რუსული sports-ი "ტორპედოში" მამადუ სახოს მომავალმა გადასვლამ გააოცა და წერილი გამოაქვეყნა.

მამადუ სახო "ტორპედოში" გადადის. დიახ, ჩვენც შოკში ვართ!

ნახევარი წელი უკლუბოდ იყო და უეცრად საქართველოს მეოთხე გუნდში აღმოჩნდა

"მამადუ 2010-იანი წლების პსჟ-სა და პრემიერლიგის ვარსკვლავი. პარიზელთა კაპიტანი 17 წლის გახდა, საფრანგეთში მოიგო ყველაფერი, რაც შეეძლო და 23 წლისა "ლივერპულში" წავიდა.

ინგლისში ტოპ-თამაშსა მემების გენერაციას შორის ბალანსირებდა. 2016-ში დოპინგზე გამოიჭირეს, გამოტოვა ევროპის ლიგა და ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ შემდეგ WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) ცილისწამების საქმეზე სასამართლო მოუგო. თუმცა, კლოპთან კარგი ურთიერთობა ვერ დაამყარა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2017-ში "კრისტალ პალასში" გადაბარგება მოუწია.

ლონდონში გატარებული 4 წლის შემდეგ მამადუ ლიგა 1-ში დაბრუნდა, სადაც 2.5 სეზონი "მონპელიეში" გაატარა. 2023-ის ნოემბერში ვარჯიშზე მიშელ ტერ-ზაკარიანთან შეხლა-შემოხლის გამო კლუბთან კონტრაქტი სკანდალურად გაწყვიტა. მიზეზი სასაცილო იყო: მწვრთნელმა მასზე უხეშობისთვის ჯარიმა არ დააფიქსირა და კონფლიქტი დაიწყო, სახო საყელოში სწვდა, ტერ-ზაკარიანმა კი "პლაკსა" უწოდა.

ახლა მამადუ 34 წლის ასაკში თავისუფალი აგენტია - არა მხოლოდ მდიდარი კარიერით, არამედ ტრავმების ისტორიით. დაეხმარება თუ რა "ტორპედოს" საჩემპიონო ბრძოლაში? თუ ქუთაისურ გუნდში გადასვლას სერიოზულად მოეკიდება, მაშინ აუცილებლად - სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდის ძირითადი მცველი იყო. ნაკრებში ჩატარებული 29 მატჩიც რაღაც ღირებულს წარმოადგენს.

რას წარმოადგენს "ტორპედო" და იქ ვინ თამაშობს?

"ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატში ბუქსირებს - ბოლო 6 შეხვედრიდან 5 ფრედ დაასრულა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ტურნირზე 36-დან მხოლოდ 14 ტურია ჩატარებული. მამადუს შეუძლია საზაფხულო შესვენების მერე ეფექტურად შეიჭრას და თამაში გადააბრუნოს. მას კი დაეხმარებიან:

* ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი 7 გატანილი გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. მან ეროვნული გუნდის ღირსება 16-ჯერ დაიცვა და ერლინ ჰოლანის დებიუტისას მოედანზე იყო.

* ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელი რახმატ აკბარი. ავსტრალიაში გაიზარდა და მთელი კარიერა იქ გაატარა, მაგრამ 2023 წელს ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა, ავღანეთის ნაკრებს შეუერთდა (იქ დაიბადა) და ქუთაისურ კლუბში გადავიდა.

* გიორგი არაბიძე - "ქართველი მესი", რომელმაც საზღვარგარეთ თავი ვერ წარმოაჩინა, თუმცა სამშობლოში დაბრუნებული უკვე ორი წელია გლიჯავს. ევრო 2024-ზე გამგზავრების კანდიდატად ითვლება, თუმცა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტში სახალხოდ განაცხადა, რომ გიოსგან მეტს მოელის".

ციციკორე
რუსები და აქაური ყრზოები სისხლს ფსამენ. კარგია, ასე გააგრძელეთ! რა ნაციაა ასეთი, მეზობლის მცირედი წარმატებაც უკანალზე ხევთ. ბალტიისპირეთი ვერ მოუნელებიათ, ევროკავშირში შესული უკრაინა და საქართველო რომ ნახონ, თავებს დაიხოცავენ.
ოოო-ს
ბიჯო რა გჭირთ ამ პრორუსებს, იუმორის გრძნობაც დაკარგეთ, ცოტა მოეშვით რა.დდდ
ჰჰჰ
რა შეიცხადეს, სადაც მაგათმა რობერტო კარლოსი და ეტო მახაჭყალაში აცხოვრეს და ათამაშეს რითი ნაკლებია ქუთაისი. ერთ სახოს შეინახავს გუნდი.
G.LA
ვულოცავ ქუთათურებს მშვენიერ შენაძენს. მახსოვ ლივერპულში სახო. რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ტორპედოში ვიხილავდი. დაცვაში პრობლემები შეიძლება მოაგვაროს სახომ და საერთაშორისო თამაშებში იქნებ ტორპედომ სასწაული ამ წელს მაინც მოახდინოს, რასაც გულითადად ვუსურვებ ტორპედოს.
ოოო
ნატო არსად დაგეკარგოს, ფეხბურთზე წერე ფეხბურთზე!...
ჯორჯო ბიძია
მთელი რუსული მედია ფეხზე დადგა მეც წავიკითხე ეგ>>>
jorj
წარმატებები ქუთაისურ კლუბს....
ჟორა
ერთხელ ხომ უნდა დადგეს ჩვენი ფეხბურთისთვისაც გაზაფხული? ჯერ ჩამოწერილ ვარსკვლავებს მოვიწვევთ, მერე ნამდვილი ვარსკვლავების დროც დადგება.
ეეე
ჰე არიქა დაგვარტყით თვარა დეიღუპეთ, დღეს სახოს მოვიწვევთ, ხვალ მაჰამადუ დიარას, მერე ნგოლა კანტეს და ამასობაში ნატოშიც შევალთ, არიქა დაბომბეთ კოპიტნარის აეროდრომი, რომ არ ჩამოვიდეს.დდდდდ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტორპედოში" გადასვლის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იყო" - სახოს პირველი კომენტარი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] მსუყე ფრე ქართულ "კლასიკოში"! ბრინჯაო "ტორპედოს" დარჩა
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
"ის არა მარტო ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, არამედ ამ საქმესაც შეითავსებს" - "ტორპედომ" სახოს ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელობის გარდა, მისი სხვა საქმიანობაც გვამცნო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"აი, ამიტომ გადავწყვიტე "ტორპედოში" გადმოსვლა" - მამადუ სახოს ინტერვიუ