სანდრო მამუკელაშვილმა ბოძებული შანსი გამოიყენა და სასტარტო ხუთეულში დაყენება გრეგ პოპოვიჩს კარგი თამაშით დაუფასა. ყველაზე მთავარი კი ლეგენდარული მწვრთნელისთვის ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერთან ერთად "სან ანტონიომ" გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ცენტრის – იონას ვალანჩუნასის "ნიუ ორლეანთან".

ეს ყველაფერი კი 3 მატჩის წინ დაიწყო, როცა პოპოვიჩმა მამუკელაშვილი 20+ წუთით ათამაშა და ქართველმა ფორვარდმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მანამდე ქართველ ცენტრს მოედანზე ყოფნა რამდენიმე წუთით, ხშირ შემთხვევაში, უიმედო მატჩის ბოლო წუთებზე უწევდა – როგორც ეს რიგითი სათადარიგოების ბედია. გარდატეხა 1 აპრილს მოხდა, როცა წინა მატჩში უთამაშებელი მამუკელაშვილი მწვრთნელმა "გოლდენ სტეიტთან" ადრიანად ჩართო თამაშში და მოედანზე მთლიანობაში 25 წუთი გაატარებინა. მამუმაც 10 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო მომდევნო მატჩში, დენვერ ნაგეტსთან იგივე დროში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ამ ყველაფრის შემდეგ სანდროს შესაძლებლობებზე ამერიკული მედია ალაპარაკდა და ცხადია, "სან ანტონიოს" სამწვრთნელო შტაბმაც ლოგიკური დასკვნები გააკეთა. მორიგ მატჩში, რომელიც ჩვენი დროით, დღეს, გამთენიისას ნიუ ორლეანში გაიმართა, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. მამუმ მოედანზე მთლიანობაში 27 წუთი გაატარა, რა დროშიც ბურთი არ დაუკარგავს, მონაგარი კი საკმაოდ ბარაქიანი ჰქონდა – 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.

"სან ანტონიომ" გუნდურად, საკმაოდ აწყობილად ითამაშა – ხუთივე სასტარტომ მონაგარი ორციფრიანი რიცხვით გამოხატა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა ფრანგმა ვუნდერკინდმა, მომავალმა სუპერვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ მიითვალა. ვემბას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 12 მოხსნა და 9 პასიც მიითვალა. სხვათა შორის, ვემბანიამასა და მამუკელაშვილის მოედანზე ერთად ყოფნამ კარგი შედეგი გამოიღო. ქართველი ფორვარდი ვემბას ხშირ შემთხვევაში აზღვევდა და თავადაც, დამცველთა ფრანგზე გადატანილი ყურადღებით სარგებლობდა.

დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე მყოფ "სან ანტონიოს" რეგულარულ ჩემპიონატში 4 მატჩის ჩატარება დარჩა, რის შემდეგაც სეზონს დაასრულებს. სფურსი სტუმრად "მემფისს" და "ოკლაჰომას" შეხვდება, ხოლო ბოლო ორ მატჩში ჯერ დენვერს, შემდეგ კი "დეტროიტს" უმასპინძლებს.

GBF

მ.მ
ან აქამდე რატომ არათამაშებდნენ გასული კარგი სეზონის შემდეგ, ან ახლა რა შეიცვალა? რა ლოგიკაა ამ საქციელში
სოსო
გუნდმა ყველაფრის შანსი დაკარგა და ეს ბოლო მატჩებში დროის მიცემა,ფაქტობრივად იგივეა,როგორც უკვე წაგებულ მატჩში,ბოლო წუთებზე შეშვება.რა თქმა უნდა სასიამოვნოა,შანსს ხელიდან რომ არ უშვებს,მაგრამ მომდევნო სეზონში რა იქნება?ისევ გუნდის ვარსკვლავებს ათამაშებენ,რომლებიც ყველაფერს წააგებენ,ხოლო მამუს ბოლო წუთებზე შეუშვებენ?ალბათ ეს უნდა გაარკვიოს მამუმ,გუნდის ხელმძღვანელობასთან.ძნელია,საკუთარი ნებით ნბას დატოვება,იქ ხომ შეუდარებლად მაღალი ხელფასები აქვთ,სპორტსმენებს,მაგრამ თორნიკე შენგელიამ ეს გააკეთა და ბრწყინვალე კარიერაც აქვს,ევროპაში.სანდრო,ამაზე ალბათ უკვე ფიქრობს და იმედია,სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს.თუ რაღაცა პერსპექტივას დაინახავს,რა თქმა უნდა ამერიკაში დარჩენას აირჩევს,მაგრამ უსასრულო ლოდინიც არაფერს არგებს.ამერიკა მისი მეორე სამშობლოა,მაგრამ ევროპაში წამოსვლით,ის საქართველოს ნაკრებში სისტემატურ თამაშსაც შესძლებს და ვფიქრობ,ეს სანდროსათვის საგულისხმო არგუმენტია.ის,სან ანტონიოშიც გუნდურ კალათბურთს თამაშობს და ევროპაში წამოსვლის შემთხვევაში,ამ მხრივ,სერიოზული პრობლემები არ უნდა შეექმნას.ევროპააში ხომ სწორედ გუნდური თასმაში ფასობს.
რეალობა
სანდროს მომენტების ვიდეო https://www.nba.com/stats/events?CFID=&CFPARAMS=&ContextMeasure=FGA&EndPeriod=0&EndRange=28800&GameID=0022301123&PlayerID=1630572&RangeType=0&Season=2023-24&SeasonType=Regular%20Season&StartPeriod=0&StartRange=0&TeamID=1610612759&flag=3&sct=plot§ion=game
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა