საქართველოს ნაკრებმა ესტონეთის საერთაშორისო ტურნირი 7 აგვისტოს შვედეთთან მატჩში მოგებით 82:74 დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა ესტონეთის საერთაშორისო ტურნირი 7 აგვისტოს შვედეთთან მატჩით დაასრულა. საშუალება გვქონდა პირდაპირ ეთერში გვეხილა ესტონეთთან დაპირისპირება, დანარჩენი ორი მატჩისა კი მხოლოდ ქრონოლოგია და ოქმი მოგვეპოვება.

თუმცა ეს ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრებზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი იმ შემადგენლობას დაეყრდნობა, რომელიც ნაკრებში შარშან თამაშობდა.

გამთამაშებლის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში გიორგი ცინცაძეა, რომელიც შარშანდელთან შედარებით უკეთეს კონდიციებში ჩანს. მის შემცვლელად წლეულსაც ლაშა გამყრელიძეა, რომელსაც ესტონეთთან მატჩში ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

მსროლელის ამპლუაში მარკიზ ჰეინსი და მანუჩარ მარკოიშვილი არიან. ეს პოზიცია ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოა. კარგია ისიც, რომ, როგორც ჰეინსს, ასევე მარკოიშვილს შეუძლიათ როგორც გამთამაშებლის ფუნქციის შესრულება, ასევე - მსუბუქი ფორვარდის. ასე რომ, მწვრთნელს ვარირების საშუალება მიეცემა.

ვიქტორ სანიკიძეს მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში, მაგრამ ესტონეთში ძირითადად მსუბუქი თავდამსხმელის ამპლუაში ირჯებოდა და, სავარაუდოდ, ევრობასკეტზეც ასე იქნება. ვიქტორს ღირსეული შემცვლელი ჰყავს - თორნიკე შენგელია, რომელიც ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულს სათანადო კონდიციებში შეუერთდა და იმ დროში, რასაც მას მწვრთნელი აძლევს, მაქსიმუმს აკეთებს.

მძიმე ფორვარდის ამპლუაში სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა ვლადიმერ ბოისა. ესტონეთში ნიკა ცქიტიშვილიც ამ პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა ისიც უნივერსალია და შეუძლია მესამე ნომრად თამაშიც. სხვათა შორის, ესტონეთთან მატჩის ერთ ეპიზოდში საქართველოს ნაკრებში ერთი ცენტრიც არ თამაშობდა. მწვრთნელს აქცენტი სწრაფ მოქმედებებზე ჰქონდა გადატანილი და ცენტრის ფუნქციებსაც ცქიტო ასრულებდა.

მივადექით მეფარეებს. გასული სეზონის შემდეგ ნაკრებში ბევრი არაფერი შეცვლილა: ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულიაა, მისი შემცვლელი - გიორგი შერმადინი. მათი შიშით მეტოქეები ქართველთა ფარქვეშ შესვლას ერიდებოდნენ. ესტონელებმა ამიტომაც ააწყეს თამაში პერიმეტრზე და სამქულიანებით გვაჯობეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ტალინის ტურნირი ასე შეაფასა:

- ჩემთვის შედეგს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. ერთადერთი, რისთვისაც ამ შეჯიბრებაში ვიღვწოდით, გუნდის წევრების შეთამაშება და კომბინაციების სრულყოფა იყო. მიხარია, რომ ამ მხრივ ყველაფერი წინ მიდის. საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, რაც ესტონეთის ტურნირმა კარგად გამოაჩინა. ავსტრიაში კმაყოფილი ვბრუნდებით და მოსამზადებელ პროცესს გავაგრძელებთ, რის შემდეგაც უკვე ჰოლანდიის ტურნირი გველის. ვეცდებით, ის მატჩებიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს და ევროპის ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

ესტონეთიდან ქართველები ავსტრიაში გადავიდნენ, ხოლო 10 აგვისტოს ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმებიან.

5 აგვისტო

ესტონეთი-საქართველო 82:75

შვედეთი-ისტ კოასტი (NCAA) 77:78

6 აგვისტო

საქართველო-ისტ კოასტი (NCAA) 98:81

ესტონეთი-შვედეთი 65:60

7 აგვისტო

საქართველო-შვედეთი 82:74

ესტონეთი-ისტ კოასტი (NCAA) 75:64

გუნდი თ მ წ ქ

1. ესტონეთი 3 3 0 6

2. საქართველო 3 2 1 5

3. NCAA-ს ნაკრები 3 1 2 4

4. შვედეთი 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა