ხვალ შუადღისას "უმცროსი ბორჯღალოსნები" 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით პირველ თამაშს გამართავს.

ისინი 4 მაისს, 16 საათზე, თბილისში, "ავჭალაზე", მოქმედ ჩემპიონ (და ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულს) საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ "უმცროს ლე ბლესთან" მოსამზადებელ ეტაპზე აქამდეც გვითამაშია, მაგრამ ყველა ჯერზე სტუმრად, თბილისში კი ამხანაგური მატჩის გასამართად პირველად ჩამოვიდა.

ერთხელ 2017 წელს, საქართველოში გამართულ ჩემპიონატში "უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელებს საფრანგეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და მაშინ სტუმრებმა 54:0 გაიმარჯვეს.

რადგან მომავალი თამაში მოსამზადებელი ხასიათისაა და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი კანდიდატის ხილვა სურთ, შეთანხმების საფუძველზე, "უმცროსი ბორჯღალოსნების" განაცხადში 37 მოთამაშე იქნება. მათგან 8 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. 24 მოთამაშე იქნება საფრანგეთის განაცხადში.

დასწრება თავისუფალია!

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

4 მაისი. თბილისი. ავჭალა. 16:00

საქართველო – საფრანგეთი

საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. სანდრო დარძულიძე (ლელო), 13. ლუკა კობაური (ლეუკატე), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ზურა ნინიძე (ბათუმი), 10. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 7. ანდრო დვალი (ლელო), 8. გიორგი გერგედავა (კლერმონი).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), 18. დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), 21. გიორგი სპენდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 24. ნიკა დუმბაძე (ბათუმი), სანდრო მესხიძე (არმია), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კეშელავა (არმია), ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), მათე ღურწკაია (ყოჩები), ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), ლუკა ჭაავა (აია), ნიკა აბესაძე (ლელო), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო), გიორგი გამყრელიძე (ყოჩები), ალექსი ზაზაძე (ხარები), შოთა ხელაძე (ლელო), შოთა მაღლაკელიძე (მათე).

Rugby.ge

სოსო
ბიჭები დიდ გამოცდილებას მიიღებენ!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
lequipe: საქართველოსთან სარგებელი ვერ ვნახეთ - ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებს" აღიარებენ და ბონუსს მისტირიან
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან 22:27 დამარცხდნენ
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიო გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ფრანგი თანატოლები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდნენ