უკლებლივ ყველა იტალიური სპორტული გამოცემა აღფრთოვანებას გამოხატავს "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ფიორენტინასთან" გატანილი გოლით.

areanapoli-მ ხაზი გაუსვა, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივრები გააოგნა ლამაზად შესრულებულმა საჯარიმომ: "Mamma mia" - ყვიროდნენ ფანები. ახლა უმთავრესია ქართველი კონტრაქტის საკადრისი და გულუხვი პირობებით განახლებით იქნეს დაჯილდოებული".

ხვიჩას შესახებ "კორიერე დელო სპორტი" წერს: "გასულ საღამოს "კვარამ" მთელი გუნდი ზურგით ათრია, შემდეგ კი ზღაპრული ცისარტყელა დახატა, რომელიც მეკარე პიეტრო ტერაჩანოს ზურგსუკან ჩაეშვა. წარმოუდგენელმა გოლმა ნეაპოლელებს ტოსკანის დედაქალაქში ქულა მოუპოვა. მიუხედავად გუნდის ჩავარდნილი სეზონისა, ის შარშან გატანილი გოლების (12) მაჩვენებელს მიუახლოვდა (11 გაიტანა) და შედეგის გასამეორებლად ან სულაც გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი მატჩი აქვს. დე ლაურენტისმა თქვა, რომ ხელშეუხებელი არავინაა და კარგი წინადადების შემთხვევაში შეთავაზებებს განიხილავს, თუმცა აუცილებელია პატივი ვცეთ ქომაგებს და დავაფასოთ "კვარას" ტალანტი. მის გარეშე მორიგი სეზონის დაწყება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და არა ფუჭი დაპირებები, რადგან განახლება აგერ უკვე ერთი წელია ჭიანურდება".

"რეპუბლიკამ" აღნიშნა, რომ კვარაცხელიამ კლუბის პრეზიდენტის მწარე გამონათქვამს თამაშით საკადრისად გასცა პასუხი.

ხვიჩას მომავალზე მოსაზრება "გაძეტა დელო სპორტმა" გამოთქვა: "ბურთი დე ლაურენტისის მოედანზე გადადის, კვარაცხელია დაჯილდოებული უნდა იყოს და თავი ისეთ მნიშვნელოვნად იგრძნოს, როგორც იმსახურებს - ყველაფერ იმისათვის, რაც გააკეთა და ეცადა წელს გაეკეთებინა. მის გარეშე ახალი სეზონის დაწყება წარმოუდგენელია. საკმარისია ლოზუნგები, კონკრეტიკის დრო დადგა, რამეთუ დაპირებები წელიწადნახევარია გრძელდება".

სოსო
ჩემი მისამართით ტყუილად გზავნი საყვედურს.ეგ რომ კარგად ვიცი,სწორედ იმიტომ ვამტკიცებ დღენიადაგ,თუნდაც ამ სტატიის პოსტში,რომ დე ლაურენტისი,რამენაირად უნდა აიძულოს და მისი გაშვება გააიოლოს.აგენტის გამოცვლაზეც იმიტომ ვაკეთებ აქცენტს,რომ ისიც,ფაქტობრივად დე ლაურენტისის ინტერესებს იცავს და ხვიჩას ერთობლივად ძარცვავენ.ხმამაღლა თუ განაცხადებს,რომ შეურაცხყოფილია დე ლაურენტისის მისადმი მოპყრობით და მასთან მუშაობა აღარ სურს,დე ლაურენტისს შეუძლია თუნდაც დისკვალიფიკაცია მისცეს და აღარ ათამაშოს,მაგრამ თუ ხვიჩა მაგრად დადგება,ადრე თუ გვიან,დე ლაურენტისს დათმობა მოუწევს.ტიფოზები გვერდში თუ დაუდგებიან,ეს კიდევ უფრო გაუადვილდება,მაგრამტიფოზები,გვერდზე არ დაუდგებიან,რადგან მისი წასვლა არ სურთ.დე ლაურენტისი,ხვიჩას 3-4 მილიონს სთაბაზობს და იტალიის საუკეტესო ფეხბურთელის მიმართ ჯერ წინა წლის ხელფასის მოუმატებლობა და ახლა ასე დამამცირებელი შეთავაზება უნდა გამოიყენოს ხვიჩამ.ოსიმენმა კლუბის თანამშრომლის გამონათქვამზე დაყრდნობით გაითამაშDა შეურაცხყოფილის იმიჯი და წასვლის მუქარით,10 მილიონი ხელფასი გამოსძალა,ჯუღელი კი,პირიქით,დე ლაურენტისის მხარეზეა და ამიტომაა უშანსოდ,კვარა.კვარას კლუბიც ახალი და უკეთესი სჭირდება და აგენტიც.
სვანსკი
ფეხით პასუხი ფიორენტინას,ხელით ქართველ ,,მეხოტბეებს,,
როინის და სოსოს
არავის არ ეწყინება ხვიჩა უკეთეს გუნდში თუ წავა, კი ბატონო წავიდეს მარა იმას ნუ იძახით ნაპოლი უისტორიო გუნდიაო, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს უთამაშია ბოლო-ბოლო მანდ. წავიდეს გაიგცეს იძახით თავგარეთ, თუ შესაბამისი ფული არ გადაიხადეს ვერსადაც ვერ წავა 2027-ის ჩათვლით კონტრაქტი აქ.
მამუკა
ბატონო ლ ა ვ რ ე ნ ტ ი ,ნუ გვატკინე თავი შენი გამონათქვამით, რომ თითქოს ხელი შეუწყვეთ ხვიჩა ს გაბრწყინება ს , გეთანხმები მაგრამ რომ არა ხვიჩა ვერც ო ს ი მ ხ ე ნ ი ,,გ ა ი ბ რ წ ყ ი ნ ე ბ დ ა" და .. ვერც ჩემპიონი გახდებოდა ,,ნაპოლი,, , ასე რომ შენი ჩანაფიქრი , ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ხვიჩა ს (სადაც ის მართლაც გაიბრწყინებს!) უფრო ძვირად გაყიდი შეიეძლება ,,გვერდზე" დაგრჩეს....
jei-jei-jei-jei Okocha
უეჭველი! აბა, რა!! მივიდა, ნახა, გაიმარჯვა, სახელიც მოიხვეჭა და მერე უკვე წარუძღვა კიდეც გუნდს! ..და ღირსეულად დაიკავა 10-ე ადგილი! 10 მილიონიანი კონტრაქტი მას! ო, რა სიმბოლურია!
რონი
აბერდინსაც აქვს ერთ დროს ლიგა მოგებული და რომელიღაც ფრანგულ გუნდსაც იქ ხოარ გაგვეშვა?
კახა
ასიანი მართალი ხარ ძმაო. ეგრეა რა
ნოდიკო
რისი მიღწევაც შეიძლებოდა აქ ყველაფერს მიაღწია ანუ ჩემპიონიც გახდა და საუკეთესო ფეხბურთელიც.უკვე წასვლის დროც მოვიდა.სხვანაირად პროგრესი არ იქნება.მით უმეტეს გუნდი ვერ იყენებს მის უზარმაზარ პოტენციალს.ელემენტარულად დროული პასის მიცემას ვერ ახერხებენ მოძრაობაში.სტანდარტულებზეც ხელს უშლიან.მეტოქეებიც უმოწყალოდ,მიზანმიმართულად ჩეხავენ და არავინ პასუხს არ აგებს.პირიქით,ზოგჯერ ისევ ამას სჯიან ემოციაზე.რაც მალე დააღწევს თავს აქაურობას,მით უკეთესი.წარმატებები ხვიჩა....
ზაკო
ლავრენტა თავის საქმეს იდეალურად უძღვება, მე-2სეზონია ასეთი მარგალიტს უფასოდ ათამაშებს, სტადიონი სავსე აქვს, შემოსავალს იღებს, აი შემდეგ სეზონის ბოლოს კი გაყიდის,რადგან ჩ. ლ.-ზე არ იქნება, მაყუთი დააკლდება და ყველაზე გაყიდვადი კვარა დარჩება, მთავარია ხვიჩამ ნერვები მოთოკოს და გული არ აიცრუოს!
D
კომბლე, რას გაისუსები ხოლმე.
გიგო
კი წავა, მაგას თუ დაეკითხენ.

კაცო ერთი რამე ვერ გამიგია, ეს კონტრაქტი აწყობს ამ კაცს და თამაშობს და რა გაუხურეთ საქმე, თქვენ მაგით რამე გემატებათ???????????????????????????
მალხაზ ჯობავა
ლავრენტ პავლოვიჩი რომ ცოცხალი იყოს, ლავრენტისა ახლა ოტო სკორცენის გვერდით იქნებოდა.
მწარე
როგორ უნდა წავიდეს? ცოტა დაფიქრდით. კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის, ჯერ დააჯარიმებენ და შემდეგ აღარსად არ მიიღებენ. შეიძლება უეფას სანქციებსაც გამოკრას ხელი.
სოსო
სახელი რომ დღევანდელობისათვის არაფერს ნიშნავს,თუნდაც თბილისის დინამოს სახელი და დღევანდელი მდგომარეობა მეტყველებს.
სოსო
ნეაპოლელ ტიფოზებთან ბოდიში,მაგრამ თვითონაც აღიარებენ,რომ დე ლაურენტისი მასთან უნამუსოდ იქცევა,კონტრაქტი უკვე შარშან,ზამთარში უნდა გაეზარდა და დღესაც კაპიკებზე გადატარებას ცდილობს.დარწმუნებულია,რომ კვარა მუჭში ჰყავს დაჭერილი და ვერსად წაუვა.დე ლაურენტისი,პირს ვერ მოიწმენდს და თუ ნაპოლის ტიფოზებს სამართლიანობის შეგრძნება კიდევ აქვთ,ხვიჩასთვის თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა მოსთხოვონ.თუ როცა მოინდომებს,მაშინ მისცემენ წასვლის ნებას,მაშინ,სანამ იქნება ნაპოლიშიც სავსე გულით ითამაშებს.დე ლაურენტისი,ამის გამგები და მიმღები არ არის,ეს გულშემატკივარს შეუძლია აიძულოს.სხვა შემთხვევაში,ხვიჩას სრული მორალური უფლება აქვს,საკუთარი ღირსება და ინტერესები,ნებისმიერი საშუალებით დაიცვას.
უნდა წავიდეს!!!
აუცილებლად უნდა წავიდეს. ნებისმიერი მყიდველი გადაუხდის იმდენს ან მეტს, რასაც ლავრენტი დაუნიშნავს ახალი კონტრაქტით. რატომ უნდა გაუცდეს მთელი ერთი წელი ხვიჩას ლიგის გარეშე. რამდენ ლამაზ მომენტს ვერ ნახავს გულშემატკივარი. მარტო ეს გატანილი ჯარიმა რამდენ სიამოვნებას გვანიჭებს, სულ გინდა რომ გადაახვიო და უყურო კიდევ და კიდევ. წადი ხვიჩა მაგ დაქცეული გუნდიდან, ნაპოლი კიდევ დიდხანს იქნება მაგ დღეში და არ ღირს ბოლომდე გადაყოლა. შენ სხვა სიმაღლეები და დონე გჭირდება. წარმატებები!
G.LA-s
აბა ბიჯო როგორი უსახელო გუნდია, ჭ კლასის: მარადონას, კარეკას, ალემოს, კანავაროს, კავანის, ლავეცის, ჰამშიკს, მერეტის, ინსინიებს და ეგეთებს უთამაშიათ.DDDDDDDDDDDDD
Master
რაც მალე დააღწევს თავს მით უკეთესი,მაგრამ არ მგონია ეს მალე მოხერხდეს ამ ლავრენტას ხელში...ისე კი ჯარიმებზე აშკარად ნავარჯიშევს გავს,რაც ძალიან კარგია.იმედია ყველაფერთან ერთად მისი საჯარიმოებიც საშიში გახდება...
ვაჟა მასწავლებელი
ყოჩაღ და მადლობა "გაძეტა დელო (ლელო?) სპორტის" ჟურნალისტებს. იქნებ თქვენ მაინც მიეხმაროთ ამ წესიერ ქართველ ფეხბურთელ-კაცს, თორემ ის "ლავრენტიჩი" მგონი "ლავტენტი პავლოვიჩსაც" გააცურებდა მგონია მე!
G.LA
საკადრისი კონტრაქტი საკადრის გუნდში. ნაპოლიში ხვიჩა რომ დარჩეს ვეღარაფერს მოიგებს და ვერც გაიბრწყინებს საკადრისად მაგ გუნდში. ცხოვრებაში ისტორია განაპირობებს ბევრ რამეს და ასევეა ფეხბურთშიც. გადახედეთ ნაპოლის ისტორიას.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა