გუშინ, ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში, კაცნაკლული "შტურმი" სახლში "ჰარტბერგთან" მარცხისგან ოთარ კიტეიშვილმა გატანილი გოლით იხსნა - 1:1. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გრაცული გუნდი "ზალცბურგს" 4 ქულით უსწრებს და თუ 12 მაისს ლინცში ლასკ-ს სძლია, ვადამდე მოიპოვებს ოქროს მედლებს და ოქროს დუბლსაც გაიფორმებს.

laola1-მა კიტეიშვილს წერილი მიუძღვნა, აღნიშნა, რომ "შტურმთან" კონტრაქტი მალე უმთავრდება და მისი გუნდში დარჩენა უმნიშვნელოვანესია, რამეთუ წარმატების გარანტიაა, ლიდერია მოედანსა და გასახდელში.

შეძლებს "შტურმი" "ქართველი მესის" შენარჩუნებას?

"სტატისტიკა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია "ათიანი" გუნდისთვის: 24 მატჩში 13 საგოლე მოქმედება ყველაფერზე მეტყველებს.

ის თვით "ჰარტბერგის" მწვრთნელმა მარკუს შოპმა შეაქო: "თქვენ იცით, როგორი გუნდია "შტურმი", რომელსაც შეუძლია მხოლოდ კიტეიშვილის კლასით გადამწყვეტი დარტყმის განხორციელება". თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები დევიდ შნეგმაც არ დაიშურა: "ეს პირველი და მეორე შემთხვევა როდია, როდესაც გადაგვარჩინა. მას ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. ყოველ მატჩში ბევრ სასიკეთოს აკეთებს".

28 წლის კიტეიშვილის დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა. ის "შტურმში" 2018 წლიდან თამაშობს და ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება. ამას გარდა, ევრო 2024-ზე თავის გამოჩენის და ყურადღების კიდევ უფრო მეტად მიქცევის შანსი აქვს.

ერთმა გარემოებამ შეიძლება გრაცში დატოვოს - ეს გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. თუ ჩემპიონები გახდებიან, ჩემპიონთა ლიგაზე ადგილი გარანტირებული ექნებათ. კითხვაზე, დარჩება თუ არა, ქართველმა პირდაპირი პასუხი არ გასცა: "ჩემპიონის ტიტულის მოგება მინდა, რაც აქამდე ვერ მოვახერხე. ეს ჩვენი ოცნებაა, რომელთანაც ახლოს ვართ. მომავალ ორ კვირაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ".

ასე რომ, ოთარის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, გახდებიან თუ არა ჩემპიონები და იასპარეზებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე. აგრეთვე - როგორ ითამაშებს ქართველი ევროპირველობაზე თავის ნაკრებთან ერთად და როგორი წინადადებებით მიმართავენ".

გიორგი
რივალდო…
ზიზ
მესისთან შედარება "ცოტა" გადაჭარბებულია ;), მაგრამ ავსტრიის ჩემპიონატს მისი კლასი 100%-ით აღემატება. მიუხედავად ამისა, მაინც აქ ჯობია დარჩენა: გარანტირებული ადგილი ძირითადში (ტრამვას მოიშუშებს თუ არა ძირითადშია), ყოველ წელს მაღალი საპრიზო ადგილი ან ტიტული, და გარანტირებული ევროტურნირი (წელს ჩემპიონთა ლიგა) - ამაზე ქართველი ფეხბურთელები ოცნებობენ!
გელა2
პელე.მარადონა.მესი.რონალდო.ზიდანი.რონალდინიო....ერთად აღებული საოცრება....
simartle
კიტე და ბუდუ ნაღდად იმსახურებენ ბუნდესლიგის წამყვან ან თუნდაც საშუალო დონის კლუბებში თამაშს

კიტე უფრო მეტს იმსახურებს ვიდრე შტურმია,ქართველი ლუკა მოდრიჩი!!
დავითი
მესი )))
გიორგი
ყოჩაღ, ოთარ. ძალიან სასიამოვნოა ქართველ ფეხბურთელზე ასეთი შეფასებების მოსმენა.
სოსო
სტატია კარგად არის ჩამოყალიბებული.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ