ვიტალი კლიჩკომ პოლონელ ტომაშ ადამეკთან ბრძოლისთვის მზადება შეწყვიტა და სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა
სუპერმძიმე წონაში WVC-ის ჩემპიონმა უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ შეწყვიტა პოლონელ ტომაშ ადამეკთან ბრძოლისთვის მზადება და სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშჩენკოს დაპატიმრება. შეგახსენებთ, რომ უფროსი კლიჩკოსა და ტომაშ ადამეკის შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში 10 სექტემბერს გაიმართება.

"გავიგე რაც ხდება უკრაინაში და ამის გამო შევწყვიტე ბრძოლისთვის მზადება. სასწრაფოდ უკრაინაში ვბრუნდები, რადგან კარგად მესმის, რომ ბრძოლა დემოკრატიული ღირებულებებისთვის სწორედ აქ, ჩემს სამშობლოში გაიმართება. ამიტომაც არ მინდა ასეთ სიტუაციაში უბრალოდ დამკვირვებლის როლში ვიყო", - აღნიშნა ვებგვერდ pravda.com.ua-ში საკუთარ ბლოგზე უკრაინელმა ჩემპიონმა.

"ჩვენთან მართლმსაჯულება არჩევითია, ამიტომაც დაისმის კითხვა: შემდეგი ვინ აღმოჩნდება საპყრობილეში? ნუთუ მთავრობა საკუთარ ხალხთან აპირებს ბრძოლას და ციხეში უნდა ჩასვას ყველა, ვინც ქვეყანაში ასეთი მმართველობის წინააღმდეგ გამოდის?" - დასვა შეკითხვა ვიტალი კლიჩკომ.

მოკრივის აზრით, ასეთი მოვლენების მთავარი გამოვლინება შეიძლება გახდეს უკრაინის საერთაშორის იზოლაცია, რაც საბოლოო წერტილს დაუსვამს უკრაინელთა მისწრაფებას - იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ევროპულ ღირებულებებს ანიჭებენ უპირატესობას.

"ტიმოშჩენკო ციხეში უკრაინის დამოუკიდებლობის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ჩასვეს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიამ 20 წელიც ვერ გაძლო და ის გაანადგურეს. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ დიქტატურისა და ტოტალური კორუპციის პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ კი საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ", - ასრულებს მონოლოგს კლიჩკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე