"კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა ამჯერადაც გაიტანა და თავისიანებს "აუეს" ძლევაში დაეხმარა
განვლილი უქმეები ქართველებისთვის დიდად გამორჩეული ვერ გამოდგა, თუმცა ალექსანდრე იაშვილზე შეჩერება ნამდვილად ღირს - "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა მოედანი უგოლოდ არც ამჯერად დატოვა და თავისიანებს "აუეს" ძლევაში დაეხმარა [იხილეთ ვიდეო].

იაშვილმა ამ სეზონში 4 ოფიციალური მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, რითაც მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში II-IV ადგილებს იყოფს.

ლევან კობიაშვილისთვის პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება უიღბლო გამოდგა. "ნიურნბერგთან" შინ წაგება "ჰერტას" ამბიციურ ქომაგებს ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს. ვეტერანმა ქართველმა ამჯერადაც დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

დაიწყო ჰოლანდიის ჩემპიონატი და "ვიტესის" მთავარ გუნდში დებიუტი გიორგი ჭანტურიას ჰქონდა. მანაც და არნემელთა ახალმა კაპიტანმა გურამ კაშიამაც სრულად ითამაშეს და, მართალია, ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ იმ გუნდისთვის, რომელიც წინა სეზონში ელიტიდან გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, არც სტუმრად მიღწეული ფრე უნდა იყოს დასაწუნი შედეგი.

რუსული პრემიერლიგის განვლილი ტურის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გროზნოში გაიმართა, სადაც მატჩი სტადიონზე შუქის ჩაქრობის გამო შეწყდა, მაგრამ პრობლემა დროულად მოგვარდა და მოსკოვის "სპარტაკმა" "ტერეკს" 4:2 აჯობა. ამაში ჯანო ანანიძეს განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანია, რადგან ამჯერად "სახალხო გუნდის" ძირითადში ვეღარ მოხვდა და მოედანზე მხოლოდ შეხვედრის უკანასკნელი წუთები გაატარა. თუმცაღა ბოლო ორი გოლი სტუმრებმა სწორედ ჯანოს თამაშისას გაიტანეს.

ქართველები მინდორზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ - ტერეკელი ლევან გვაზავა მეკარე ჯანაევის გაძევებისთანავე შეცვალეს და მის ნაცვლად თამაშში სათადარიგო კიპერი ჩართეს.

უქმეების ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენიანი ნუკრი რევიშვილია, რომელიც "ტომთან" ჩინებულად გაისარჯა და "ანჟი" გოლისგან რამდენიმეჯერ იხსნა. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, "ვოლგაში" მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა, "კრასნოდარის" შემადგენლობაში კი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ოთარ მარცვალაძემ.

მეორე ქართული გოლი კი უნგრეთში რატი ალექსიძემ გაიტანა [იხილეთ ვიდეო ].

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო