გიორგი შერმადინი, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ტრავმის გამო დასრულდა, ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობას ესპანეთის ჩემპიონატის კლუბების მწვრთნელები, მოთამაშეები, მასმედიის წარმომადგენლები და ქომაგები იღებდნენ, დღეს გახდა ცნობილი.

შედეგად, გაირკვა, რომ სიმბოლურ ხუთეულში, შერმადინის გარდა, ფაკუ კამპაცო (რეალი), ანდრეს ფელისი (ხუვენტუდი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია) და დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) მოხვდნენ.

“შერმადინი სეზონის განმავლობაში მე-2 იყო ზუსტ ორქულიანებში (70.3%), მე-5 – ჩატენვებში (1.3) და ასევე მე-5 – გამომუშავებულ ფოლებში (4.6). ქართველი კალათბურთელი 2-ჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, 4-ჯერ კი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს. მისი საშუალო მაჩვენებლები (32 მატჩში) 12.0 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.4 პასი, 0.8 დაფარება და 0.5 ჩაჭრა იყო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17.7-ს გაუტოლდა. შერმადინს საუკეთესო მატჩი "ბილბაოსთან" ჰქონდა, როდესაც 25 ქულა (7-დან 7 საჯარიმო, 10-დან 9 ორქულიანი), 5 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 43-ს გაუტოლდა”, – წერს ACB ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალშია გასული, სადაც "ბარსელონასთან" დაპირისპირება ელის. სერია 19 მაისს აიღებს სტარტს, თუმცა, ცნობილია, რომ შერმადინი მოახლოებულ მატჩებს ტრავმის გამო დააკლდება.

აღნიშნული გამოკითხვის მიზანი ასევე სეზონის MVP-ის გამოვლენაა, რისი შანსიც ქართველ ცენტრსაც აქვს. ეს ტუტული შერმადინს ორჯერ აქვს მოგებული, თუმცა წლეულს არანაკლებ კარგი სტატისტიკა ჰქონდა და როგორც ხედავთ, გამოკითხვაში მინიმუმ ხუთეულში მოხვდა.

GBF.GE

სამაჩაბლოელი
როგორ მივცეთ ხმა??ეგეც დაგეწერათ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში