"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის სუპერთასის მატჩში "მანჩესტერ სიტისთან" 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, 3:2 გაიმარჯვა
ინგლისი. ქომუნითი შილდი

მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:3

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი (73. კლიში) - დე იონგი, ი. ტურე, მილნერი (67. ჯონსონი) - სილვა, ჯეკო, ბალოტელი (59. ბერი)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი (46. ჯონსი), ვიდიჩი (46. ევანსი), ევრა (72. რაფაელი) - ნანი, ქერიკი (46. კლივერლი), ანდერსონი, იანგი - რუნი, უილბეკი (89. ბერბატოვი)

გოლები: 1:0 ლესკოტი (38), 2:0 ჯეკო (45), 2:1 სმოლინგი (52), 2:2 ნანი (58), 2:3 ნანი (90)

გაფრთხილება: ჯეკო, რიჩარდსი, ი. ტურე, მილნერი - ანდერსონი, ევრა

კუთხური: 8-7; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 10-17 (4-4); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 34%-66%

მაყურებელი: 77 169

ეს იყო ზღაპრული თამაში! პირველი ტაიმის შემდეგ ამ შეხვედრისადმი მიძღვნილი წერილისთვის შეგვეძლო გვეწოდებინა ასე: "სიტიმ" დე ხეა დახია, მაგრამ, დაბრუნდნენ შესვენების შემდეგ გუნდები გასახდელიდან და... მერე რაღაც საოცრება მოხდა.

რა სამწუხაროა, "ქომუნითი შილდის" ყურება ქართველ გულშემატკივარს და არა მარტო გულშემატკივარს, არამედ ნებისმიერ ადამიანს ვისაც ესთეტიკის განცდა აქვს, ტელეეკრანიდან არ შეეძლო. ინტერნეტით ასეთი სანახაობის ცქერა ცოდოა, მაგრამ სულ არნახვა აშკარად არ ივარგებდა.

მერამდენედ დაამტკიცა ინგლისის ჩემპიონის მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, რომ ჯადოქარია. ნეტავ, რა შეიძლება უთხრას თავკაცმა შეგირდებს შესვენების დროს ისეთი ("იუნაიტედი" 2:0-ს აგებდა და თან მეორე გოლი ფსიქოლოგიურად ყველაზე ცუდ დროს - 45-ე წუთზე, დებიუტანტი მეკარის, დავიდ დე ხეას შეცდომის გამო გაუშვა), რომ გუნდი მეორე ტაიმში მოედანზე გავიდეს და ენითაუწერელი ხარისხის ფეხბურთით 3:2 მოიგოს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსად "იუნაიტედის" მეორე გოლი მიგვაჩნია. ჰოკეი ხომ გინახავთ? ხომ გახსოვთ, როგორ თამაშდება სწრაფი კომბინაცია სპორტის ამ ყინულოვან სახეობაში? დაახლოებით ასეთი რამ მოახერხა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან (თუ შედარება სწორი არ გამოგვივიდა ბოდიშს ვიხდით) და საჯარიმოში ფერგიუსონის გუნდმა არა სრიალა ზედაპირზე, არამედ ბალახზე, ფეხბურთის ბურთით, რაც საბოლოოდ ნანის ტექნიკური დარტყმით და ანგარიშის გათანაბრებით დასრულდა.

და ბოლო როგორი იყო? შეხვედრისთვის გამოყოფილი 90 წუთი რომ გაილია, მსაჯმა 4 წუთი წაამატა და ისიც მთავრდებოდა (ყველა პენალტების სერიას ელოდა), როდესაც უეინ რუნიმ "სიტის" მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ცენტრისკენ გადააგდო, სადაც ნანიმ ვენსან კომპანის აჯობა, უფრო სწორედ კი ბელგიელის "საჩუქრით" ისარგებლა, ჯო ჰარტთან პირისპირ შევიდა და გამარჯვების გოლი შეაგდო.

ვატყობთ, შეხვედრის აღწერა უფრო ემოციური და ნაკლებად თანმიმდევრული გამოგვივიდა, ამიტომ, ახლა შევეცადოთ ეს ნაკლი გამოვასწოროთ. თავიდან შეტევას უფრო "იუნაიტედი" ცდილობდა და ნახევარმომენტები და "ჩხვლეტებიც" ჰქონდა, მაგრამ ყურებჩამოყრილი არც "სიტი" გახლდათ და 38-ე წუთზე ჯოლიან ლესკოტმა ანგარიში გახსნა - აუტის ხაზთან პატრის ევრა დაჯარიმდა, საიდანაც დავიდ სილვამ ჩააწოდა, ლესკოტი კი "იუნაიტედის" მცველებს შორის უშიშრად აფრინდა და თავური დარტყმით შეაგდო. მეორე, გოლი რობერტო მანჩინის გუნდმა, როგორც გითხარით, 45-ე წუთზე გაიტანა: მეტოქის საჯარიმოს ედინ ჯეკო მიუახლოვდა, დაარტყა და... ეს დარტყმა დავიდ დე ხეას უნდა მოეგერიებინა.

მეორე ტაიმში ინგლისის ჩემპიონმა პირველი გოლი 52-ე წუთზე შეაგდო - კრის სმოლინგმა ეშლი იანგის ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ფეხით სწორი მიმართულება მისცა. ამ ეპიზოდში ისტლენდელთა დაცვამ ბურთი სმოლინგამდე ძალიან იოლად გაატარა. დანარჩენი ორი გოლის ამბავი კი ზემოთ მოგახსენეთ.

კიდევ ერთი რამ, რაზეც აუბილებლად უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება: "ჯადოქარმა" ალექს ფერგიუსონმა შესვენებისას სიტყვიერი შეგონების გარდა ზემოქმედების სხვა ხერხსაც მიმართა - ერთბაშად სამი ფეხბურთელი შეცვალა, რომელთაგან ორი, ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი გამოცდილი ცენტრალური მცველები იყვნენ. მათ ნაცვლად ფერგიმ გამოუცდელი ფილ ჯონსი და ჯონი ევანსი შეიყვანა - ნეტავ წამყვანი მოთამაშეების შეცვლას რა შემთხვევაში მოაქვს შედეგი?

დაბოლოს: მანჩინიმ ახალშეძენილი სერხიო აგუერო არ ათამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა