"პარი სენ-ჟერმენმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 წლის არგენტინელი ხავიერ პასტორე კლუბმა ხუთი წლით გადაიბირა
შაბათს "პარი სენ-ჟერმენმა" სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე ლეონარდომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 წლის არგენტინელი ხავიერ პასტორე კლუბმა ხუთი წლით გადაიბირა. სამხრეთამერიკელმა 27-ე ნომერი აირჩია. ფეხბურთელის პრეზენტაცია დღეს "პარკ დე პრენსზე" გაიმართება.

ჩვენი გაზეთი ამ ამბავს "პარიზიენის" ინფორმაციაზე დაყრდნობით აქამდეც გადაწყვეტილად აცხადებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენებს წინა ვუსწრებდით. საქმე მხოლოდ ორიოდე დღეა, რაც საბოლოოდ მოგვარდა. სწორედ ეს მიზეზია, რომ პარიზელებმა ფეხბურთელი "ლორიანთან" პირველი ტურის მატჩში (1:0 სტუმართა სასარგებლოდ) ვერ დაიხმარეს. გარდა ამისა, კოპა ამერიკის შემდეგ მას პრაქტიკულად არ დაუსვენია. ანტუან კომბუარესა და ლეონარდოს საერთო გადაწყვეტილებით, ხავიერს ამის შანსი ახლა მიეცემა. შესაბამისად, ის კლუბს სექტემბრამდე ვერც დაეხმარება.

თავად პასტორემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და თავის პარიზულ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. იქამდე ის აცხადებდა, რომ სანამ ყველაფერი არ მოგვარდებოდა, იქამდე დუმილის უფლებას გამოიყენებდა. აი, რას ამბობს ფეხბურთელი "ეკიპთან" სახელდახელო ინტერვიუში:

"დიახ, ვიცი, რომ საფრანგეთის უმაღლესი ლიგა არც ისეთი ძლიერია, როგორც ინგლისის პრემიერლიგა ან ესპანეთის პრიმერა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს გადაწყვეტილება იყო უმნიშვნელოვანესი ჩემს კარიერაში. პსჟ "ჩელსის" რამდენიმე მიზეზის გამო ვარჩიე. მე და ჩემმა აგენტმა დიდხანს ვიმსჯელეთ, სიტუაცია კარგად ავწონ-დავწონეთ და მივხვდით, რომ ამ წუთას მჭირდებოდა გუნდი, სადაც თამაშის მეტი შანსი მექნებოდა. განვითარებისთვის ხომ პირველ გუნდში რეგულარული პრაქტიკა მჭირდება. ამის მეტი შანსი კი აშკარად პარიზში მქონდა. "სტემფორდ ბრიჯზე" არანაირი გარანტია არ მექნებოდა, რომ ხშირად სკამზე არ აღმოვჩნდებოდი. პსჟ-ში კი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს შესაძლებლობებში ყველას დავარწმუნებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა