23 წლის ქართველმა რეფერიმ, საბა მახარაძემ, 18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალზე სამი თამაში იმსაჯა და უმაღლეს დონეზე მუშაობით უდიდესი გამოცდილება შეიძინა.

პირველ ტურში ის იტალია-პორტუგალიის შეხვედრაზე მოედნის მსაჯი იყო, მეორე და მესამე ტურში კი მან, შესაბამისად, უელსი-პორტუგალიისა და შოტლანდია-იტალიის მატჩზე კიდის მსაჯად იმუშავა.

იტალიაში, პარმაში ფესტივალზე ჩასვლამდე, მახარაძე "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ერთად ლიონში (საფრანგეთი) იყო შეკრებაზე:

„ლიონში საქართველოს ნაკრებთან ერთად გატარებულ პერიოდში კარგი გამოცდილება შევიძინე და ვფიქრობ, ეს დღეები "უმცროს ბორჯღალოსნებსაც" გამოადგა. დავუახლოვდი მწვრთნელებს და მოთამაშეებს, გავდიოდი მათთან კონსულტაციებს და ვეხმარებოდი ვარჯიშებში. წესებთან დაკავშირებით ისეთი დეტალები გავიარეთ, რომლებიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში გამორჩენოდათ“.

„რაც შეეხება იტალიაში გამართულ ფესტივალს, პირველ მატჩში მოედნის მსაჯი ვიყავი და საკმაოდ კარგი, ინტენსიური თამაში გამოვიდა. განსაკუთრებით საინტერესო პირველი ტაიმი გამოდგა, როდესაც პორტუგალიამ მოახერხა დაწინაურება, თუმცა ცვლილებების შემდეგ იტალიამ გამარჯვება მოახერხა. ორივე გუნდი საკმაოდ დისციპლინირებული იყო. შეხვედრის შემდეგ დადებითი შეფასება მივიღე როგორც მსოფლიო რაგბისგან, ასევე ჩემი პირადი მწვრთნელებისგან“.

„მომდევნო ორ თამაშში გვერდითი მსაჯი ვიყავი და აქაც კარგი შეფასებები მივიღე. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით და ორგანიზატორებისგანაც პოზიტიური შეფასებები მივიღე“.

„თამაშების გარდა, ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდა გარჩევები, სემინარები. შევხვდით ადგილობრივ საერთაშორისო დონის მსაჯს, ანდრეა პიარდის, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა. ასევე სამუშაო შეხვედრა გვქონდა იტალიის ნაკრების შერკინების მწვრთნელთან. იყო ძალიან სასიამოვნო სამუშაო პროცესი. დავამყარე ახალი კონტაქტები და გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი“.

რა იყო ის მთავარი განსხვავებები, რაც საბა მახარაძემ ექვსი ერის ფესტივალზე დაინახა?

„მიუხედავად იმისა, რომ 18-წლამდელთა ნაკრებები თამაშობდნენ, ძალიან დიდი სხვაობა იყო სისწრაფეებსა და ინტენსივობაში. რაგბი იყო დეტალიზირებული და სამსაჯო გადაწყვეტილებები მილიმეტრებზე გადიოდა. მაგალითად, მეორე თამაშში, ლელოს ჩათვლის ეპიზოდში, როდესაც აუტის ხაზთან მილიმეტრი იყო დაშორება. ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა გადაღების ხარისხს. მსაჯების, მწვრთნელების და მოთამაშეების მხრიდან, ყველა ეპიზოდის მიმართ იყო პროფესიონალური მიდგომა. მსაჯები დაკვირვების ქვეშ ვიყავით როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა – ურთიერთობებში, პირად საუბრებში, ქცევაში და ა.შ.“.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დევიდ მაკქიუს, რომელმაც ქართული სამსაჯოო კორპუსი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მასთან ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა ურთიერთობა, ვაზუსტებდით დეტალებს, მეხმარებოდა რჩევების სახით და სრულად იყო ჩართული პროცესში“.

უახლოეს პერიოდში საბა მახარაძეს კიდევ ერთი ახალი გამოცდილება ელოდება. ის ივნისის დასაწყისში, სერბეთში, რაგბი ევროპის 7-კაცას ტურნირზეა მიწვეული:

„7-კაცას ტურნირზე პირველად ვარ მიწვეული და საინტერესო იქნება ჩემი თავის გამოცდა. ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში სხვა დანიშვნებიც იქნება, რის საფუძველსაც პარმაში მიღებული შეფასებები იძლევა“.

Rugby.ge

სოსო
ძალიან კარგი მსაჯები გვყავს და კიდევ უკეთესია,რომ კიდევ უკეთესები გახდებიან.მათი წინსვლა,ზოგადად ქართული რაგბის წინსვლასაც უწყობს ,ხელს.
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
"პირადი შეტევები იყო, ფეხბურთელის პატივისცემა არ იციან" - გადრანი ყოფილ კლუბზე
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძის 11 გოლი და არსენაშვილის ტრავმა - საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ