ევროპის ჩემპიონატი სულ უფრო გვიახლოვდება. ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზეც ვისაუბრეთ, მეტოქეებიც გაგაცანით და პერსპექტივებზეც დავწერეთ, ახლა კი მთავარი ისაა, თითოეული ფეხბურთელი პირველობას როგორ ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაში შეხვდება; ქართველი ლეგიონერების მატჩებზე "თავით გადავეშვებით".

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დარჩენილ შეხვედრებს უმოტივაციოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა, სამწუხაროდ, ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივა მკაფიოდ არ გამოიყურება. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მიზანი ისიცაა, "კვარა" ივნისს გამოფიტული არ შეხვდეს, თუმცა მთავარ მწვრთნელ კალცონას ქართველი გარემარბის ევროპის ჩემპიონატისთვის "მოფრთხილებასაც" ასე ვერ დავავალდებულებთ.

ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატში დარჩენილ 6 მატჩს ერთკვირიანი პაუზებით ითამაშებენ, ანუ ძალების აღსადგენად დრო საკმარისადაა. 20 აპრილს ჩვენებურის გუნდი "ემპოლის" ესტუმრება, რასაც ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ უკვე ნაკლებად ხისტი "რომას" მასპინძლობა მოსდევს; "უდინეზე", "ბოლონია", "ფიორენტინა" და უკანასკნელ ტურში, 26 მაისს, "ლეჩეს" მასპინძლობა. კვარაცხელიას დასვენების საშუალება თითქმის არ ექნება, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროსწინა ამხანაგური შეხვედრები უნდა ჩაატაროს. ჯერჯერობით ოფიციალურად ჩანიშნული მხოლოდ 9 ივნისი და მონტენეგროა.

ევრომდე ყველაზე მეტს ჩაკვეტაძე დაისვენებს...

გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველთვის სხვაზე ცოტათი მეტს ვღელავთ, თანაც ინგლისის ჩემპიონშიპი რთული და დატვირთული ტურნირია (46 ტური ტარდება). კარგი ისაა, რომ ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატი ადრე სრულდება, ქართველი ნახევარმცველის "უოტფორდს" სულ 3 დაპირისპირება აქვს დარჩენილი და 4 მაისის შემდეგ "ჩაკვეს" შესაძლებლობა ექნება, ევრო 2024-ისთვის ინდივიდუალური პროგრამით მოემზადოს. უოტფორდელები სატურნირო მდგომარეობის კუთხით აბსოლუტურად უმოტივაციონი არიან.

თუკი მალე დასრულებაზე ვსაუბრობთ, ევროპირველობის გამო ყველა შეჯიბრება "დაჩქარებულია", გერმანიის მეკარე ბუნდესლიგაში კი, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უკანასკნელი ტური 19 მაისსაა. "კარლსრუეს" 5 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, ისე კი, ვერც აღზევებას მოახერხებს და არც გავარდნა ემუქრება. ქართველის გუნდს ყველაზე მოტივირებული მეტოქეები "ჰანზა" და "ჰანოვერი" ეყოლება - ერთი გადასარჩენად იბრძვის, მეორე ბუნდესლიგაში დასაწინაურებლად.

მიქაუტაძის "მეცის" მძიმე სატურნირო მდგომარეობა...

ევროპის ტოპლიგებიდან საფრანგეთის "ლიგა 1" 18 მაისს დასრულდება, გიორგი მიქაუტაძის "მეცი" პსჟ-ს უმასპინძლებს, რომელსაც მოტივაცია აქ აღარ შერჩა; აი, "ჟორჟის" გუნდს კი გადარჩენისთვის ბევრი ბრძოლა მოუწევს. უახლოეს ტურში უშუალო კონკურენტ "ლე ავრთან" სტუმრობა ერთ-ერთი გადამწყვეტია. რთული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე მოფიქრალი "ლილთან" თამაშიც. ჩვენებურზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რომელსაც 15 მატჩში 9 გოლი და 3 "ასისტი" აქვს. რომ არა "აიაქსი"...

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" სეზონის ბოლომდე 6 შეხვედრას გამართავს. რადგანაც 4 გუნდი ვარდება, ზურიკოსა და მის თანაგუნდელებს ჯერ გარანტირებული არაფერი აქვთ, თანაც, კალენდარი საკმაოდ რთულია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტოპლიგას, "ვალენსია" 26 მაისამდე 7 მატჩს ჩაატარებს. გუნდი მოწინავე ექვსეულს ამჟამად მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი მამარდაშვილმა კვლავ ასე თუ "იფრინა", ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ბეტისი", "ბარსელონა", "სოსიედადი", "ჟირონა" - ეს მატჩები ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"მამარდა" ბოლო ტურში "ვალენსიას" კაპიტნობდა...

"ლა ლიგა 2"-ში გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" 2 ივნისამდე ითამაშებს. გუნდი ექვსეულში მოსახვედრად და დაწინაურებისთვის იბრძვის, მაგრამ თუკი ბოლო ტურის წინ "ქოჩორას" ნაკრებს დაუთმობენ, ძალიან კარგი იქნება!..

ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონობის დიდ შანსსაც ინარჩუნებს და თასის ფინალშიცაა. "კიტეს" კარგი ფორმა და ფიზიკური მომზადება ჩვენც ძალიან გვჭირდება, 19 მაისამდე კი მას 7 "ფინალი" ელის.

სულ 3 ტური დარჩა კვიპროსში, სადაც ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამჟამად კი უშუალო კონკურენტ აეკ-ს ერთი ქულით აღემატებიან. ვგულშემატკივრობთ ლევან შენგელიას მომჯობინებას, საბერძნეთში მისი გუნდი კი გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებს.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს ჩავატარებთ!..

Megreli
shdsh alalad da usayvedurod
Ziko
ევროპა ყველას გვინდა, მაგრამ უკონტროლო გავლენა სხვა ქვეყნებს საქართველოზე არ უნდა ქონდეთ რაც გინდა მეგობარი ქვეყანა იყოს(ჩემი აზრია). ფეხბურთელებზე კი მაინც დიდი ზეწოლაა, გაიხსენეთ ნაცებს რა დღეში ყავდათ კვარაცხელია(ტალახაძე და სხვებიც) პუტინზე ხუილო უნდა ეთქვა ალბათ უკრაინის ომთან დაკავშირებით, სულ მოღალატე და რუსეთუმე ეძახეს, ბოლოს კიდევ პრეზერვატივზე დაახატეს, ამაზე მეტი შეურაცყოფა რა უნდა მიაყენო ადამიანს, და ახლა ისევ ეს ხალხი აქციიდან ფეხბურთელების მხარდაჭერას ითხოვს. კვარაცხელიას და მთელ გუნდს წარმატებები. პოლიტიკოსებმა და პოლიტირიზებულმა ე.წ. ელიტამ ორივე მხრიდან კი თავი გაანებოს ამ ფეხბურთელებს.
სოსო
ფეხბურთელები აცხდებენ,საქართველოს გზა,ევროპაშიაო.დასანახად არ მინდა ნაცები,მაგრამ მეც მინდა ევროპული ,ტრადიციული ფასეულობები.რაკი ვიღაცები ამტკიცებენ,ჩვენ ვართო,ევროპული ძალა,ეგ სულაც არ ნიშნავს,რომ მართლა ევროპული ძალა არიან.როგორ წარმოგიდგენიათ,მაგალითად საფრანგეთში,უკიდურესად აგრესიული და მოძალადე სააკაშვილის რეჟიმი?ვინმე თეორიულად მაინც დაუშვებს,რომ საფრანგეთში ეს შესაძლებელი იქნება?არავინ დაუშვებს.ჰო და სწორედ ეგ არის,ჩემთვის ევროპული გზა,რომ ასეთ პოლიტიკური ძალას,საქართველოშიც არ შეეძლოს,თუნდაც თეორიულად,ქვეყნის მმართველობაში დაბრუნება.ცუდი ის არის,რომ დასავლეთს,თავისთვის სხვა სტანდარტები აქვს,სხვა,ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის კი სხვა.ინგლისელები,ერთმანეთთან იყვნენ ჯენტლმენები,თორემ სახლებში მონებიც ჰყავდათ და უუფლებო მსახურებიც.მიგვიღებენ,როგორც თანასწორს?სიხარულით შევალ.მაგრამ თუ დამნაშავესავით თავჩარუნული და თავში ხელწამოსარტყმელი უნდათ,მაშინ ასეთ უფროს ძმად,რუსეთიც მეყოფა და იგივეს გამეორება,აღარ მინდა.ჩვენ თავს,როგორმე თვითონ მივხედავთ.როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დაინახეს,რომ ზვიად გამსახურდია,დასავლეთთან,როგორც თანასწორ ებთან ურთიერთობას ესწრაფოდა და გულახდილი პოლიტიკისაკენ მოუწოდებდა,ვერდიქტი გამოუტანეს,საქართველო,დინების აღმა მიცურავსო და რუსეთის და დასავლეთოის ერთობლივი ჩუმი და ზოგჯერ არც ისე ჩუმი ხელსეწყობით,ქვეყანაში სისხლიანი გადატრიალება მოახდინეს.გეოგრაფიულად ასეთ მნიშვნელოვან წერტილში,არავის სურდა,მართლაც დამოუკიდებელი და საკუთარი ინტერესების დამცველი მთავრობა ყოფილიყო.ყველა ძლიერი ძალისათვის ,გაცილებით მოსახერხებელია,მუდმივად დაძაბულობაში მყოფი,სხვისი ხელის შემყურე მთავრობის ყოლა და დღესაც ამას ცდილობენ.ყველას სურს,მათი მორჩილი ძალა გაიყვანოს,რომელიც მათ სურვილებს შეასრულებს.ცუდი ისაა,რომ მათი სურვილები,უმეტეს შემთხვევაში,საქართველოსთვის საზიანო და ზოგჯერ სახიფათოცაა.მათთვის მისაღებია,სხვისი ხელით ნარის გლეჯა,მაგრამ ეს ხელები ჩვენ ვართ და ჩვენთვისაც მისაღებია?აგერ,უკრაინას,ძლიერი ნაგაზის როლი არგუნეს და თავგანწირვით ებრძვის დათვს,დათვი გაცილებით ძლიერია,ნაგაზიც თავს არ იზოგავს,მაგრამ ძალები არ ჰყოფნის და თანდათან სულ უფრო უჭირს.ჩვენ ალბათ წკეპლის როლი გვაკისრია,რომელიც ნაგაზთან ბრძოლით გართულ დათვს,ფეხებში უნდა შემოუწკაპუნოს დასავლეთამა და კიდევ უფრო გააღიზიანოს.მე მგონი ცხადია,რომ არც ნაგაზს და არც წკეპლას კარგი მომავალი არ უღიმით,თუ მათმა პატრონმა,რაღაცა ისეთი იარაღი არ გამოიყენა,რომელსაც დათვი ვერ შეებრძოლება.ჯერჯერობით არაფერზე ეტყობა,ვინმე ასეათი იარაღის გამოყენებაზე ფიქრობდეს,წკეპლა დასამტვრევადაა განწირული,ნაგაზი კი მძიმე ტრავმებისათვის,საერთოდ თუ გადარჩა.პატრონი?ის უვნებლად რჩება და თუ მოინდომებს,იმ იარაღის გამოყენებაც შეეძლება,მაგრამ ჩვენ რა?ასე ევროპაში შესვლა,.ნამდვილად არ მინდა,არ მინდა,ქეჩოში ხელწავვლებული შემათრიონ და იატაკზე დამაგდონ,იატაკის ტილოსავი.რუსეთი ჩვენი გეოგრაფიული მეზობელია და ვერავინ გადაიტანს სხვაგან,ასევეა თურქეთიც,რომელსაც თავისი ინტერესები აქვს საქართველოში და საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა,დასავლეთთან.არც ისინი გაუხსნიან სიხარულით გზას ჩვენსკენ,ევროკავშირს.გამოდის,რომ შესაძლებელია,ვთქვათ დასავლეთის სატელიტებადაც ვიქცეთ,მაგრამ სურვილის შემთხვევაშიც კი,ვერაფრით დაგვეხმარონ,რადგან მათთვის ძალიან შეზღუდული იქნება,საქართველოსთან ინტენსიური თანამშრომლობა და ტვირთზიდვა.აღმოსავლეთიდან რომ უზარმაზარი ჩინეთიც მოიწევს,უდიდესი ფინასებით და ამოცანებით,ეს კიდევ სხვა საქმეა და ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება,ამ ყველაფრის გასამკლავებლად.დაბალანსებული.ძალიან ფრთხილი პოლიტიკის გარდა,ვერაფერი გადაგვარჩენს,ამ ხორცსაკეპისაგან და ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა,ვინც ვიღაცების ფეხის ხმას არიან აყოლილი და გულწრფელად სჯერათ,რომ საქართველოსათვის იბრძვიან.
ნიკა
არველაძე დაურეკავს და რაღაც დებილ განცხადებას გააკეთებინებს, ან იკითხავს "სად მივდივაააართ?" რატომღაც მამამისი უფრო ჭკვიანი კაცი მეგონა...:((
ბესო
copy-writing-ს დიარეა დამართნია და არ იცის საერთოდ ითამაშებს თუ არა ევროპაზე))))
რატი
მთელი ქოც-ნაც-მოქკავშირი კომენტარებშიც და ისეც გაექანეთ და **************!!! ფუ ******! ბიჭებს თავი დაანებეთ და თუ ასე მიუღებლები არიან, არც ნაკრებს უგულშემატკივროთ. კვარას და ნაკრებს წარმატებები!
დათა თუთაშხია
ვინც ქართველ სპორტსმენებს და ფეხბურთელებს, განსაკუტრებით კი კვარაცხელიას აგინებთ, თქვენს დდშცეს, დათა თუთაშხიაში მონაწილე ყველა პერსონაჟმა!
tngh
დაანებეთ თავი სპორტსმენებს!!! ცუდი არაფერი არ უთქვიათ!!! წარმატებები სპორტში!!!
გოგა
რატომ აქვეყნებთ ქოც ტროლების კომენტარებს? სპორტალ არ გეკადრებათ
100
კვარაცხელია აყვა ნაცების ცდუნებას და უღირს ადამიანად იქცა! პატარა ვაჭარ ნაცად იქცა.არ მეგონა სააკაშვილის ტიტუშკა თუ გახდებოდა..ნაცები ქვეყნის მტრები არიან…
დავითს
ისე შლეგიანი ნაცების გამო, მართლაც რას გავს პარლამენტი?
დავითს
დავით! ცხოველებმა ადამიანებისგან განსხვავებით, არ იციან ღალატი! აი ეს განსხვავებაა რითიც გვიყვარს ცხოველები!
დავით
ჩაკვდი რა. სულ ნუ უყურებ ნაკრების თამაშს. ბიძინას ზოოპარკში გაისეირნე. ე.ი პარლამენტში

რაც გინდა ის ქნას ამ მაძღარმა ნაცმა..სააკაშვილიც მოინახულოს თუ უნდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ამას ვინ ელოდა? - ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" "ბოდო გლიმტს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ