ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ჯერ არ გამიგია, ხალხის მოთხოვნით თბილისის დინამოში ან რომელიმე ნაკრებში აეყვანოთ რომელიმე ფეხურთელი. კარგით რააა - თუ გიყვართ ფეხბურთი უყურეთ და გულშემატკივრობით სიამოვნება მიიღეთ.
goga
"მაღალი ინტენსიობა"გასაგებია, თანამედროვე ფეხბურთში სხვაგვარად წარმოუდგენელია, მაგრამ კლოპის ნათქვამის მეორე ნაწილს, მესის შესახებ, სანიოლი რატომღაც აიგნორირებს. ვიცით, რომ არაბიძე მესი არაა, მაგრამ ჩვენში ვერც კარში ურტყამს ვერავინ მისნაირად და ვერც პასს აკეთებს. გამოდის საქართველოს ნაკრების დონეზე "მესიც" ყოფილა და უფრო მეტიც. ასე რომ კლოპის ნათქვამის პერიფრაზი მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვილის არ შეუძლია შესაფერისი ტაქტიკა შეიმუშაოს, რათა ერთ კაცს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს. ვაისმა ხომ თქვა მაურინიო არ ვარო, აქაც დაახლოებით, ალბათ იგივეა, მხოლოდ შენიღბულად. ახლა მთავარი - ჯგუფურ ეტაპზე, ცხრა დღეში, სამი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და სანიოლი, თუ ფიქრობს თავდასხმა-ნახევარდაცვა სამივეში მაღალი ინტენსივობით ათამაშოს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ვინმეს გჯერათ ნაკრების ასეთი ფიზიკური კონდიციების? ვილი და საქართველოს ნაკრები კი არა, ლობანოვსკი რომ გააცოცხლო და 70-80-იანი წლების კიევის "დინამო" დააბრუნო (დოღის ცხენებივით დარბოდნენ მოედანზე), ის ვერ შეძლებს 9 დღეში, სამ თამაშს მაღალი ინტენსივობით. ასე რომ, ვილის ტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილება ნაღდად არ აკლია და იქნებ, აქედან გამომდინარე მაინც, მოიფიქროს რამე.
zaza gu
ეს ბიჭი მართლა საჭიროა (არ ვხსნი ყველამ კარგად ვიცით) ნაკრებისთვის.
ბეჟო
ერთი კაი კომენტარი მახსენდება! სფფ-ს რა გაგინათ ბიჯო ასეთიო! ამდენი ხალხი რომ ითხოვს ამხანაგურებში გამინც ვათამაშებდი, ან არაფრის მომცემ შეხვედრებში, თუნდაც კვიპროსთან და შოტლანდიასთან! პ.ს. ისე ლუქსებთან მაგრად გაგვიმართლა რომ მსაჯმა საჩვენო გადაწყვეტილება მიიღო, რაც იშვიათად ხდება, თორე 1-1 ზე რა მოხდებოდა და გოლის გამტანი ვინ გვეყოლებოდა არავინ იცის!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია