ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე გუშინ მე-3 ტურის პარტიები გაიმართა, სადაც წარმატებით ქართველმა მიხეილ მჭედლიშვილმა იასპარეზა
ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე გუშინ მე-3 ტურის პარტიები გაიმართა. წარმატებით ითამაშა თბილისელმა მიხეილ მჭედლიშვილმა (2618), რომელმაც შავი ფიგურებით ევროპის ექსჩემპიონი ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2700) დაამარცხა და უდანაკარგოდ მეწინავეთა შორისაა.

ორ-ორქულიანთაგან ექვსიდან 5 შეხვედრა შედეგიანად დასრულდა: ბულგარელმა ივან ჩეპარინოვმა (2669) ქართველების ჯავრი იყარა ესპანელ ფრანცისკო ვალეხოზე (2724) 1:0, ამ უკანასკნელმა პირველ-ორ ტურში ბაჩანა მორჩიაშვილსა და თორნიკე სანიკიძეს სძლია. ევგენი რომანოვი (რუსეთი, 2624)-ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2711) 1:0, ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2622)-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2696) 0,5:0,5, სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი, 2689)-ანარ ალახვერდიევი (აზერბაიჯანი, 2421) 1:0, სერგეი ვოლკოვი (რუსეთი, 2607)-ლაზარო ბატისტა ბრუზონი (კუბა, 2673) 0:1.

ტურნირში, მჭედლიშვილის გარდა, კიდევ 7 მოჭადრაკე მონაწილეობს: ჰოუია იდანი (ირანი)-მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5, თორნიკე სანიკიძე-ნიჯათ აგაევი (აზერბაიჯანი)-1:0, შაჰრიარ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)-გიგა ყუფარაძე 0:1, დავით მაღალაშვილი-ალიზამინ ჯაფარლი (აზერბაიჯანი)-1:0, მარი ქურიად ჰოუია (ირანი)-სალომე მელია 0,5:0,5, ბაჩანა მორჩიაშვილი-მუშვიგ ასგაროვი (აზერბაიჯანი) 0:1, გაიოზ ნიგალიძე-რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) 0:1.

სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს მჭედლიშვილმა, ბრუზონმა, ჟიგალკომ, ჩეპარინოვმა და რომანოვმა. მათ ნახევარ-ნახევარი ქულით 5 მოჭადრაკე ჩამორჩება. ქართველთა მონაგარი კი ასეთია: სანიკიძე, ყუფარაძე, მაღალაშვილი, გაგუნაშვილი-2-2, ნიგალიძე-1,5, მელია-0,5, მორჩიაშვილი-0 ქულა.

დღეს მე-4 ტურში ითამაშებენ: მჭედლიშვილი-ჟიგალკო, ბრუზონი-ჩეპარინოვი, მამედიაროვი-რომანოვი... გაგუნაშვილი-რზაევი, აგარაგიმოვი-სანიკიძე, ყუფარაძე-იდანი, რაჰმანოვი-მაღალაშვილი, მამედოვი-ნიგალიძე, მელია-ბათუჰან დასტანი, ტურკან მამედიაროვა-მორჩიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა