"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმ პრესკონფერენციაზე გუნდის მომავალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი:

"ჩემგან ახალი ამბების გაგება გინდათ, თუმცა ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით. უფრო მეტს 31 მაისის შემდეგ გამცნობთ. უკვე იცით, რომ ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა გვეყოლება და ერთად ვიმუშავებთ. იმედგაცრუებული არ ვარ, დანებებას არასოდეს არ ვაპირებდი.

იყო შეცდომები, მაგრამ მოდით, ეს გვერდი გადავფურცლოთ. კინოშიც მქონია შემთხვევები, როდესაც ყველაფერი სასურველად არ წარიმართა. მოპოვებული სკუდეტო ჩემი სიამაყეა. გუნდის გასაძლიერებლად მილიონები დავხარჯე, შემეძლო მეთქვა, რომ საკმარისია, მაგრამ ამის ნაცვლად იანვარში ისევ შევიძინე ფეხბურთელები. სამწუხაროდ, მივხვდი, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ჩემი ინიციატივით მხოლოდ სირილ ნგონჟი დავიმატეთ, სხვები მე არ ამირჩევია.

არცერთი ფეხბურთელი არაა ხელშეუხებელი, თუმცა უნდა ვნახოთ, ვინ გეგმავს მათ შეძენას. კვარაცხელია? ის მე აღმოვაჩინე, კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და თავს მშვიდად ვგრძნობ. როდესაც "კვარა" ავიყვანეთ, მას არავინ არ იცნობდა, შემდეგ კი კერპი გახდა. ხელშეკრულების პირობები შესრულებული უნდა იყოს.

დაშვებული შეცდომების განმეორება არ მომიწევს. ეს კრისტიან ჯუნტოლის "იუვენტუსში" წასვლას შეეხება, რაც ლუჩანო სპალეტიმ დაგვიანებით მაცნობა. მეტად არავის დატოვებას არ ვაპირებ. ვინჩენცო იტალიანო გადმოსასვლელად მზად იყო, მაგრამ "ფიორენტინასთან" გამომშვიდობებაზე საბოლოოდ უარი თქვა. ტიაგო მოტა არ დაგვთანხმდა. იგორ ტუდორმა ორწლინი კონტრაქტი მოითხოვა და უარით გავისტუმრე. შეიძლება რუდი გარსიას გაშვება საჭირო არ იყო.

ახალი სტადიონის მშენებლობას არ ვაპირებ. დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქრო და არა ევროპის 2032 წლის ჩემპიონატზე. არქიტექტორებს ვესაუბრე და "დიეგო მარადონას" რეკონსტრუქცია განვიხილეთ, რასაც ორი წელი დასჭირდება. ამ არენაზე ისეთივე თანხას ვხარჯავ, რამდენსაც პსჟ "პარკ დე პრენსზე". დავიღალე. ასაკის გამო - არა. სექტემბრიდან ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობას დავიწყებ".

Pepelu
ბრავო საქართველო!!! დღევანდელი დღით საქართველომ საკუთარი ადგილის დამკვიდრება დაიწყო!!!!!!!! და წერტილი!!!! ევროპაში და ევროპისკავშირში აუცილებლად!!! ორივე ფეხით, ცხელი გულით და რაც მთავარია ქართული ქრისტიანული ფასეულობებით!!!!!!!!!!! დიდება საქართველოს!!!!!
სოსო
ფანს.კვარამ უკვე დაამტკიცა,რამდენი შეუძლია.მსურველებს,მხოლოდ გამოსასყიდი აფერხებთ.თვითონ დე ლაურენტისი,3-4 მილიონს სთავაზობს და ესეც წლინახევრის დაგვიანებით.ხვიჩას სრული უფლება აქვს,შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი და გაშვება მოითხოვოს.ნაკრებში კარგად ითამაშოს,მაგრამ ნაპოლიში თავი არ მოიკლას და როცა დე ლაურენტისი ნახავს, რომ არაფერში აღარ ადგება,სხვა რა გზა დარჩება,იაფად გაყიდვის გარდა?დე ლაურენტისი უნამუსოდ ექცევა და ხვიჩას, მორალურად ყველაფრის უფლება აქვს.დღეს ვიდეო ვნახე,ბარსელონას ფეხბურთელების ხელფასებზე.დე იონგს 37 მილიონი აქვს,ხელფასი,ლევანდოვსკის,30 მილიონზე მეტი.რა დარჩენია ნეაპოლში?ჯუღელი,უფრო დე ლაურენტისის ამფსონია და ისიც უნდა მოიშოროს,წესით.არ არის ეგ კაცი,ევროპის ქვეყნებისათვის მომზადებული და მხოლოდ საქმეს უფუჭებს.
fani
აკი აქამდე ჩემმა შვილმა აღმოაჩინაო?! ახლა შვილიც გვერდზე გაწია და "ექსკლუზივი" მიისაკუთრა
pablo-s
"ფაიზაღი" დაწერე, რასაც მე მხოლოდ ერთს დავამატებდი: ჯუღელს რომ ნამუსის ნატამალი მაინც ჰქონდეს, თავად ეტყოდა კვარაცხელიების ოჯახს, ხვიჩა უკვე სხვა სიმაღლეზეა და რადგან მე შეცდომები დავუშვი მისი კონტრაქტის გაფორმებისას, სჯობს ევროპელი აგენტი მოუნახოთო. თუმცა, როდის იყო "ღრუზინული" ბუნების ადამიანს ევროპული შეგნება ჰქონოდა...
fani
ყველაფერში გეთანხმები მაგრამ შენს ერთ ფრაზასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა: "როგორ დააღწიოს თავი ამ კლუბს?"
სიმართლე
მოაშორეთ ჯუღელი - კვარას უღელი!
სოსო
მშვენიერი ანალიზია,ვერაფერში შეედავები და მაინც დისლაიქები!ერთადერთი სურვილი აქვთ,კვარა დათრგუნონ და ნაკრებშიც კარგად ვერ ითამაშოს.სხვანაირად როგორ ავხსნათ?
Kvara
გარეთ გაიხედეთ კარგად! აი საქართველო და ქართველები..... გენაცვალე ჩემო სამშობლო!!! ოჯახებს დაგილოცავთ ყველას!!!
dato
როგორც აურელიოს კომენტარიდან ჩანს ნაპოლის მწვრთნერლად პიოლის დანიშვნა გადაწყვეტილია, ხოლო კონტე მილანში.
ILO
მაინც ვერ ვხვდები, რაში შეიძლება გამოადგეს კვარას ეს სადღეგრძელო- კომენტები და უსაგნო ქება-დიდება. საერთოდ ცხოვრებაში და განსაკუთრებით კი სპორტში მარადიული არაფერია. უდავოა თუ განსაკუთრებულოდაზე ანუ ვასკვლავ ფეხბურთელელობაზე პრეტენზია გაქვს,ბუნებრივია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფები და ყველა თამაშზე გიწევს საკუთარი სტატუსის დამტკიცება.... 2022 წლის შემოდგომაზე მის მიერ ნაჩვენები ის ფანტასტიკური შედეგი უკვე ისტორიაა და დღეს ნაკლებად აინტერესებს ვინმეს,რადგანაც გარეთ უკვე 2024 წელია და ნაპოლიც ჩემპიონი კი არა სერიას 10-ეულის ბოლოშია, კვარას რეგრესიც გვინდა არ გვინდა სახეზეა და ინტერესიც მის მიმართ, როგორც ჩანს ნაკლებია-ამიტომაც ამბობს ასე აგდებით ეს გაიძვერა პატრონი-ვნახოთ თუ ვინმე გეგმავს მის შეძენასო, თუ არადა მშვიდათ ვარო....ისედაც ჩალის ფასად მყავს ნაყიდიოო და 2027 წლამდე ჩემიაო....ისე მგონია რომ კვარამ ეხლა საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოს,ხელფასსა და კონტრაქტზე საერთოდ არ უნდა იფიქროს და შეეცადოს როგორმე მიუახლოვდეს იმ კონდიციებს რისი თამასაც მან თვითონვე დაუწესა საკუთარ თავს.... თორემ რა გამოდის, როგორც გვჯერავს, რომ თუ შარშან ნაპოლი ჩემპიონი კვარას დამსახურებით გახლდა წლევანდელი ჩავარდნაც, ლოგიკურად მისი ბრალი გამოდის, შარშან სამჯერ გახლდა თვის საუკვეთესო-წელს არც ერთხელ, შარშან ჩ/ლიგაზე ლიველპოლთან იფრინა-როგორც დამწყებმა საერთოდ ლიგაზე ორი გოლი შეაგდო-წელს 8 თამაში 0 გოლი და უსუსური მატჩები რეალთან და ბასრასთან...ასე რომ ამ პატივსაცემ საიტზე რაც არ უნდა ვასკვლავი,სუპერვასკვლავი, მეგავასკვლავი თუ სერიას გასული წლის საუკვეთესო და ლიგიგის გასული წლის საუკვეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ეს ყველაფერი მაინც გასულ წელს იყო და დღეს ახლოსაც არ არის იმასთან რაც იყო, ხოლო რა იქნება ხვალ ღმერთმა უწყის.... ამასთან ხვიჩა თავისი ტალანტით, გამოკვეთილად იდივიდუალისტი ფეხბურთელია და გუნდური თამაში ნაკლებათ ეხერხება, მისთვის მართლაც ზედგამოჭრილი იქნებოდა რეალის, ბარსელონას ან კიდევ სიტისა და ბაიერის შემადგენლობაში თამაში- როცა გუნდი საათივითაა აწყობილი და ნებისმიერ მეტოქეს ბდღვნის, სხვა შემთხვევაში, როცა მეტოქე შენზე კლასით ძლიერია, როცა საჭიროა გუნდს ულიდერო, სხვები აიყოლიო და შედეგი ასე ვთქვად მარტოდ დადო,რაც ვასკვლავის აუცილებელი უნარია......ხო და, კი ვნახეთ რა გამოუვიდა წელს ნაპოლიში....
ზვიადი
რა მატყუარები არიან - შენ აღმოაჩინე არა, კვახი...
ბექა
ანუ ხვიჩა ფეხს ვერ გასტოკებს ისეთი კონტრაქტით არის დაბმული ნაპოლისთან. აღარც ევროტურნირები და მორიგი უსახური სეზონი ელის წინ. ძალიან სამწუხაროა
pablo
"დღესაც კი,ჯუღელი,ხვიჩას კი არა,დე ლაურენტისის ინტერესების გამტარებელია" - აბსოლუტურად გეთანხმები სოსო!
pablo
და მაინც, ღია რჩება ერთი მარადიული კითხვა - რატომ არ მოითხოვა ჯუღელმა ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიაში გამოსასყიდი თანხის ასახვა?! დარწმუნებული ვარ 2022-23 სეზონის დაწყებამდე, მაშინ , როცა კვარაცხელიას ნამდვილი თამაში არავის ქონდა ნანახი, მას რომ 70-80 მილიონის ჩაწერა მოეთხოვა , დე ლაურენტისს ეს სასაცილოდაც არ ეყოფოდა და ეტყოდა - თუ გინდა 50 მილიონი ჩავწეროთო, რაც სხვათა შორის კიმის აგენტს გამოუვიდა (რადგან პროფესიონალია) და მისი კლიენტი წარმატებული სეზონის შემდეგ უპრობლემოდ გადაბარგდა რეკორდ მაისტერში. ანალოგიური გახდებოდა შესაძლებელი ხვიჩას შემთხვევაში და დღეს შესაძლოა უკვე რომელიმე ტოპ გრანდში ეგორებინა ბურთი და არა ჩასვრილ-ჩამყაყებულ ნაპოლიში, ან ხარბ კინო პროდიუსერს კარგა ღრმად მოუწევდა ჯიბეში ხელის ჩაყოფა და სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის შესაბამისი გასამჯელოს შეთავაზება, რაც დაახლოებით 6-7 მილიონი უნდა ყოფილიყო წელიწადში! მხოლოდ ამის შემდგომ გახდებოდა უპრიანი გამოსასყიდი თანხის გვარიანად აწევა და მაგალითად 100 მილიონის დაფიქსირება. ახლა კი გვაქვს შემდეგი რეალობა - ფეხბურთელს ეუბნება 3-4 მილიონს გადაგიხდი, მაგრამ გამოსასყიდ თანხად 120-130 მილიონს ჩავწერო. გამოსასყიდი თანხა და ფეხბურთელისთვის გადასახდელი ხელფასი რაღაცნაირად თანაზომადი ხომ უნდა იყოს დონ აურელიანო?! აა, მართალი ხარ...ეს არაა საჭირო, მაშინ, როცა თავის დროზე კაბალურ პირობებზე გყავს დაყოლიებული ფეხბურთელი 2027 წლამდე მისი აგენტის უნიათობის გამო. დასკვნა - ევროპაში არ უნდა გადაიყოლო საბჭოთა კავშირი, ეს არ და ვერ მუშაობს! არაერთხელ დამიწერია აქ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებობს რაღაცეები, რაც არ ისწავლება, ეს უბრალოდ შინაგანად უნდა გქონდეს და როცა ხედავ, რომ შენი "წყალობით" ადამიანს პრობლემები ექმნება, უაზრო ამბიციები გვერდით უნდა გადადო, შესაბამისი პროფესიონალის აყვანა ურჩიო და წარმატება უსურვო! მადლობა ყურადღებისთვის.
NAPOLI !
მე ამ პრესკომფერეციიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აურელიო "აკვაპარკის" დირექტორობას აპირებს!!!
ამატაკი
ამ პრესკონფერენციიდან თუ რაიმე უტყუარი დასკვნები შეიძლება გაკეთდეს, უპირველესად ის უნდა ითქვას, რომ ამ კაცის ხელში ნაპოლის გრანდობის მცნებასთან მიახლოებაც არ ეღირსება. ომის შედეგად, უეფას რუსეთთან მიმართებაში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისცა საშუალება, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მისნაირი ხარბი ტიპებიდან (თითქმის სამჯერ იაფად, რუბინი 30 მლნ-საც აფასებდა) დაეთრია ჯუღელის მუქთა "პრედლოჟენია". არ ვიცი რა და როგორ ხდება მედია და კინოს ინდუსტრიაში, მაგრამ ფეხბურთში არ არსებობს არანაირი (0 % ) ახსნა, რომ ტოპ ლოგის MVP , ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა, საუკეთესო გოლის ავტორი, სერია ა -ს სეზონში 3-ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი (ციდანაც რომ იყოს ჩამოვარდნილი) არათუ საუკეთესო კონტრაქტით გამოარჩიო, არამედ დამწყები სკამის ფეხბურთელის კონტრაქტი დაუტოვო მთელი მომდევნო წლის განმავლობაში. ტოპ გუნდები კი არა, ასე არ იქცევა მეორე ეშელონის ოდნავ ამბიციური გუნდებიც კი. პრინციპში მარტო ხვიჩას არა, მთელ გუნდს ანალოგიურად მოექცა. ერთადერთი გამონაკლისი ოსიმენია. ისიც ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მასში ჰქონდა გადახდილი 70 მლნ და ჩადებული ფულის კაპიტალიზებას ეფოფინება. არც რეკლამას აკლებდა საკუთარი წყაროებიდან. ვინც რაც არ უნდა თქვას, ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის უკვე შემდგარი სუპერვარსკვლავია (თუგინდ 85 მლნ რომ ღირდეს). აწი ლაურენტისმა რაც არ უნდა ხალხი მოიყვანოს, შარშანდელი გუნდი აღარ ეღირსება. იმიტომ, რომ მას არ დაუმსახურებია ჩემპიონი გუნდი, რაც სრულებით გამოავლინა მისი ქცევებით. ასე რომ, ხვიჩამ უნდა დააღწიოს როგორმე ამ კლუბს თავი. სადაც იმდენი აჩვენა და გააკეთა, რაც არც ბელინგემს და არც ჰოლანდს დორტმუნდში არ მიუღწევიათ. მათნაირ გუნდებში ხვიჩა დაუვიწყარ ფეხბურთს შექმნის. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ისევე ალბათ როგორც მრავალი თქვენგანი.
ვოოტ
ამის ასაკში ხალხი ზნეს აღარ იცვლის - ყველაფერს კარგს და წარმატებულს თავად იბრალებს და ჩავარდნილ სეზონში საკუთარის გარდა ყველას ბრალეულობას ხედავს, რაც იმის წინაპირობაა, რომ არც ერთი თავმოყვარე და ამბიციური მწვრთნელი მასთან საქმეს არ დაიჭერს და გუნდის ვარდნა გაგრძელდება... ვერდიქტი - ხვიჩა უნდა წავიდეს, გუნდში არაჯანსაღი ატმოსფერო ყველაზე მეტად მასზე მოქმედებს.
roma bejanidze
ხვიჩა ისეთ ასაკშია რომ თამაში არ დაავიწყდება და უკვე შემდგარი ვარსკვლავია. ვინმე თუ იტყვის ვეღარ თამაშობსო უბრალოდ ფეხბურთის ყურებას უნდა დაანებოს თავი. თუ ხვიჩას კარგი თამაში არ ექნება ეს იმას ნიშნავს რომ კვარა ბედნიერი არაა და მაგიტომაც ვერ ითამაშა. 1 წელია ის მომღიმარი ბიჭი საქართველოდან აღარ ჩანს რადგან არ უხარია ის რასაც აკეთებს ეს ლაურენტისი კი ყველგან იძახის გიორგიევსკის ტრაქტატის მსგავსად კონტრაქტი უნდა შესრულდეს 2027 წლამდეო. რაც კვარას ძალიან აღიზიანებს. მისი თამაშის სტილი სრულიად შეესაბამება მის ხასიათს. იმედია ხასიათს ევროპის ჩემპიონატი და უკეთესი პირობები გამოუკეთებს. ღმერთი შენსკენ ხვიჩა. მინდა რომ ღიმილი დაუბრუნდეს სახეზე და იმ თამაშით ვისიამოვნო რაც ასე ძალიან უხდება მომღიმა ბიჭს პატარა საქართველოდან. ყველა ქართველს ეამაყები კვარა და შენი სჯერავს.
M
ესაა ზუსტად პრობლემა, ხელშეკრულების დადებისას უნდა გყავდეს ვინმე ვინც იცის ევროპული ბაზარი. ხელი მოწერილია კონტრაქტზე რიმლითაც ლაურანტისი ბედნიერია ხვიჩა არა.
სოსო
კვარაცხელია მან აღმოაჩინა?!მანამდე,ორი წლის განმავლობაში,საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერი და ბომბარდირი იყო.სხვა,მასზე უფრო ძლიერ კლუბებსაც ჰქონდათ მისი ინტერესი,ესე იგი,მათაც იცოდნენ კვარას შესახებ.ასე რომ მას არ აღმოუჩენია.მან უბრალოდ სხვებზე მეტად მოინდომა და კვარას წაყვანის ისტორია,ისე ბინდბუნდშია გახვეული,რომ ჯუღელის მიერ მისით აღტაცების გამოხატვის შემდეგ,კიდევ უფრო საეჭვო ხდება.დღესაც კი,ჯუღელი,ხვიჩას კი არა,დე ლაურენტისის ინტერესების გამტარებელია,ხვიჩას მიმართ.ამ სტატიაშიც,ფაქტობრივად შეუფარავად აცხადებს,ხვიჩა მუჭში მყავს და საკმარისი ფული თუ არ შემომთავაზეს,აქ ვაყურყუტებ,კონტრაქტის ბოლომდეო.გუნდისთვის ფული ვერ გაიმეტა,სამაგიეროდ სტადიონის აშენებას აპირებს,ჰქონია მაგისი ფული.ასეთ დამოკიდებულებას ხვიჩა არ იმსახურებს.არც სხვა ფეხბურთელები იმსახურებენ.ის არ იცვლება და ისეთ ასაკშია,არც არასოდეს შეიცვლება
რატი
ხელშეკრულების პირობებით ხვიჩას თამაში ევალება და არა გუნდის თრევა, მბაპე-ჰალანდ-ბელინგემის დონეზე ყოფნა და ყველაფრის ატანა, წუწურაქო ნ*****რო. სულ მცირე, სათადარიგოში მყოფს კვარაზე მეტი ანაზღაურება აქვს და კიდევ იქით ამადლის რაღაცას, ეს დაუნახავი *****!
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია