საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იქნა მიღებული.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა კობახიძემ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

alex
30 წელიწადში 3 მილიონი რა არის.... მეტი ღირსები არიან ეს ბიჭები..... თქვენი იმედი მაქვს ბიჭებო!!!!!!1
G.LA
მეც და აქ უმრავლესობას რა თქმა უნდა ფეხბურთი მეტად გვიყვარს და რა თქმა უნდა მსოფლიოშიც უფრო პოპულალური სპორტია. მაგრამ ეს არ ნიშნავს ასეთი გადაწყვეტილების მიღებით სხვა სპორტსმენები გავანაწყენოთ. აღარ დავასახელებ მათ მიღწევებს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ეს გადაწყვეტილება დიახ წინასაარჩევნოა, მაგრამ პირობას გაძლევთ არ იმუშავებს. ქოცებო ის მამა და მარჩენალი რომ დაჰპირდა ჯგუფიდან გასვლაში და რამის ჩემპიონობაში პრემიებს, ახლა გადაეხადა პრემიები გასვლისათვის რაც უკვე მიიღო ქვეყანამ. რაო არ გაემეტა? მასე ჩემპიონობაზე მეც დავპირდები ჩვენ ნაკრებს 100 მილიონს და რა მერე?
ეჰჰჰ
უკვე მერამდენედ დავამტკიცეთ რომ ტიპიური ავტორიტარული ქვეყანა ვართ. წესებით და კანონებით კი არ ხდება რაიმეს გადაწყვეტა, არამედ ვიღაცა კლოუნების ხუშტურებით. ვეთAნხმები გამომსვლლებს, სხვა წარმატებულმა სპორტსმენებმა რა დააშავეს?
Kutaisski
გიორგი სარდალაშვილი რო მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძიუდოში, აი ეს უნდა იყოს მთავარი ნიუსი. მიანიჭონ მას ღირსების ორდენი, ყველაფერს რო ფეხბურთელებს ატენიან. რა ტვინი წაიღეთ ამ ფეხბურთელებით, ხვიჩას და მამარდას გარდა, ყველა საშუალო ჩემპიონატებში და მეორე ლიგებში თამაშობენ, რაგბისტებმა 6 მსოფლიო ითამაშეს, კალათბურთელებმა მსოფლიო და 5 ევროპა. ხელბურთმაც, წყალბურთმაც, მისცეს ვინმეს ეს ორდენები, რომელიც, სამწუხაროდ, გვასალიას და პატარაიას მერე, მთლად “გააპუსტიაკეს”. თუ სანიოლს აძლევთ, მიეცით კოკოშკოვს, ზუროსს, სორელს, ჰეიგს, მაისაშვილს, ტიტეს და ა.შ., მოჭიდავეებს და მათ მწვრთნელებს, და , საერთოდ, ყველა წარმატებულ ქართველ სპორტსმენს.
ალოო
ვისი, ჯიბიდან… სიიდან, სიიდან…
ჟორა
კაი ესენი გავიდნენ მაგრამ რას შვებიან ქართული კლუბები როგორ ემზადებიან ევრო შესარჩევისთვის?? ...ვარჯიშობენ საერთოდ ?
გია
ვერ გავიგე? რატომ „გაიზრდება“ და არა „გაიზარდა“ ?
ურა პატრიოტებს!
აბა დაიწყეთ თქვენებურად ნაცურად, "ოცნებას უნდა, რო მოისყიდოს ფეხბურთელებიო". თქვე უბედურ დღეზე გაჩენილებო! ეს მოსყიდვა კი არ არის, არამედ ბიჭების წახალისებაა, რო იგრძნონ თუ როგორ დგას სახელმწიფო მათ გვერდით, ეს ნებისმიერ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია! ისე რო თქვენს ნაცურ დემაგოგიას მოეშვით და აცალეთ სხვას აკეთონ ის საქმე, რასაც საჭიროდ თვლიან!
las
კიდე არ მიუციატ ეს თანხა? :) იმედია საშემოსავლოს არ ჩამოაჭრიან
ბრაზი
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ,ბიჭებო!!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა