სერია A-ს 31-ე ტურში "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

"პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, 63-ე წუთზე კი საგოლე პასი მიითვალა და ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 8.7 ქულა, Sofascore 8.8 ქულა, Whoscored 8.9 ქულა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 აპრილს, სტუმრად, "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს.

გივი
აი ცირკი ნაღდად შენა ხარ.
რატი
ტენგიზას ექ-სპირტული შეფასებით კვარას მიერ საბერძნეთის წინააღმდეგ გოლის ან საგოლე პასის არქონის მიზეზი მისი სისუსტე იყო და არა ის, რომ ბერძნებმა ფაქტიურად ცემეს! მერე ამას და ამისთანებს წყინთ, როცა ბოღმიან ხელმოცარულებს უწოდებენ. ))) ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, და არა ფარული ბოღმა. და რას ელით ამ ბიჭისგან? ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია? და სად არის გუნდი?! წაიკითხეთ ამავე საიტზე დი ლორენცოს (რომელსაც სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებენ სუსტი თამაშის გამო, რადგან ფაქტიურად არ ცვლიან, ყველა თამაშს ბოლომდე თამაშობს და უბრალოდ გადაიწვა) კომენტარი.
ერთხელ კიდე ფიგუ
ჩემს აზრებს ნაწილ-ნაწილ გიზიარებთ,რომ წაკითხვა არ დაგეზაროთ. თქვენ რომ იყოთ ნაპოლის ტრენერი მარიო რუის დააყენებდით ძირითადში? რაღაც არ მმგონია. კაცი გავს შემოგზავნილს ან ის ბოღმა ვერ მოუნელებია პირველ ვარჯიშზე ცირკები რომ ჩაუტარა ხვიჩამ. კატეგორიულად არ აძლევს პასებს. სად იყურებიან ან ლაურა ან ტრენერი??!!
ისევთქვენი ფიგუ
ჩემი წინა კომენტარის დასამტკიცებლად: არ მგონია ბევრმა დაგვისახელოს ფეხბურთელის გვარი ვინც დინამოში თამაშობდა მარჯვენა ფრთაზე სანამ არ გამოჩნდა ილია დათუნაშვილი. მთელი რამდენიმე სეზონი დინამოს თამაში მიდიოდა მარცხენა ფრთაზე- იამანიძე, ღოღობერიძ, მესხი, კალოევი და მათი გამჩერებელი არავინ არ იყო. ფაფხურა პოლიტანოზე კი არა ზელინსკი--კვარაცხელი- ოსიმენი ტრიო უნდა გახდეს ძირითადი დამრტყმელი ძალა ნაპოლიში. მე რომ ვიყო მაგათი მწვრთნელი ავკრძალავდი ბურთის გარდი-გარდმო გორაობას და მეკარისკენ პასებს [გარდა უკიდურესად აუცილებელი ვითარებისა] .ეს კლავს ფეხბურთს. [არც ელენიო ერერა არი იყო ფეხბურთთან შეხებაში, მაგრამ ბტაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები გახადა.-კბილის ექიმი იყო მგონი]. მთავარია დისციპლინა ,ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება და ერთსულოვნება გუნდში. ნახეთ რას წერს მანუჩარ მაჩაიძე ნოდარ ახალკაცის შესახებ.
შახრუდინი
ხალხნო იცით რა?აი ადამიანი სანამ რამეს იტყვის ან დაწერს შესავალს ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს.მე ხომ დავწერე ჩემს აზრზს არ ვახვევ არავის ანუ არ გავალდებულებ ძმაო მე დამიჯერო უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე მე ასე ვფიქრობ.
tengo-ს
მეტი ობიექტურობა გმართებს,როცა ჭეშმარიტებაზე აცხადებ პრეტენზიას.როგორ შექმნა თვითონ ,როცა პირველი მერეტიმ აჩუქა,ხოლო მეორეზე --პარტნიორმა გაუკეთა შესანიშნავი გადაცემა,რომელსაც თავით ერთი შეხების მეტი აღარაფერი ჭირდებოდა.რაც შეეხება ხვიჩას,---ის გუნდიდან მოკვეთილივით იყო და სწორედაც ,რომ მარტო შექმნა ის მომენტები ,რითაც სრულიად დამსახურებულად მიიღო მაღალი შეფასებები.ხვიჩას აქვს ძალიან კარგი მონაცემები რომლის გამოყენებასაც ის შეძლებს შესაბამის,უკეთეს გარემოში ვიდრე დღეს აქვს.ეს ხომ ეჭვს გარეშეა?
დათო
ესე იგი ყველა პროფესიონალი ცდება ხვიჩას შეფასებაში და შენ უნდა დაგიჯეროთ ხო? ტრანსფერმარკეტიც ტყუილად აფასებს იმათზე სამჯერ და ოთხჯერ მეტად ვინც შენ ჩამოთვალე ხო? ვინებიც ჩამოთვალე სადაც თამაშობენ იქ რომ თამაშობდეს კვარა ვერც წარმოიდგენ რეებს ჩაატარებს… პასის მიმცემი არ ყავს ნაპოლიში და ეგ ყველაფერი რომ იციან იმიტომაც ღირს 83 მილიონი.
ზოლა
საუკეთესო იყო სტატისტიკით… დრიბლინგებით, ზუსტი პასებით, დარტყმის მცდელობებით და ასე შემდეგ, შენ თუ ვერ ხედაც და ვერ ხვდები ეგ არ ბიშნავს რომ ეგრე არაა… რას იძახი ჩაწყობილია ხო კვარას რომ მაღალ შეფასებას უწერენ, სასაცილო ხართ ეს ქართველთმოძულეები.
ისევ ფიგუ
ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: ვიდრე ტოტალიზატორებში მოგება ფრე წაგება კოეფიციენტებში სხვაობა არ იქნება 0,2 და არა ამაზე მეტი, სუფთა ფეხბურთს ვერ ვნახავთ. წაგებაზეც კი 3,8 ძალიან მაცდუნებელია. გაიხსენეთ საფრანგეთი აფრიკის რომელიღაც გუნდთან 1:19 [კუში]-წააგო. თბილისის დინამომ 2:5 ანგარიშით წააგო და სხვ. ია ტაკ დუმაიუ. ეს მარტო ნაწილი გახმაურებული ამბებისა.
tENGO
რას ჩაიციკლეთ ამ სოფასკორის შეფასებებზე,რა მართლა გჯერავთ,რომ კვარა ორივე გუნდში საუკვეთესო იყო!!, დუბლის ავტორზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელმაც ფაქტიურად ორივე გოლი თვითონ შექმნა, ამასთან ნაპოლის ორ მცველს ყვითელი აჰკიდა ერთს წითელი, პოლიტანოს ულამაზეს გოლი არ შეიმჩნიო და კვარას უხერხულად კარში დარტყმულ, მიწიდან ასხლეტილ ბურთზე, ოსიმენას დასწრებაზე გატანილი გოლის ასისტობა ამ დონის ფეხბურთელისთვის მატჩის მთავარ მოვლენად წარმოაჩინო სიბრიყვეა....ერთი წამით წარმოიდგინეთ: კვარას გუშინ ორი გოლი რომ გაეტანა,ორი ყვითელი და ერთი წითელი რომ აეკიდებინა მეტოქისთვის, ანაც პოლიტანოს სილამაზის გოლი გაეტანა... და რომელიღაც გამოცემას მატჩის საუკვეთესო სხვა დაესახელებინა, როგორ აღშფოთდებოდ-შეშფოთდებოდით წარმომიდგენია..კვარას ქონდა მომენტები ფაქტია, მაგრამ ვერ გამოიყენა, მომენტების ვერ გამოყენება კი შემტევისთვის უფრო მინუსია, ვიდრე კარგი თამაში-გინდათ არ გინდათ პროფესიულ ფეხბურთში მთავარი ტაბლოა და არა სხვა დანარჩენი...კვარას არაფერში ჭირდება სოფასკორისთანა ვითომდა ანალიტიკური გამოცემების უაზრო ქება-დიდება.....აქაურ სექტისტებზე კი საერთოდ არაფერს ვიტყვი ყველას ბოღმიანებ,შურიანებს,ჩასაფრებულებს და ნაცებს რომ ეძახიან ვინც რაღაც კრიტიკისმაგვარს დაწერს, არა და ამ ბიჭს ეხლა ყველაზე ნაკლებად ჭირდება ტყუილად ქება-დიდება, პირიქით ჯანსაღი კრიტიკაა ეხლა მაგის წამალი, რომ სხვა დონეზ გადავიდეს, უფრო კრეატიული გახლდეს მინდორზე და ჩამოყალიბდეს ნამდვილ ვასკვლავად,რომელსაც შეეძლება კრიტიკულ მომენტში, პრინციპულ თამაშში, ძლიერ მეტოქეებთან გუნდს ულიდეროს და შედეგი დადოს,რაც დღეისავის მისი ყველაზე სუსტი მხარეა...ასე იყო ნაკრების ბოლო თამაშზეც საბერძნეთან, მადლობა ღმერთს და ბიჭებს თორემ კრიტიკა მის მიმართ მერე გენახად.....
ოეე
საკუთარ ინტელექტს მიხედე რაა. ინტელექტუალი და ინტელიგენტი ადამიანი ასეთ კომენტარებს არ დებს.
ისევ ფიგუ
ჩემის აზრით,ყველა და მათ შორის ლაურაც გუნდს აყალიბებს ფულის [დიდი ფულის] საშოვნელად. ტოტალიზატორში უნდა ვეძებოთ ძაღლის თავი. გაიხსენეთ იუვენტუსის და სხვა მაგალითები.
ფიგუ
თუ გახსოვთ, საბერძნეთთან შეხვედრის წინა დღეს მე დავწერე, რომ თუ ჩვენები წააგებდნენ მწვრთნელი არ უნდა დაგვედანაშაულებინა, არამედ მიზეზე იქნებოდა „ის რატომ უნდა იყოს ჩემზე უკეთესი“. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მადლობა ჩვენს ბიჭებს. რაც შეეხება ხვიჩას. ასეთი ვარსკვლავი როცა გყავს გუნდში ძირითადი იერიშები მისით უნდა ხორციელდებოდეს და არა ფაფხურა პოლიტანოს მეშვეობით. დაითვალეთ რამდენჯერ მოითბოვდა სიტუაცია, რომ პასიუნდა მიეცათ ხვიჩასთვის, მაგრამ სულ სხვა მიმირთულებით გაგზავნეს ბურთი.[და კარგი ჩიტიც დაიჭირეს]. რამდენჯერ ელოდა ხვიჩა რომ ბურთს მიაწვდიდნენ,მაგრამ არა და ხვიჩა გაოგნებული ხელებს შლიდა. ნახეთ რამდენჯერ აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს ურთულეს სიტუაციაში? გუნდში არის დაჯგუფება .როგორ სიყვარულს გამოხატავდნენ ფეხბურთელები ხვიჩას მიმართ შარშან და რა ერთსულოვნება იყო გუნდში. და დღეს რა ხდება ვერ ატყობთ?
დავით 67
მხოლოდ დაბალი ინტელექტის მქონე ხალხი მიმიმართავს ხვიჩას: "ხვიჩა გადადი რეალში, ხვიჩა წადი, ხვიჩა ლავრენტას მოშორდი ".ამ ხალხს ვერ გაუგია რომ არსებობს კონტრაქტი და მისი დარღვევა არ შეიძლება. თუ ასე გინდათ მისი გადასვლა სხვა გუნდში აურელიოს მაინც მიმართეთ. ისე იქცევით თითქოს ხვიჩას ყოველდღე ეკონტაქტებით და ის უარობს გადასვლას სხვაგან. ანდა მას არ უნდა და თქვენი რჩევა უნდა გაითვალისწინოს
შახრუდინი
ხალხნო არ მინდა პროფესორობა და ვინმეზე ჩემი აზრის მოხვევა….უბრალოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ნუ ამიკლავთ დისლაიქებით.ხვიჩა არის ჩვეულებრივი ფეხბურთელი უნდა შევიგნოთ ეს და ნუ განვიცდით ნაპოლის უიღბლო მატჩებს რაღაც კატასტროფულად.კინგსლი კომანი მუსა დიაბი ენტონი მანჩესტერიდან რაფინია ფერან ტორესი აი დაახლოებით ასეთი დონის ფეზბურთელია რა…სანემდეც ვერ ქაჩავს ჯერ…თუ ვოცნებონთ რომ ხვიჩამ ისევ ისე იფრინოს როგორც შარშანდელი ნაპოლის სეზონის პირველ ნახევარში სასწაულად უნდა გაუმართლოს და გადავიდეს რეალში სიტიში ან ბაიერნში.აი მაშინ კიდევ შეიძლება მიაღწიოს იმას რაზეც ჩვენ ვოცნებობთ და აი ამ მაჩანჩალა გუნდში თუ დიდხანს დარჩება მუსა დიაბი და რაფინიას დონეც აღარ იქნება სამწუხაროდ….და ჩემსმიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების დონე რომ არის დღეს საქართველოსთვის ეგეც დიდი ფუფუნებაა და მაგ დონით ნაკრებსაც ათრევს ზურგით და დიდი მადლობა მას.ლიგაზე 8 თამაშიდან 1 გოლს რომ ვერ გაიტან ნუ ბოდიშით მე მისგან რაღაც საოცრებებს უკვე აღარ ველოდები მივეჩვიე რა…ღმერთმა ქნას ვცდებოდე და მომავალ 2-3 სეზონში ავიდეს მბაპე და ვინისიუსის დონემდე უბედნიერესი ვიქნები.
რატი
ბნელო, 1. დარტყმა კარის მიმართულებით იყო, რომელიც ვიქტორმა შესაბამისად გამოიყენა და სულ რომ ბოღმისგან გასკდეთ, ეს მაინც ასისტია. 2. Sofascore-მ ხვიჩა 8.8 ქულით შეაფასა (თავის გუნდში საუკეთესო), ხოლო მასზე უკეთესი შეფასება დუბლის ავტორმა ჩედირამ მიიღო, 8.9, ანუ შენი აზრით, მათთან ბნელა და შენი გონება ანათებს. ))))) ხელმოცარულობა ბოღმას იწვევს, ბოღმა კი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ;)
გივი
კვარას ისღა დარჩენია მეთევზის გასაშლელი სკამით გავიდეს სათამაშოდ.ტყუილად დგომას ჩამოჯდება მაინც.მიხვდი კვარა,როგორმე თავი დააღწიე ლავრენტას.
კინგი
კვარაცხელია იყო საუკეთესო ორივე გუნდში.შეფასება 8,7 .რაც შეეხება ფროსინონეს რიგებში ორი გოლის გამტანს 8.4 ქონდა შეფასება
ფეხბურთი
გეთანხმები , მართალს ბრძანებ.
avto manjgalaze
გაატანინა არა არა.... კარში დაარტყა ლამის ფეხი ამოიგდო,დარტყმაც არ გამოუვიდა და ოსიმენამ დამატებაზე შეაგდო..სხვა სიტყვა მაინც მოძებნეთ თქვენ ოჯახაშენებულებო....რა გაატანინა ბნელაა... აქ მოყვანილი ანალიტიკური გამოცემების შეფასებები კი სასაცილოა და მეტი არაფერი....იტალიური გამოცემები მიერ პოლიტანო იყო საუკვეთესო ნაპოლის რიგებში, ხოლო ორივე გუნდში საუკვეთესო ფროზინონეს თავდამსხმელი ხედირა გახდა,რომელმაც ორი გოლი შეაგდო...
გიორგი
ყოჩაღ, ხვიჩა, მაგრამ დროა წამოხვიდე ნეაპოლიდან. აზრი არა აქვს ასეთი გუნდის ლიდერობას, ნერვების შლის მეტი არაფერი შეგრჩება ბოლოს. პირველ ტაიმში ბურთი მგონი საერთოდ არ მიუღია იგივე რუისგან, რომელიც სწორედ მაგისთვისაა მარცხენა ფლანგზე, და არა იმისთვის ცენტრი და მარცხენა ფლანგი მოამარაგოს ბურთით.
vava
კვარაცივია
გუსანი
ჩემ აზრს დავაფიქსირებ, ნაპოლი ვერასოდეს გახდება ტოპ-გუნდი, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში, ის სისტემური მიდგომა არ აქვთ რაც ამისთვის საჭიროა, კარგი შანსი ქონდათ მარადონას დროს, ვერ გამოიყენეს, მცირე მაგრამ მსგავსი შანსები კიდევ 2 ჯერ ქონდათ, ჰამშიკისა და ინსინიეს პერიოდში. ანჩელოტიც გაექცათ, არა რა, არაფერი გამოვა მაგ გუნდისგან, ვშიშობ, ჩვენი ჯილა არ ჩაითრიონ ,,ამ სიყვარულში'' სპალეტის გარკვეულწილად გაუმართლდა, ისევ ხვიჩა-ვიქტორის და კიმ მინ ჯეს ხარჯზე, ამას მიხვდა და დროზე გაეცალა, მარტო კონტეც ვერ უშველის.....
Nukri
მართლაც უკვე საჭიროა ხვიჩა უკეთეს გუნდში გადავიდეს, თუნდაც ხელფასი გაუთმაგონ, მხოლოდ ფული ხომ არაა მთავარი, თუ უნდა ისტორიაში დარჩეს როგორც ერთერთი უდიდესი ფეხბურთელი, საჭიროა მოხვდეს კარგ გუნდში
საბა
სხვისი არ ვიცი და მერეტი არ არის საიმედო მეკარე. არც ადრე იყო საიმედო, უბრალოდ მაშინ მთლიანად ნაპოლი თამაშობდა კარგად და მეკარეს ნაკლები ჰქონდა სამუშაო
ფერნანდო
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელეს და 8,9 ქულა დაუწერეს--ფიქრობთ რომ, იმათ ფეხბურთის არაფერი გაეგებათ?
მაო
ან სიძულვილი ან სიდებილე...ორთავ ამაზრზენია
რა მაფიაა?
რითი ზომავ მის სიკარგეს და სიცუდეს? რონალდინიოსავით რო არ ფინტაობს ყოველ ბურთის მიღებაზე? თუ ცენტრში წინ რო გაექცა ბურთი მარტო მაგ მომენტს უყურე? ამ ანალიტიკური საიტების სასტავი სამივესი "დაბრმავებული" ქართველები არიან?
ანაგელი
ცოდოა კვარა მაგ ნაპოლიში , ვერ განვითარდება. ჩემი აზრით უნდა წავიდეს მაგ გუნდიდან.
სოსო
წერა კითხვა შენ არ იცი,ფეხბურთის გაგებაში არა ხარ და ჩუმად მაინც იყავი,ქვეყანას რომ არ გააგებინო!თუმცა მაგას ჭკუა უნდა და ეტყობა,არც ეგ გაქვს.
დავიდუსი
სარკეში ნუ იყურები!
!! - ს
კატასტროფულად ცუდი როგორ არის, როდესაც ორივე გუნდიდან საუკეთესოდ დაასახელეს? სხვა საქმეა, რომ ასეთი თამაშით ბარსაში სათადარიგოზე იჯდებოდა. მგონი მართალია ეს ბიჭი, ნაპოლიდან რომ არ მიდის. ასე არ ჯობია?
მანფრედ კალცი
კატასტროფული ქართული გაქვს. სამ სიტყვაში - ორი შეცდომა. ნანახის შინაარსის გადმოცემაზე აღარაფერს ვიტყვი.
მერაბი-1960
მერეტის სერიოზული შეცდომა პირველი არაა. დი ლორენცო აშკარად გადაღლილია, რამდენი ხანია შეუცვლელად თამაშობს. თარგმანი არასდროს არ იყო მაღალი დონის, მარი რუი დაბერდა, ანგისა დააკვირდით, უამრავ შეცდომას უშვებს, კაიუსტე და სიმეონე არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებია და ჯამში შედეგიც შესაფერისია. ცოდოა ხვიჩა ახლანდელ ნაპოლიში...

კატასროფულად ცუდია კვარაცხელია
ლაშა
ხვიჩა დააღწიე ნაპოლის თავი!
რობი
კატასტროფულად ცუდი დაცვა ყავს ნაპოლის!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
გიორგი კვერნაძემ "ბარის" ეფექტური გოლი გაუტანა [VIDEO]
კვერნაძემ "ფროზინონეში" სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
კვერნაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და "ფროზინონეს" ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა [VIDEO]