ფიდემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი 2012 წლის მაისში მოსკოვში გაიმართება
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი 2012 წლის მაისში მოსკოვში გაიმართება.

ტიტულის მფლობელი, ინდოელი ვიშვანათან ანანდი პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულს, ისრაელის წარმომადგენელ ბორის გელფანდს შეხვდება.

საჩემპიონო მატჩის საპრიზო ფონდია 2.55 მილიონი დოლარი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი შეხვედრის ფორმატის შესახებ, თუმცა საუკეთესო მოჭადრაკის გამოსავლენი ბოლო ორი მატჩი იქამდე გრძელდებოდა, სანამ ერთი დიდოსტატი 6.5 ქულას არ მოაგროვებდა (არა უმეტეს 12 პარტიისა დროის კონტროლით და თანაბარი ქულების შემთხვევაში ტაი-ბრეიკი - დამატებითი ოთხი პარტია ბლიცში).

ვიშვანათან ანანდი ტიტულს 2007 წლიდან ინარჩუნებს. მან ორჯერ დაიცვა ჩემპიონობა: 2008 წელს რუსი ვლადიმერ კრამინიკის წინააღმდეგ (6.5:4.5) და 2010 წელს ბულგარელი ვესელინ ტოპალოვის წინააღმდეგ (6.5:5.5). ბორის გელფანდმა ინდოელთან შეხვედრის უფლება 2011 წლის მაისში მოიპოვა, როცა პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან რუსი დიდოსტატი ალექსანდრ გრიშჩუკი დაამარცხა - 3.5:2.5.

2011 წლის ივლისში გამოქვეყნებული კლასიფიკაციის მიხედვით, ვიშვანათან ანანდს 2814 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მასზე წინ მხოლოდ ნორვეგიელი ვუნდერკინდი მაგნუს კარლსენია. ბორის გელფანდი რეიტინგში მეთორმეტეა 2746 ქულით.

ბოლოს ჭადრაკში საჩემპიონო მატჩს მოსკოვმა 1985 წელს უმასპინძლა. მაშინ გარი კასპაროვმა ანატოლი კარპოვი დაამარცხა და 22 წლის ასაკში ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა