19 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ერიკ ლამელა დღეიდან "ჯალოროსის" სრულფასოვანი ფეხბურთელია
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "რომას" მესვეურებმა ერიკ ლამელას ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით დაასრულეს და იქვე დავძინეთ, რომ სულ მალე, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

ასე აგიხდეთ ყველაფერი, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის არგენტინელმა გააფორმა კონტრაქტი და დღეიდან "ჯალოროსის" სრულფასოვანი ფეხბურთელია.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, არგენტინული კლუბი ლამელას სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს, ფეხბურთელის ჯამაგირი კი პირველ ორ სეზონში 1.8 მილიონი ევრო, ბოლო ორ სეზონში კი 2.5 მილიონი ევრო იქნება. სხვადასხვა სახის ბონუსების ჩათვლით, ფეხბურთელის წლიურმა ანაზღაურებამ შესაძლოა 2.85 მილიონ ევროსაც კი მიაღწიოს. "რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი ტრანსფერით ძალიან კმაყოფილია:

"ლუის ენრიკეს ძალიან უნდოდა ლამელას გადაბირება და მიხარია, რომ მისი სურვილი ავასრულეთ. ლამელას ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და მიუხედავად იმისა, რომ "რივერ პლეიტისთვის" სეზონი წარუმატებელი გამოდგა, თვითონ ფეხბურთელმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. შესაბამისად, მისი გადაბირებისთვის ყველაფერი ვიღონეთ და შედეგიც სახეზეა".

შეგახსენებთ, რომ "რომამ" ლამელას გარდა მარტენ სტეკელენბურგი, ბოიან კრკიჩი, გაბრიელ ჰაინცე და ხოსე ანხელი დაიმატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა