რამაზ ზოიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ლიცენზიანტი შეემატა. ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს, ოლიმპიური საგზური მოიპოვა რამაზ ზოიძემ, რომელსაც მიზნის მისაღწევად მხოლოდ ტურნირის ფინალში გასვლა მოეთხოვებოდა.

პარიზის საგზურებისთვის ბრძოლას საქართველოს ნაკრები ხუთ - 60, 67, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეუდგა.

პირველმა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანმა რამაზ ზოიძემ (67 კგ). ქართველმა ფალავანმა ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად მოუგო ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს, შვედ და ყაზახ მეტოქეებს, ნახევარფინალში კი ჩინელი ლეი ლი სუფთად დაამარცხა და მისთვის მეორე ოლიმპიური საგზური დაისაკუთრა.

ოლიმპიური საგზურისკენ მიმავალი გზა გაირთულა იური ლომაძემ (77 კგ), რომელმაც ნახევარფინალამდე სამი შეხვედრა ჩაატარა. იოლი გამარჯვებები მოიპოვა დანიელ, ინდოელ და სერბ მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ სამწუხაროდ, მომდევნო შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის (რუსეთი) წარმომადგენელ სერგეი კუტუზოვთან 2-5 დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელს ერთი შანსიც რჩება. საამისოდ 10 მაისს ჯერ მესამე ადგილის დაკავებაა აუცილებელი, შემდეგ კი ასევე მეორე მესამეადგილოსანთან გამარჯვება.

ასეთივე გზა გაიარა ლაშა გობაძემ (87 კგ). მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა კუბელი, სომეხი და ნიდერლანდელი მეტოქეები, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს შეხვდა და 1-4 წააგო, თუმცა მასაც, როგორც ლომაძეს, მესამე ადგილისთვის შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა. მოგების შემთხვევაში გობაძეს კიდევ ერთი შეხვედრა მოუწევს, სადაც გამოვლინდება წონის ბოლო ლიცენზიანტი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორი ლიცენზიანტი ჰყავს - რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ).

სამწუხაროდ, დღესვე სტამბოლის სალიცენზიო ტურნირს ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).

ცნობისთვის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ექვსიდან ოთხ - 67, 87, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა