ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 სპარინგ-მატჩს გამართავს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი 23 ივნისს, ქალაქ ტრენტოში მასპინძელ იტალიას შეხვდება, ხოლო 28 ივნისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეს გახლავთ ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი მთავარი მოვლენები. დანარჩენ დროს, 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ჩვენს ეროვნულ გუნდს საწვრთნელი შეკრება ექნება იტალიასა და ლატვიაში, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მომზადებასთან ერთად ოპტიმალური შემადგენლობა შეირჩევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასულ წელს, იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 საუკეთესოში მოხვედრით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვა. მოგეხსენებათ, ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში დარჩენილია 4 ადგილი, რომლებიც 4 სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საკვალიფიკაციო ტურნირებში გათამაშდება. ამ 4 ტურნირიდან საქართველო რიგის საკვალიფიკაციოში მოხვდა, სადაც ჩვენსა და მასპინძელ ლატვიასთან ერთად ბრაზილია, მონტენეგრო, ფილიპინები და კამერუნი მონაწილეობენ.

A ჯგუფში ლატვია, საქართველო და ფილიპინებია, ხოლო B-ში – ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი. საქართველო 2 ივლისს ლატვიას, ხოლო 4-ში – ფილიპინებს ეთამაშება. 2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა და ჯვარედინად დაუწყვილდება B ჯგუფიდან გამოსულ 2 საუკეთესოს. ნახევარფინალური მატჩები 6 ივლისს, ხოლო ფინალი 7-შია დაგეგმილი. ოლიმპიადის ერთადერთ საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.

ლატვიის გარდა 6-6 გუნდიანი ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება სან ხუანში (პუერტო რიკო), პირეოსში (საბერძნეთი) და ვალენსიაში (ესპანეთი), სადაც ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.

GBF.GE

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89