საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ მორაგბეთა რამდენიმე გუნდმა საწვრთნელი შეხევდრები გამართა
საფრანგეთში სარაგბო კლუბები საშიანაო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპზე გადავიდნენ. ქართველ მორაგბეთა რამდენიმე გუნდმა საწვრთნელი შეხევდრები გამართა.

ირაკლი ნატრაიაშვილის, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" ელიტურ, პირველ დივიზიონში ახლახან დაბრუნებულ "ბორდოს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 25:26. ნატრიაშვილმა ერთი ტაიმი ითამაშა. კაკოვინი და ხინჩაგიშვილი კი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასისთვის ემზადებიან.

"ბრივი" საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ შეხევდრას 26 აგვისტოს შინ გამართავს ბექა შეყლაშვილის "აჟენთან", რომელმაც საწვრთნელი შეხვედრა სტუმრად გამართა ბასკურ "ბიარიცთან" და 36:19 მოიგო. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთისთვის ბიარიცელები 19:0-ს იგებდნენ, თუმცა შეყლაშვილმა და კომპანიამ მატჩში გარადტეხის შეტანა მაინც მოახერხეს და მეტოქეს დამაჯერებლად სძლიეს.

პირველდივიზიონელთა კიდევ ერთ შეხვედრაში, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" იოლად სძლია ახალბედას, გურამ კავთიძის "ლიონს" - 34:3. ქართველ მორაგბეებს არ უთმაშიათ. ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრებშია, კავთიძე კი ტრავმას იშუშებს.

მეორე დივიზიონში მოასპარეზე დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პო" სტუმრად დაუპირისპირდა პირველდივიზიონელ ბასკურ "ბაიონს" და 7:17 წააგო. ჩვენებურთა გუნდი, რომელიც წლეულს საგრძნობლად მოღონიერდა, სავარაუდოდ პირველ დივიზიონში აღზევებისთვის იბრძოლებს. ჩემპიონატის პირველ შეხვედრას "პო" 3 სექტემბერს სტუმრად გამართავს "ექსთან".

კიდევ ერთმა მეორედივიზიონელი მაუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" საკონტროლო მატჩში "ალბის" დაუპირისპირდა და 10:17 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ალბელების რიგებში გამოჩნდა ვინმე ნიკოლას კვარაცხელია, რომელიც 1983 წელსაა დაბადებული და შერკინების პირველხაზში თამაშობს.

საკონტროლო მატჩები

ტარბი-ალბი 10:17, ბაიონი-პო 17:7, ტულონი-ლიონი 34:3, ბორდო-ბრივი 26:25, ბიარიცი-აჟენი 19:36,

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა