ბოლო პერიოდში ფრანგული პრესა აქტიურად იუწყება, რომ "პარი სენ ჟერმენს" კილიან მბაპეს შემცვლელად "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს.

გასულ კვირას ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა და მხარეებმა ახალი ხელშეკრულების დეტალები განიხილეს.

Footmercato-ს ცნობით, დე ლაურენტისი ჯუღელის მოთხოვნებს დათანხმდა და ქართველის ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება.

"პსჟ "კვარას" სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის გადახდას აპირებს, რასაც "ნაპოლი" მოითხოვს, ასევე ფეხბურთელს ბევრად დიდ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე ახლა "პარტენოპეიში" გამოიმუშავებს.

თავის მხრივ, აურელიომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვიჩას ხელფასი 6 მილიონ ევრომდე გაუზარდოს და ახალ ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაიწეროს. ეს ფაქტი "კვარას" მსურველებისთვის ყველაფერს ნათელს გახდის, "პარტენოპეი" კი ყველანაირად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება", - წერს გამოცემა.

აჩი
იტალიაში ყველა შემთხვევაში საუკეთესო 5 ფეხბურთელშია. 1 მილიონად სტიმულის გარეშე, ამეზე მეტის მოთხოვნა უაზრობაა!
აჩი
თუ ოსიმენის გამოსასყიდი 130 მილიონია, ხელფასი 10, კვარას გამოსასყიდი თუ 150 იქნება ხელფასიც შესაბამისი უნდა იყოს.
სოსო
ეს იმას ნიშნავს,რომ კვარას,ვერავინ იყიდის,დე ლაურენტისის სურვილის გარეშე.არ დააკლებს ფასს და მორჩა ბაზარი.ამიტომ არ უნდა დაეთანხმოს,მაგ პირობებს.
ტელემაყურებელი
ამდენ ვარაუდებს ტრანსფერი ესე ოსიმენი ისე კვარა მასე! ოსიმენი კვარას ასი თავით სჯობია! ოსიმენი თუ გაყიდა რაც დიიდი შეცდომა იქნება ლაურენტისის მაშინ კვარამ უნდა იტვირთოს ცხრატომიანი გინება ნაპოლის მაყურებლების! რა ხელფასი რის მომატება პსჟ-ში ვის რად უნდა ფორმიდან დაცლილი ერთი უბრალო || თანრიგის ფეხბურთელი რასაც ეხლა ვხედავ! ევრო ჩემპიონატზე ესეთი ფორმით?!! რა ვიცი იქნებ ჯანს ინახავს და ლაურენტისი უთანაგრძნობს! ნეტამც! ოსიმენის წასვლა და არაქათის დაკარგვა იქნება ნაპოლისთვის! კვარას ლაურენტისი დააკვირდება და თუ ხვიჩა ძველებურად სასარგებლო მოსავალს აიღებს ევროზე?!! უკვე ოოო! მაშინ მოუწევს ლაურენტისს ქისაზე ხელის ღრმად გაკვრა! ოსიმენი ,, ნეგრია,, და თავის ტექნიკის ხარჯზე აღწევს რასაც აღწევს კვარას ასჯერ მეტი კომფორტი აქვს! კვარა ევროზე!!!!
ლაშა
ერთია რა სურთ ოსიმენს და კვარაცხელიას,მათ აგენტებს და მეორეა რეალობა.რეალობა შემდეგია არცერთი და არც მეორე არც 10 და მითუმეტეს არც 15 მილიონს ხელფას არ იმსახურებს.
Რაგბის ფანი
გამოსასყიდად 150 მილიონის ჩაწერა ნიშნავს ფეხბურთელისთვის პერსპექტივის მოკვლას!
ტაბუ
ზღაპარ-იყო, ზღაპარ-იყო…
რობი
ხო არაა ლოგიკას მოკლებული
G.B. London
ფეხბურთელის კარიერა ძალიან არახანგრძლივია,ტოპ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელის კი, უფრო მოკლე და თანაც აუცილებელი პირობით,რომ ტოპ გუნდში უნდა თამაშობდეს.ერთეულები აღწევენ,ათ და მეტ წელს თამაშს ,მაღალი ანაზღაურებით,ერთი სერიოზული ტრამვა და ყველაფრი წყალს გაეტანება.ნაპოლი,მინიმუმ ერთი წელი ევროტურნირებს ჩამოაშორეს ესეც ფიფთი-ფიფთი,შესაძლოა გაცილებით მეტიც,ქართველს გუნდში,ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს,გარდა, ნაპოლის მიერ სხვა გუნდებში გასხვისებული ფეხბურთელებისა,თუმცა სხვა ფეხბუტთელებზე არა ნაკლებ იტვირთება თამაშებით.ოსიმჰხენს რვანახევარჯერ მეტი ანაზღაურება აქვს,და მოითხოვა თუ არ მისმა აგენტმა მომატება,თებერვალშივე მოუმატა გუნდმა,ქართველს კი ჩემპიონატის ბოლომდე გადაუდეს ანაზღაურების მომატება,თუმცა გუნდის ერთ ერთი ლიდერია,ეს,აშკარად დაუფასებლომაა ქართველის გარჯის, გსხვებთან შედარებით.არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათახმება,თამაშის ვადების გაზრდის თუნდაც ოცდა რვაწლამე , მისი დარჩენისა,ნაპილიში,ახალ ხელშეკრულებისას,ხელფასის მომატება კი ,რასაც,რამდენსაც ლაურენტისი გადასწყვეტს ,ისე იქნება,არც მეტი და არც ნაკლები,ოცდაშვიდიწლის ჩათვლით კი სუსტი ხელშეკრულება აქვს ქართულ მხარეს,სიტყვიერი დაპირებები კი,პრემიალურებზე თუ სხვა დივიდენდების მომატებაზე რაფერს ნიშნავს,ტყვილი-ჰაერის რხევაა, და პატრონის განწყობაზეა ...ქართული ანდაზისამებრ:აცე ვირო გაზაფხულზე იონჯა ამოვაო,...გათვლილი!
ჟორა გაბრიჭიძე
იცით აქ რა ხდება? ლავრენტი იმ ფეხბურთელებს (კვარა და ოსიმენი) უნიშნავს დიდ ხელფასს და გამოსასყიდ თანხას ადებს დიდს, რომლებსაც ყიდის. მე ღრმაგ ვარ დარწმუნებული, რომ ოსიმენი დღეს იგივე ხელფასს იღებს, რასაც მანამდე იღებდა. მაშინ რად უნდათ ეს აფიორა? იმიტომ, რომ ოსიმენი გასაყიდი ფეხბურთელია და ლავრენტის ინტერესებშია მას დიდი გამოსასყიდი ფასი დაადოს, მაგრამ ოსიმენი ამაზე თანახმა უნდა იყოს. ოსიმენი, რომ თანახმა იყოს, მასაც უნდა დაინტერესება, მაგის ინტერესებში კი შედის, რომ ახალ კლუბში დიდი ხელფასი მოითხივოს, იქ კი დიდ ხელფასს მაშინ მოითხოვ თუ აქ დიდი ხელფასი გაქვს. თუ ოსი ნაპოლში 5 მილიონს იღებს სხვაგან 10-ზე მეტის მოთხოვნა, დიდი ღორობაა, ამიტომ ჭირდება, რომ მას ნაპოლში 10 მილიონი ჰქონდეს, რომ ახალ გუნდში 15 მილიონის მოთხოვნის მორალური უფლება ჰქონდეს და სწორიც იქნება, ამ დროს 10-ზე მეტი ყველამ უნდა შესთავაზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს გადახდას? ასეა კვარას საქმეც. ერთ მილიონიანი ხელფასის მქონე კაცი ახალ გუნდში უცებ 10 მილიონს ვერ მოითხოვ, ხოლო თუ 6_7 მილიონი გაქვს 12-საც მოითხოვ. ასე, რომ ამ დროს ხელი ხელს ბანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინ ოხერი დაუნიშნავდა ოსიმენს 10 მილიონიან ხელფასს? თუ ფული გადასყრელი არ გაქვს?
TТ
ომი რომ არ დაეწყო რუსეთს - ახლაც რუსეთში ეყოლებოდა ჯუღელს კვარაცხელია.
კნოპსი
სად იპოვა ეს სულელი. ნაპოლიში მოუწევს მთელი ცხოვრების გატარება.
ბესო
ნაპოლი კარგი იყო ევროპაში წასასვლელად და პირველ გუნდად...ახლა ეს ეტაპი განვლილია, გუნდი , ფაქტიურად, აღარ არსებობს , ნარჩენებიც გაქცევას ცდილობენ-ოსიმენისა და ზელენსკის წასვლა გადაწყვეტილია, დი ლორენცო და ლობოტკაც დიდი ალბათობით წავლენ...მათი წასვლის შემდეგ ისედაც დაშლილი მთელი გუნდი ხვიჩამ უნდა ათრიოს? მადლიერი ჰყავს ვინმე? ადვილია ქართველი კვარას, ნიგერიელი ოსიმენის, სლოვაკი ლობოტკას და სხვა არაიტალიელი ფეხბურთელების დადანაშაულება ნაპოლის უვარგის თამაშში, მაგრამ მხოლოდ ერთმა ფედერემ გაბედა და სიმართლე თქვა - ნაპოლის განადგურება ლაურენტესის დამსახურებააო...ჰოდა, ხვიჩა, ძამი, შენი საქმის შენ იცი, თუ გინდა დარჩი იტალიაში, ნაპოლი კაი 30 წელი კიდევ ვერ ითამაშებს კარგ ფეხბურთს, რაის 150 მილიონი, შენ მაგ ბანძ გუნდში რაც გაქვს, იმასაც დაკარგავ ...რა, მამელუქად გყიდულობს ლაურენტესი? ფეხბურთელის ასაკი რომ უსაზღვრო არ არის, ჩემზე კარგად იცი...
ყოფილი კომუნისტი
ეგრე იქნება.მომავალი რუბლისაა
კონსტანტინე
გაისად ისეთი ინფლიაცია გველოდება, რომ 150 მილიონი დოლარი ბევრს უკვარაცხელიოდ დაეკარგება. ასე რომ, დაველოდოთ ზაფხულს.
ირმას, ისე ბიჭო! გოგოს სახელით რატომ შემოდიხარ?
სამში, არა ხარ ფეხბურთის!

თითქმის ორჯერ? 8-ჯერ ნაკლები აქვს ხელფასი კვარას :D 12,8 მილიონი აქვს ოსიმენს და კვარას 1.5
ლაშას
150 მილიონს კვარაში ვინ გადაიხდის? ობიექტურად რომ შევაფასოთ ,ბევრი რაღაცაა რაშუც მოსამატებელი აქვს, როგორც ფსიქოლოგიორ ისე ფიზიკურ გამძლეობაში,ტექნიკური წუნიც ბევრი აქვს.თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ დრიბლინგი არ არის.
DDDSSS
ოსიმენზე თითქმის ორჯერ ნაკლები ხელფასი ექნება მაინც. როგორმე უნდა წავიდეს. როგორც პაპაჩემი ვეღარ დადგება ფეხზე, ისე ვერ დადგება ნაპოლი ოდესმე ფეხზე. მთლიანად შესაცვლელია დაცვა და შუახაზი.
ირმა
ძალიან ცნობილ ფეხბურთელებს დედა ან და ან ვიღაც ახლობელი ყავთ აგენტებად, სანდო რომ იყოს და ამ კვარაცხელიას არავინ ყავს თავისიანი, მასზე მზრუნველი და არა ფულს დახარბებული ვიღაც აგენტი.
რონი
სად გადაეყარე ხვიჩა ამ რუსეთში გათქვეფილ განგსტერს??? ამ გარიგებაში ჩაიჯიბა ჯურელამ მაყუთი და გაქუსლა რუსეთში დასახარჯად
ჩოპე-ს
ჰო, სპალეტი ნაპოლიდან გულდაწყვეტილი რომ მიდიოდა, იმას ამბობდა - მე ვანჩოპესგან მეწყინა დაუფასებლობა, თორემ, ლაურენტისი რა უვარგისიცაა, ეგ ვიციო. :))
რეალობა
6 მილიონი ევრო ამ ეტაპზე ხვიჩას აწყობს, როგორც ჩანს. კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა რომ ჩაიწერება, ესეც კარგია. ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო თუ ჩაიწერება, ეს არ ნიშნავს, რომ აურელიო 100 მილიონად არ გაყიდის. ეს 150 უბრალოდ საწყისი ფასია ვაჭრობის პროცესში.
სოსო
ორმა თაღლითმა წაუგებელი პარტია გაითამაშეს.ასეთი დამოკიდებულების გამო,აღარც პსჟ წაიყვანს და ნაპოლიში ჩაალპობენ,ხვიჩას ტალანტს.მერე,შეიძლება ხელფასის დაკლებაც კი მოსთხოვოს.მთლიანად დე ლაურენტისის ინტერესები შესრულდა.
ლაშა
ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ 28 წლამდე ნაპოლიში დარჩება. გამოსასყიდს თუ ეხლაც გადაიხდიან გუნდი ვეღარ წავა წინააღმდეგ თუ ფეხბურთელის სურვილი იქნება
ირაკლი
პსჯ ხო რას ამბობ უმაღლესი ფონის გუნდია
გივი_ჩვენ_ვართ
როგორც დრის მერტენსი გააფუჭა, ნაპოლიმ. 8 წელი რომ ნაპოლიში ჰყავდათ, ეგრე უპირებენ კვარას, უნდა წავიდეს ამ სეზონის ბოლო .
SellforRICHS
მეტი ხელფასი და ისევ ამ ნაპოლიში დარჩენა მომგებიანი სიტუაციაა?
გიო
აბა დარჩენილა ნაპოლიში და ეგაა.ევროპული საზომით საშუალოზე დაბალ გუნდში.28 წლის ვინგერს კიდე არცერთი გრანდი არ დაიმატებს,იქამდე კიდე 150 მილიონის გადამხდელი არავინ იქნება.
ვანჩოპე
კვარა ლივერპულში მინდა. ან მინიმუს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ნორმალურ გუნდში მაინც. ან მწვრთნელი მოუყვანონ ნორმალური. შარშან სპალეტი ვერ დავაფასეთ. მისი წასვლის შემდეგ გამოჩნდა რომ უდიდესი მწვრთნელი ყოფილა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
"იუვენტუსში" მყავს ფეხბურთელი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მახსენებს" - ლუჩანო სპალეტი
"ნაპოლი" ჩემი ბოლო იტალიური კლუბი იქნება" - სპალეტიმ ახსნა, ამ სიტყვების მერე რატომ ჩაიბარა "იუვენტუსი" და მისი ტატუს მნიშვნელობაზეც ისაუბრა
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს - ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. "კვარა" გადარჩა, ჰაკიმი - ვერა
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
დე ლაურენტისი: ტიფოზებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ - ულტრასების უმეტესობა კანონდამრღვევია
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
"ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს" - ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
"ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია" - ლუჩანო "ნაპოლის" კაპიტანს ართმევს?
"სხვა არჩევანი არ გვაქვს... რაც შეეხება ნოიერს..." - კვარაცხელიას კომენტარი "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ