ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში „იბერია 1999“ და „ტორპედო“ დაზავდნენ - 3:3.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და კომახიძისა და ჯგერენაიას გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს, იონსენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ხოლო პირესმა ანგარიში შეამცირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დედაქალაქელები იერიშებზე გადავიდნენ, მეკარე კლიაიჩმა ქუთაისელები რამდენჯერმე გადააირჩინა, თუმცა მე-60 წუთზე კოხრეიძემ შორიდან ულამაზესი გოლი გაუტანა. კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. „ტორპედომ“ შეტევებით უპასუხა, შეცვლაზე შესულმა ბასილაძემ პენალტი მოიპოვა და არაბიძემ თერთმეტმეტრიანი უზადოდ შეასრულა. კინის შეგირდებმა იერიშები გააგრძელეს - ბასილაძის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ნადარაიას მეკარე კუპატაძემ არ გაატანინა, ხოლო კომპენსირებულ დროში იონსენმა დალაშქრა მეტოქის კარი და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„იბერია 1999“ ზედიზედ ხუთი გამარჯვების შემდეგ ფრეს დასჯერდა, 26 ქულით ლიდერია და 2 მაისს გასვლაზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. „ტორპედომ“ კი ზედიზედ მესამე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 18 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

იბერია 1999 - ტორპედო 3:3

გოლები: 1:0 კომახიძე (2), 2:0 ჯგერენია (5), 2:1 პირესი (34), 3:1 გ. კოხრეიძე (60), 3:2 არაბიძე (72, პენ), 3:3 იონსენი (90+3)

odala
თქვენთან მინდა მუშაობის დაწყება, სად მოგწეროთ? უამრავი წელია თქვენი მკითხველი ვარ და მინდა თქვენნაირი ვიყოოო!!!
Odala
საუკეთესო ჟურნალისტები ყავს სპორტალს, მადლობა ნიკალას და ღვთისოს
სოსო
უფულო დინამოდან,შესაძლოა არც არაფერი გამოვიდეს,დათო,მაგრამ ამ ბიჭებიდან ორი სამი ბიჭიც რომ გაიზარდოს,მაღალ დონემდე,ჩათვალე,რომ მოთმინება გამართლებული იქნება.დინამო,მაშინაც საქართველოს სახედ ასოცირდებოდა და ახლა,ნაკრებია,მისი სახე.დინამო, ისევე,როგორც მაშინ ქუთაისის ტორპედო საქართველოს ნაკრებს ემსახურება.ვინც რა უნდა ის თქვას,ფიფიას შესახებ,მაგრამ მისი ტოლი,საქართველოს ნაკრებისათვის ალბათ არავის გაუკეთებია,ბოლო წლებში.
odala
კარგადაა ინფორმაცია მოწოდებული, მადლობა!
dato
არ მოგვწონს რა თქმა უნდ ამაგრამ გაახალგაზრდავების პროცესია გუნდში ბოლო 1 წელია, აკადემიის ბიჭებით. ვნახოთ 1-2 წელში რა გამოვა.
odala
მაგარია!!!
Წორპეეეედოოო
მე მგონი ერთადერთი ლეგიონერი ვინც გაგიმართლათ ავღანელია.რეალს უნდაო მართალია?
Ტორპედოს
წორპეეეეეედოოოო
გიორგი V
ტორპედოს თამაში მომწონს და ჩემპიონობაზე იბრძოლებს ქე ვიცი,მარა დინამოს რო ავთვისებიანი სიმსივნე სჭირს ფიფიას სახით ეგეც ფაქტია!დინამოს,,ფანობას,, რო იჩემებს ხალხი სად არიან?ხმას რატო არ იღებენ?!!ყველაფერი მოსწონთ???
შალვა
ძალიან კარგად აანალიზებთ, სამწუხაროა რომ არ გიცნობთ(ნეტა ჩემი შვილიშვილის თამაშებსაც ნახულობდეთ).
Charley
ტორპედოს ახალგაზრდა ბასილაძეს კოჭებში ეტყობა დიდ ფეხბურთს ითამაშებს თუ შრომას არ დააკლებს. ასეთი სწრაფი ტექნიკური ქართველი ვინგერი რომელსაც არ ეშინია კაცზე წასვლა და მათი მოტყუება ერთი კვარაა მხოლოდ. მარჯვენა მცველი აურო მართლაც მაღალ კვალიფიციური ლატერალია. ამ გუნდს მოუყვანეთ 2 კვალიფიციური ცენტრალური მცველი და ერთი ძლიერი საყრდენი გადაჯეგავს ჩვენ ჩემპიონატში ყველას. ბიორნ იონსენის დონის ცხრიანი ჩვენ ნაკრებსაც მაგრად გააძლიერებდა. ტიპიური გოლზე დაგეშილი ფორვარდია რომელსაც შეიძლება მთელი თამაში პასი ვერ მიიღოს მაგრამ ერთ ეპიზოდში საიდანღაც გამოწიოს ფეხი და შეგირხიოს კარის ბადე. მეორე ტაიმში ასე კარზე მიჯაჭვული/ ჩოგბჯენში გადაყვანილი პირველადგილოსანი იბერია ძნელი წარმოსადგენი იყო და მატჩი ერთი სამი წუთით კიდევ რო გაგრძელებულიყო თამაშის იშტაზე მოსული ტორპედო უცილობლად შეუგდებდა მეოთხესაც.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა