სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი კარიერის საწყისი ეტაპისა და ნეაპოლური ცხოვრების შესახებ საუბრობს.

"ფეხბურთის თამაში ქუჩაში ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე, ვარჯიშების შემდეგ სტადიონზე მათთან ერთადაც ვთამაშობდი. ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები ქუჩიდან დაიწყო, სწორედ ასე გავიზარდე. ის, თუ როგორი სათამაშო სტილი მაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა. ქუჩამ ინსპირაცია მომცა, რასაც მოედანზე დღემდე ვიყენებ.

რვა წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე. კარგ აკადემიაში ვვარჯიშობდი, სამი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოს" აკადემიაში გადავედი, იქ 5 წელიწადი გავატარე, მათ კარგი აკადემია აქვთ და შესანიშნავ ფეხბურთელებს ზრდიან, ეს გუნდი ძალიან დამეხმარა.

სერია A-ს თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი, იტალიელი მცველები ძალიან ძლიერები იყვნენ. როდესაც საქართველოში სიტყვა "იტალიას" ამბობ, პირველ რიგში, კარგ მცველებზე ფიქრობ.

მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მასთან შედარება? ეს ცოტათი სიგიჟეა, თუმცა ჩემთვის უდიდესი პატივია და ამის გამო მადლიერი ვარ. სანამ "ნაპოლიში" გადავიდოდი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო, არგენტინელი მამას კერპი გახლდათ.

რა თქმა უნდა, როცა ჩემი ოჯახი ნეაპოლში ჩამოდის, თუ იმ დღეს მატჩი არ მაქვს, ვცდილობ, რომ მათთან ერთად გავიდე და პიცა მივირთვათ, რადგან იტალიური სამზარეულო ძალიან მოსწონთ.

ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, რადგან როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, გვსურს, რომ ეს საუკეთესოდ შევასრულოთ. გარდა ამისა, ფეხბურთი საქართველოშიც ძალიან უყვართ, ისევე, როგორც ნეაპოლში.

ფეხბურთში ტალანტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, თუ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბევრს არ იმუშავებ, დაეცემი.

"ნაპოლისთან" ერთად სკუდეტოს მოგება სიგიჟე იყო. ამ ოცნების ასახდენად გრძელი და რთული გზა გავიარე, თუმცა ეს შევძელი და უბედნიერესი ვარ. ამ გუნდის ქომაგები მოტივაციას მაძლევენ, რადგან როდესაც ხედავ, თუ როგორ სურთ ტრიბუნებზე მყოფ ადამიანებს, რომ გაიმარჯვო, მზად ხარ, მათთვის ყველაფერი გააკეთო. ისინი გაძლევენ ენერგიას, როდესაც სირბილი აღარ შეგიძლია.

როდესაც "იუვენტუსი" გასვლაზე დავამარცხეთ და სკუდეტოს მოგებას მივუახლოვდით, ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ რაღაც დაუვიწყარი ხდებოდა, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ისინი ყვიროდნენ, მღეროდნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო.

იტალიაში ჩემპიონი აქ გადმოსვლიდან პირველივე სეზონში გავხდი. ნეაპოლში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მოედნის გარეთაც. ვფიქრობ, უდიდესი გამოცდილებაა, როდესაც ასეთი ქალაქის ნაწილი ხარ. როცა აქედან წავალ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რამ მომენატრება.", - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუში.

რეალობა
კრემლებოტო ვასია! მეტოდიჩკიდან პირდაპირ უნდა გადმოწერო რუსული პროპაგანდა. არ არის საჭირო გადმოთარგმნა. რუსული რუსებზე კარგად ვიცი.
რეალობა-ს
სად ხარ რომელ ევროპულ ქვეყანაში ხარ გათხოვილი? ნაცები კარგად თხოვდებიან ცისარტყელა ევროპაში..რაც შეიძლება მეტი მოშორდით საქართველოს..გაუმარჯოს ქართულ ოცნებას!
რეალობა-ს
შენ ხომ არ დაგავიწყდა როგორ გარბოდით ნაცები ომიდან კაბაჩაცმულები 2008-ში?
ვერმიცანა
გაუმარჯოს კვარას! წარმატებები!
რეალობა
ამხანაგ ივანიშვილოვის ბოტებო! თუ რუსი მწვრთნელების დამსახურებაა ხვიჩას წარმატება, საკუთარ რუს ფეხბურთელებს რატომ ვერ ასწავლეს თამაში?
რეალობა
ე.წ. "სექტა"-ს და სხვა რუსი ბოტების საყურადღებოდ! რუსეთში გატარებული წლები იყო უაზროდ დაკარგული. შურიანი რუსი "костолом"-ები მისი ფეხების დამტვრევას ცდილობდნენ. სლუცკიმ აღიარა, რომ სულ დალურჯებული ფეხებით თამაშობდა და ყოველი თამაშის შემდეგ ყინულში ჰქონდა ფეხები.
შაკო
კვარა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რადგან ის თავმდაბლობა და უბრალო ადამიანობა, რაც მას აქვს დიდი განძია!

წინ რუბინში…
გ
მთელი ერი?ქვედა კომენტარს გაეცანით?ეგ მართლა სექტანტი,საქართველოსკენ ან კვარასკენ იქნება თქვენი აზრით?)
დიმო
ეგ დინამო არ იყო ძირითადში რომ არ ათამაშებდა და რუსთავში გაუშვა , საიდანაც სიომინმა ნახევარ წელიწადში წაიყვანა ლოკომოტივში და იქ ათამაშებდა. დინამოს დონეს ვერ აკმაყოფილებდა ალბათ
ბადრი
გაგხეთქავს ბოღმა!!! რაც მალე, მით უკეთესი!!!
ირაკლი
გენაცვალე კვარა გულში! დიდი ადამიანი ხარ! უფალი გფარავდეს!
გიო9
წარმატებები ეურო 2024ზე შენი იმედი გვაქვს მთელს ერს და შენს გვერდით ვართ:)
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
უმადურობა ყველაზე ცუდი რამაა.არა არსებობს უმადური ადამიანი ბოლომდე წარმატებული იყოს.დაგეხმარა კი არა გაგზარდა და ამ ბოლო დროს ბევრი რამე გეშლება და იცოდე ძუდად დაგიჯდება
L.J .
მადლობა კვარა!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა