"ასტონ ვილამ" კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში "ლილს" პენალტების სერიაში სძლია და კვლავ გამოიჩინა თავი არგენტინის ნაკრების 31 წლის მეკარე ემილიანო მარტინესმა.

მარტინესი თერთმეტმეტრიანების მოგერიების ნამდვილი დიდოსტატია, ეს "საქმე" უყვარს და ეხერხება. ნაკრებსა და კლუბში ბოლო 5 სერიაში გამარჯვებული გამოვიდა - 2020 წელს "არსენალის" "ლივერპულთან" ინგლისის სუპერთასზე; შემდეგ, როდესაც 2021 წელს არგენტინამ კოლუმბიას ამერიკის თასზე მოუგო და აგრეთვე კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4-ფინალში ნიდერლანდებთან და ფინალში საფრანგეთთან.

"ლილთან" შეხვედრაში ემილიანომ ყვითელი ბარათი 39-ე წუთზე მიიღო. პენალტების სერიისას გულშემატკივრების პროვოცირების გამო მსაჯმა ივან კრუჟლიაკმა ისევ გააფრთხილა, მაგრამ ვერ გააძევა, რასაც მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ითხოვდა. 2020/21 წლების განახლებული წესების მიხედვით, პენალტების სერიაში ფეხბურთელის მიერ ძირითად დროში მიღებული ყვითელი ბარათი ანულირდება.

ფრანგებს, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ მარტინესი, მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ, ის კი მათ ჟესტებით და ცეკვით პროვოცირებდა. მან ნაბილ ბენტალების და ბენჟამენ ანდრეს დარტყმული ბურთები მოიგერია, ტრიბუნისკენ მიტრიალდა და ირონიულად სიჩუმისკენ მოუწოდა.

საფეხბურთო ფსიქოლოგი გეირ ჟორდეტი არგენტინელის საქციელს განმარტავს: "ის გონებრივად თამაშობს, არაპროგნოზირებადად და გათვლით. ფეხბურთის მაკიაველია და სხვებს მიბაძვას და კონტრზომების მიღებას აიძულებს. მსოფლიოს ყველაზე მაღალ სცენაზე მისი პერფომანსის მერე საინტერესო იქნება ვნახოთ, ამ ასპექტში როგორ განვითარდება".

მეკარეებს თერთმეტმეტრიანების სერიისას მოწინააღმდეგის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის უფლება ოფიციალურად არ აქვთ და მათ წყობილებიდან გამოყვანას არ უნდა ეცადონ. ემილიანო ჯიუტად მაინც აგრძელებს თავისი საქმის კეთებას, თანაც წარმატებულად და ჯერჯერობით გასდის კიდეც. ამის ნიჭი და ფსიქოლოგია აშკარად გააჩნია და მოგვწონს თუ არა ეს, უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი უნარების მეკარე თანამედროვე ფეხბურთში სხვა არავინაა.

ორიკას
ჟორიკ, ვისზე უბნობ?
ქუთაისელს
დიდო მორალისტო! ნურც ატ**კებ რა?
საშა, კოლას!
კოლა! მაიმუნები შენსკენ მოიკითხე! შედარებებს კი შეეშვით. მაშინ ეგრე იყო, ეხლა სხვა დროა! მართლა არ შეაკიკინეთ, ამ ძველებმა?
ჟორა
ხო და კიდევ მსაჯებზე პენლებით რომ ეცადეს და მაინც ვერ გახადეს ბომბარდირი
კოლა
პაიჭაძის, ღოღობერიძის, ყიფიანის, ჩივაძის ქვეყანაში, ამ მაიმუნის მსგავსი არსების ქცევას რომ მომწონებლები ეყოლება, უკვე ტრაგედიაა.
ზურიკო-ს
ღირსება და მორალი მუდმივი ადამიანური ღირებულებებია მეგობარო. რა სპორტში, რა ზოგადად ცხოვრებაში, უღირსად მოქცევა ერთნაირად მიუღებელია. ვიცი, გაგიკვირდებათ და ძალისმიერი სპორტის სახეობებშიც კი ძალიან დაფასებულია ღირსეულად მოქცევა. თრეშ თოქი მიდის, დერთი თოქი, თუ ჰარდ თოქი, ღირსება და კაცობა ყველას მოუხდება. მაგ მარტინესს ალბათ, ამაყად უდევს სახლში თაროზე თავისი სხეულის დანამატი ხელის მტევნის ბუტაფორია. :))
ზურას
შენ რო იტყვი არა? შენ დაუკარ!
ლაშას
ჩვენი ძმა! სარკაზმით და ბოღმით ნაწერი კომენტარი, რო გამოგივიდა ლეოზე ფაქტია. ლეო მესიმ ყველაფერი ჩადო ამ მუნდიალზე: თავდადება, ენერგია, ძალა და ის თამაში, რომლითაც ასე გვიყვარს ფეხბურთი. არგენტინის ნაკრები იყო ერთ მუშტად შეკრული და ამიტომაც დაიდო ის ბრწყინვალე შედეგი, რაც დაიდო! ისე, რო თითოეულ წევრს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, რასაკვირველია ლეო მესის კაპიტნობით! რაც შეეხება ემილიანო მარტინეს, უდაოდ მაგარი მეკარეა! ისე რო, მს. თასი მესიმ, თავის თანაგუნდელებთან ერთად, დამსახურებულად აწია!
ქუთაისელი
მატერაცის შემდეგ, ყველაზე გულისამრევი ფეხბურთელია.
ზურიკო
რანაირი ხალხი ხართ კომენტარებში სულ ვიღაცის მორალს განიხილავთ იმან ის გააკეთა იმან ეს თქვა. ცოტა მეტი საკუთარ თავებსაც რომ მოსთხოვოთ არ იქნება ცუდი. სპორცმენს რატომ უყურებ კარგი ადამიანი რომ არის თუ კარგი სპორცმენი? UFС-ში ისეთი თრეშ თოქი მიდის და ერთმანეთზე დაჯმა რომ მეტი არ შეიძლება. სპორტში არ არის მაღალფარდოვანი სიტყვების და კულტურულად მოქცევის ადგილი ეგ თუ გინდათ გადაინაცვლეთ თეატრში და ოპერაში. 18-ში თურქეთთან ევროზე ნახავთ რა ჯოჯოხეთი იქნება ტრიბუნებზე და მოედანზეც გამოდით მერე და მოთხოვეთ ჩვენ ბიჭებს ზრდილობიანად და კულტურულად მოქცევა…
bidzia
მბაპესთან 1000% იანი მართალი იყო მარტინესი და ჩაი(გ)დეთ ენა. არგენტინას ლანძღავდა მბაპე ეს "არგენტინის რესპუბლიკა" მომაშორეთო ასე იძახდა, პსჟ დან უნდოდა არგენტინელების გაყრა. ხოდა ფინალში ხო შეხვდა "არგენტინის რესპუბლიკა", მოუგო? ვერ მოუგო, ხოდა მაგიტომაც იყო რო დაა@@ვა მარტინესმა დამარხა საერთოდ სამათლიანად
ჯეჯე
მაკიაველი სამშობლოს ინტერესებისთვის ამართლებდა ყველანაირი მეთოდის გამოყენებას. ანუ, თავისი ხალხის ინტერესებისთვის. და უაღრესად განათლებული ადამიანი იყო. არც მორალი აკლდა. ეს მეცამეტე კვარტალში გაზრდილი მდაბიო კი, გენეტიკურად და აღზრდითაც არაკაცია და ფულის გულისთვის აკეთებს ამას. იმას ხომ ვერ იტყვის ვინმე, რომ რაც მაგან იკადრა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მერე, თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის გააკეთა. თამაში უკვე მოგებული იყო და შესაბამისად, თავისი ქვეყნის წარმატებისთვის კი არ მოიქცა უკადრისად, მთელს მსოფლიოს მიაყენა შეურაცხყოფა თავისი ბილწი ჟესტით. მრავალი წელია არგენტინას ვგულშემატკივრობ. ჯერ მარადონას, მერე მესის გამო. ეს არაკაცი სადაც ითამაშებს, იმ გუნდებს როგორღა უნდა ვუგულშემატკივრო იმის მერე. თუ ვინმემ შეურაცხყოფა თუ არა, დისკომფორტი მაინც არ იგრძნო ამისი ქცევის ყურებისას კატარში, სერიოზული მენტალური პრობლემები აქვს.
მურთოს.
ვაიმე, რაღა ეშველება, ემილიანო მარტინესს, შენ თუ არ დააფასებ რა?
Sake
ვინ ვიზე უნდა ილოცოს არგენტინტინის ნაკრებში ეს არც ისე რთული გასარკვევია,მითუმეტეს თვით არგენტინელების (და არა მარტო) აზრს თუ გავითვალისწინებთ,რაც შეეხება მარტინესს,მეკარეს,მე მიმაჩნია,რომ თუ მეკარე რაღაცით ცოტა მაინც არაორდინალური არ არის ის ამისთვის არ გამოდგება,ასე,რომ ეს ბიჭი ამ ხასიათის გამოცაა მსოფლიო ჩემპიონი.
მურთო
ამის ატანა არ მაქვს. რაც არ უნდა ნაგარი მეკარე იყოს და სულ რომ ნ1 მეკარე გახდეს მომავალში არასდროს დავაფასებ და დარწმუნებული ვარ ასეა ძალიან ბევრი. იმიტომ რომ, შეიძლება კარგი მეკარეა, მაგრამ როგორც პიროვნება, ადამიანი არის0! საზიზღარი არსება იმედა, ადამიანსაც არ ვუწოდებ!
ლაშა
ჯამბაზები ბლომად არიან ფეხბურთში, მაგრამ ეს შედეგსაც დებს. მესიმ მეორე ფინალიც რომ არ წააგო და რომ ეღირსა ნანატრ ჩემპიონობას, ამ კაცზე უნდა ილოცოს დღე და ღამე.
zura
ამას ყოფაქცევის გამო უნდა აუკრძალო თამაში
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
"მანჩესტერ იუნაიტედი" მარტინესის ვარიანტს მიუბრუნდა - არგენტინელი შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ
"თუ მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ მოვიგეთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ, რადგან..." - ემილიანო მარტინესი
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მამარდაშვილის მორიგი აღიარება - ქართველი 2024 წლის საუკეთესო მეკარეებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა