პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" 18 აპრილს თავის პირველ ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრა.

გუნდი 31-კაციანი შემადგენლობით შოტლანდიაში, ედინბურგში ჩავიდა, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც ინგლისში, ისტ-მიდლენდში გადაინაცვლებს და ინგლისურ გრანდთან, "ლესთერ თაიგერსთან" გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 3 მაისს, "უელფორდ როუდზე" საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.

31-კაციან შემადგენლობაში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მათგან ერთი დებიუტანტია – ბურჯი ვახტანგ ქვათაძე.

"ლესთერი" დიდი ისტორიის მქონე, ძალიან მაგარი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია ინგლისის ნაკრების მოთამაშეებით. მას ათიათასობით გულშემატკივარი ჰყავს და ვფიქრობ, ჩვენთან თამაშზეც სავსე ტრიბუნები იქნება, მით უმეტეს, რომ როგორც ვიცით, დასწრება თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ამხანაგური ჰქვია, რაგბი ბრძოლის გარეშე არ არსებობს და კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს", - განაცხადა "შავი ლომის" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

"შავი ლომი" ბრიტანულ ტურნეზე

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, თენგიზ ზამთარაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ვახტანგ ქვათაძე; ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი კერვალიშვილი, დემურ ეფრემიძე; მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ლუკა ცირეკიძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, მირიან მოდებაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ჯობავა.

Rugby.ge

სერგო
7-კაცაზე რა ხდება

რასინგში. მერე რა მოხდაა არ ვიცი
Rezo
ჭუმბაძე სად ისინჯებოდა? სტად ფრანსში? არ დაიტოვეს? დაწერეთ რა, თუ იცით რამე
სოსო
ძალიან საინტერესო და სასარგებლო მატჩი იქნება.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"