ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" სტუმრად უშუალო კონკურენტ "ვალენსიას" შეხვდა და ისე წააგო, წარმატების შანსი არ მისცემია. მასპინძლებმა ყველა პერიოდი მოუგეს კუნძულელებს და საბოლოოდ 25 ქულის სხვაობით – 98:73 გაიმარჯვეს.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე 14:24 წუთი გაატარა. ქართველ ცენტრს ჯარიმებით აჩერებდნენ, თუმცა მას ჩვეულად მაღალი შედეგიანობით არ უსვრია. გიორგიმ 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 1 ორიანი მოაყოლა და თავი 7 ქულას მოუყარა. ამის გარდა, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 მოხსნას იყო.

ტენერიფელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო კაილი გაი, მარსელინიო უერტასმა 10 ქულა და 9 პასი მიითვალა. "ვალენსიაში" 17 ქულით და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ნიგერიელი სემი ოჯელეი. ხაიმე პრადილამ 15 ქულა მოაგროვა.

ამ მოგებით "ვალენსია" ცხრილში "ტენერიფეს" გაუთანაბრდა და ორივეს 19 მოგების წილ 11 მარცხი აქვს. შემდეგი ტურის მატჩს "ტენერიფე" 1-ელ მაისს, შინ "უნიკახასთან" გამართავს. მანამდე კი ფიბას ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი ელის.

GBF.GE

lugu123@walla.co il
მეგობრებო, დაიწყო ესპანეთის ლიგა ენდესას გამოკითხვა საუკეთესო კალათბურთელის mvpmovistar -ის გამოსარკვევად, სადაც გიო შერმადინი მონაწილეობს. აბა ჩვენ ვიცით , როგორ ამოვუდგებით გვერდში გიოს ხმების მიწვდენით.
პლეხანოველი
შერმადინს ალბათ მოეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშობდა, ამიტომ იყო ასეთი ნაკლებშედეგიანი! კეთილო ხალხო ასეა ეს - თუ სტატისტიკას გადავხედავთ!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში