დღეს, 9 აგვისტოს ვარშავაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის პირველობა იწყება, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირით გაიხსნება
დღეს, 9 აგვისტოს ვარშავაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის პირველობა იწყება, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირით გაიხსნება.

ჩვენი ნაკრები ვარშავაში კვირას გაფრინდა ასეთი შემადგენლობით: გიორგი პასიკაშვილი (42), რამაზ დარჩიძე (46), შოთა ფანცულაია (50), შოთა ფარტენაძე (54), რაუფ შაკულ-ოღლი (58), ომარ გურჯიძე (63), შალვა ჭადაშვილი (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85), გენო პეტრიაშვილი (100). შარშანდელს შემდეგ ეს გუნდი ლამის მთლიანადაა გადახალისებული.

შარშან ნაკრებმა ევროპის პირველობაზე 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვა, მაგრამ იმ მედალოსანთაგან წლეულს ყველა ახალგაზრდებში გადავიდა. თამაზ ბენდიანიშვილის ახლანდელი გუნდის უდავო ლიდერი 16 წლის გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილია, რომელმაც მოასწრო და წლეულს ახალგაზრდებში მოიპოვა ევროპული ბრინჯაო. იმედია, ის პოლონეთშიც წარმატებით იასპარეზებს.

9 აგვისტოს "თავისუფალთაგან" 42, 50, 58, 69 და 85-ის ფალავნები იჭიდავებენ, ათში - დანარჩენები. 11-12 აგვისტო გოგოების შეჯიბრებას დაეთმობა, სადაც მონაწილე არ გვეყოლება, 13-14-ში კი ბერძენ-რომაელები იასპარეზებენ. ამ ტურნირში ჩვენი ქვეყნის ღირსებას რამაზ ზოიძე (42), ბაკურ გოგოლი (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), შმაგი ბოლქვაძე (58), გიორგი თოიძე (63), შალვა ხაჩიძე (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია (85) და ბაკურ კანდელაკი (100) დაიცავენ. "თავისუფლებისა" არ იყოს, ეს ნაკრებიც საგრძნობლადაა გადახალისებული, შარშანდელი 6 მედალოსანიდან კი (თითო ოქრო-ბრინჯაო, 4 ვერცხლი) გუნდში მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბოლქვაძე დარჩა, თუმცა შარშან ის 42-ში გამოდიოდა.

ბერძენ-რომაელები ვარშავაში ზეგ, 11 აგვისტოს გაფრინდებიან, პირველ დღეს კი ზოიძე, შავაძე, ბოლქვაძე, ხაჩიძე და კირცხალია იჭიდავებენ.

საერთაშორისო ფედერაციაში შექმნილი განუკითხაობისა და არეული კალენდარის გამო ამ ტურნირიდან ორიოდ კვირაში ჭაბუკები უკვე მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებენ უნგრულ სომბათჰეიში. სავარაუდოდ, ახლანდელი შემადგენლობები დიდად არ შეიცვლებიან და იქაც ძირითადად ამ მოზარდებს ვიხილავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა