<p>საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ "ჯვაროსანთა" ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.</p><p>"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.</p><p>თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.</p><p>ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ, როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის, რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.</p><p>გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - წერს კანკავა.<br></p>
Manu
Kedis moxrit kapitano axal taobas ro dautme asparezi sheni gamocfileba nagdad gamoadgeboda nakrebs bolomde brdzolis jini.mtavaria sheni safexburto karieris dros moxda sruliad sakartvelos gulshematkivarta gulis gaxareba.margaleb iro mangareb
მალხაზ ჯობავა
ჯაბა შენ ის გააკეთე, რაც ცოტნე დადიანმა გააკეთა თავის დროზე, თავის ეპოქაში. ასეთი ქმედება, მხოლოდ სამშობლოზე და მის მომავალზე უსაძღვროდ შეყვარებულ კაცს შეუძლია. ქედს გიხრი კაპიტანო! მაგარი კაცი ხარ.
სოსო
ლევან,ან ისინი რა შუაში არიან?ვინც ამ საიტებზე ჯაბას თუ სხვა ფეხბურთელების მიმართ,ამდენი შეურაცხყოფა ანთხია და ანთხევს,მათ მოჰკითხე პასუხი.
სოსო
და მერე,შენც გეღირსება,ნაკრების მაისურის მორგება,რადგან თუ ასე გააგრძელებ სიას,საქართველოში ფეხბურთელი აღარ დარჩება,ვინც ბურთს აგორავებს.
სოსო
პირადი ღირსება წინ რომ დააყენა და ოცნებაზე უარი თქვა,ადვილი იქნება?ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასული საქართველოს ნაკრების კაპიტნობა,უდიდესი პატივია,ნაკრებსაც ნამდვილად სჭირდება,მაგრამ ამდენ შეურაცხმყოფელ გამოხდომას მისთვისაც ასე მძიმე,თუმცა ჩუმი პროტესტით უპასუხა.ორი წლის წინაც,ამის გამო დაამთავრა სანაკრებო კარიერა და ფრანგულ კლუბშიც.არ ლაპარაკობს,მაგრამ საქმით გადმოსცემს სათქმელს თუ ემოციას.
G.A.L.
ყოველთვის ვაჟკაცი იყავი, მოედანსა თუ მის გარეთ.სწორი ნაბიჯია. პატივისცემა ჯაბას!!!
ნიკა დავითაშვილი
რო მიაწყდით ამ კაშიას და კვირკველიას უნდა წავიდნენო, აი ამ გველესიანს რა უნდა ნაკრებში მაგას, რატომ არ ამბობთ, ტიპს 20 წუთი არ უთამაშია ნაკრებში თან ტრავმირებულიაო, აი ვის მაგივრად უნდა იყოს აზაროვი, ტაბიძეს და ლოჩოშვილს კი ორივეს ჯობს უთამაშებელი საზონოვი და თუნდაც ივა გელაშვილი
1
კვერკველიას რას ერჩი
kote
პირი გამოირეცხე და ისე ილაპარაკე.ჯაბაზე როგორ ამბობ მოღალატეაო?შენისთანა ქართველები რო არსებობენ იმიტო ვართ ესეთ დღეში
???
ჯაბა, ყოჩაღ, პატივისცემა და მადლობა - საუკეთესო გადაწყვეტილებაა !
მდაა
ჯაბა უღრმესი მადლობა მხოლოდ იმიტომ რომ ხარ და 100 წელი იქნები კიდევ …ცალკე მადლობა იმ კარიერისთვის რა ფეხბურთიც ითამაშე და ცალკე იმისთვის რომ დიდი ვაჟკაცი პიროვნება ხარ !!! ერთ-ერთი მეც ვარ ვინც დაწერა რომ ( გუშინ) რომ ამ ნაკრებში 7 ზედმეტი ფეხბურთელი დავთვალე -თქო წინაპრების საფლავებს ვფიცავარ ამ შვიდშიც კი შენ არ მიგულიხსმებიხარ იმიტომ რომ ვიცი თუ კი როდის გამოგვადგებოდი როდესაც ანგარიში გვაწყობს და გვჭირდება შენახვა გამოხვიდოდი თუნდაც იმ 15-20 წუთს და მინდორზე დადებდი სულს გულს ნახევარ სიცოცხლეს და გასაკეთებელს გააკეთებდი პლიუს მქონდა იმედი რომ შენი ხათრით ახალგაზრდები მეტს ისწავლიდნენ უფრო კონცეტრირებული უქნებიდნენ და ძველგაზრდები ადრინდელ მაიმუნობებს ( რაც ხშირად ახასიათებდათ შენამდის და შენი თაობის ბევრ ფეხბურთელებს ) არ გაიხსენებდნენ …გამოდის შენ წადი ვინც საჭირო იყავი და ვინც არაფრად არ გვჭირდება პირიქით უკან გვექაჩება არიან ბალასტი ახლა კი არა ახალგაზრდობაში არ გააჩნდათ სიჩქარეები და მაშინდელსას ჩამორჩებოდნენ ახლა ხომ მითუმეტეს თან სიჩქარეებს შევეშვათ არ გააჩნიათ არც პასი არც დარტყმა და ართმევაშიც ხა-ხა გაჭირვებულ სამიანს თუ დაუწერ …ჩემამდის ვერ დადის რა უნდათ ასეთ ხალხს ნაკრებში როგორ უნდა ითამაშონ იმ ტემპში რა ტემპსაც თამაშობს კვარა და ჯორჯი ამ ბოლო დროს ჩაკვე და კიტე პლიუს ფლანგებზეც რაკეტები გვყავს გინდ წიტა იყოს გინდ საბა გინდ გოჩო ( აზარას რას ერჩოდნენ ვერ ვხდები) ასე თუ ისე სირბილი შეუძლიათ შენგელიასაც ქოჩორასაც და ბუდუსაც მცველების დონეზე კვერკვე ( თუ გუშინ ტრამვას გადაურჩა ) ადრე ძაან სწრაფი იყო მაგრამ ახლაც არაუშავს ასევე როგორც კაკაბას და დვალსაც ( სწრაფი მცველებიდან კიდევ ერთი სწრაფი საზონოვიც დავტოვეთ)…რა ვი მგონი ვინც ჩამოვთვალე ან მხოლოდ ესენი უნდა ათამაშოს ალბათ ან დამდგარი ფეხბურთში ტარდება ევროპის ჩემპიონატი …?! ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა იმ მოსიარულე ბებრების მაგივრად წაეყვანათ აზაროვი საზონოვი არაბიძე სიგუა და ორივე გაგნიძე გორელიც და ისიც იმ ღრუსეთს რომ ვერ მოშორდა ხოლო თავდახსმაში ერთი ზედმეტი ტვირთის მაგივრად გულიაშვილს წავიყვანდი …თამაში მართალია არც ამათ მოუწევდათ ბევრი მაგრამ ეს ის ბიჭებია ვინც ხვალ გახდება ( სულ მალე სექტემბერში) ნაკრების ბირთვი და რამხელა გამოცდილებას მიიღებდნენ …და არ მოგვიწევდა ევროპის შემდეგ ახალი ნაკრების შენება …ისე ეგებ ჯაბამ თავისი საქციელით უთხრა მათ აუეეე რა დროს უკვე ნეკრებობაა ზეგ მაინც დაამთავრებთ კარიერას და ჯობს ახალგაზრდებს დავუთმოთ გზაოოო ….რა განა ესენიც ვერ მიხვდნენ რომ ჯაბასგან აიღონ მაგალითი მაგრააამ “ხარბიაა კაცის გუნებაოო “….ოღონდ მანდ სიტყვა კაცი ამოსაღებია !!!! აი ჯაბა კი მაგონებს იმ ბიჭებს ვინც ომის დროს სხვების გადასარჩენად რომ თავს წირავდნენ …!!! ჯაბა მადლობააააააააააააააა
გიგლია
მიძღვნილსა საუფროსოსა ამხანაგებსვე სწირავდეს ... სწორ ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს ცდუნება არა სძირავდეს
!
დაცვაში ვინ უნდა ითამაშოს??ვის დააყენებ??უთამაშებელ და გამოუცდელ საზანოვს და ლოჩოშვილს?
ზურა
ჯიგარი ხარ ჯაბა ბევრი ესეთ ნაბიჯს არც გადადგავდა ოღონდ წასულიყვნენ დიდი მადლობა ამისთვის რომ გესმის და ყველაფერს ითვალისწინებ…ეხლა რაც შეეხება ივლი სანიოლს შეუძლია აზაროვი წაიყვანოს რადგან ჯაბა შენ გაუხსენი გზა ბიჭს რომელსაც უდიდესი ტალანტი აქვს და მისი ესე დატოვება მართლა არ შეიძლება…
ჯუსიფრუტ
ღადაობ ხო? თუ ფეხბურთელი ხარ და ამათ აბრალებ შენ არ გამოძახებას. ვინ გყავს მაგათ ადგილზე ნაკრებში უკეთესი? თან 5 ფეხბურთელის მოხსნა :)))
სოსო
მისნაირი ადამიანი,ყოველი მეათე გვყავდეს და ჩვენ ბედს,ძაღლი არ დაჰყეფდა.ჩემი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა,ჯაბა კანკავას.მწვრთნელები არაფერ შუაში არიან.ავყია, ვითომ გულშემატკივრების მწარე ენებს გაერიდა.ეს უკვე მეორედ.ჩუმი პროტესტია,დაუმსახურებელი შეურაცხყოფის წინააღმდეგ.
რიმა
და მერე შენ ითამაშებ?
gio gio
ეს არის ვაშკაცობის მაგალითი,რომლის გაკეტება მხოლოდდა მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ,ჩემი აზრით დროა დავაფასოთ ყველა ღირსეული ვეტერანი ნაკრების წევრი და მოუწყოთ საკადრისი გაცილება და თავი შევიკავოთ ნაკრების ფეხბურთელების უაზრო ლანზღვა გინებისგან.(რა თქმა უნდა ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობ)წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს.
!
დაცვაში ვინ უნდა ითამაშოს??ვის დააყენებ??უთამაშებელ და გამოუცდელ საზანოვს და ლოჩოშვილს?
alex
მინდოდა გუნდთან ყოფილიყავი.... მაგრამ შენი გადაწყვეტილება გასაგებია..... მაგარი კაცი ხარ ჯაბა.... გენაცვალე...
Marvel
სანაქებო რა გააკეთა? ჩემპიონატის წინ,უკვე გამოძახებულმა რომ უარი თქვა თავისივე ახდენილ ოცნებაზე?
Nika gvaramia
სკამზე ჯდომა იუარა!!! ასეა ეს და სულ მალე გაიგებთ ყველა. მალე რა,ევროპის ჩემპიონატის მერე... კარგად დაიმახსოვრეთ....
გიორგი
ჯაბა კაცობის ეტალონია.ბევრი ჯაბასნაირი ქართველი ამ ქვეყანას და მგონი რაღაც გვეშველებოდა.
ქობულეთიდან
მე როგორც ქართული ფეხბურთის ერთი რიგითი გულშემატკივარი, ვაფასებ ამ კაცის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ ჯაბამ ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი იფიქრა. მადლობა კაპიტანს!!!
Jaba
ბევრი წერს, კომუნიკაციის ნაკლებობაა, აქამდე რატომნარ კითხესო. არ ხდება ასე წინასწარ, ეს მაინც უნდა იცოდეთ. ესეიგი თქვენი აზრით ისე გამოდის, რომ გოჩოლეიშვილს შეეხმიანნენ გიძახებთო და აზარას არა, მერე გოჩომ და სხვა ბიჭებმა დაუმალეს აზარას ეგ ამბავი,იმანაც ვერ გაიგო აქამდე. ანუ თუ სიმართლე გაინტერესებთ, გამოცხადებდე არავინ იცოდა გამოძახებული იქნებოდა თუ არა, ხოდა როცა გაიგო იფიქრა კაცმა ორი დღე და მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჯაბა, დაგვაკლდები, თუმცა შენ უკეთ იცი და კიდევ ერთხელ პატივისცემა.
ეჰ ჯაბა, ჯაბა.
მართლა გჯერათ რომ ჯაბამ რამდენიმე დღე იფიქრა და გადაწყვიტა უარის თქმა? კაცი, თანაც კაპიტანი, მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა და უცებ დაუთმო ადგილი სხვა მოთამაშეს? აბა რისთვის თამაშობს საერთოდ ფეხბურთს თუ მთავარ ოცნებას ვერ ისრულებს, თანაც თავისი გადაწყვეტილების გამო? ზღაპარია. უარი ათქმევინეს. ნამდვილ მიზეზს ეს არ გვეტყვის, როგორც ხვიჩამ არ თქვა კოვიდზე რამე. ასაკი არაფერ შუაშია. საუკეთესო რომ არ ყოფილიყო, სანიოლი არ გამოიძახებდა.
შენი ლოგიკა ...
ჰო, ოთხი -ხუთი ფეხბურთელი კიდევ გავუშვათ და ბარემ... საერთოდაც უარი ევროპის ჩემპიონატზე - მერე იქ რაღა გვინდა?! :)))
არა და
კაშიამ რატომ უნდა "მიბაძვჟოს" ?!
guga
ნაკრებში ახლა რომ არის, ისეთი გარემო არასდროს ყოფილა. ეგეთი ვარაუდები, კომენტარები და ჭორების გავრცელება უფრო აფუჭებს გარემოს. კითხულობენ ბიჭები ამ კომენტრებს და შეეშვით ამ პოლიტიკანობას. ვკონცენტრირდეთ ფეხბურთზე და წარმატებაში რა წვლილის შეტანაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ.
guga
ხო და შენ წახვალ და ითამაშებ? :))))
izi
რიგითადაც შეგიძლია არ მიიღო მონაწილეობა თუ იცი, რომ დახმარება შეგიძლია და არ დაეხმარები შენს გუნდს ე.ი. მოღალატე ხარ. ვიღაც წერს არ უნდა რომ დაუსტვინონო. თუ ვინმე ვინმეს დაუსტვენს ეს იქნებიან ნაცებისგან დაორგანიზებული ადამიანები რომელებსაც ეტყვიან- ა, შენ კიკუ ათი დოლარი და საქართველოს ჰიმნის დროს ჩაუსტვინეო. ისე, იქ ერთი ადამიანიც კი არ იქნება ვისაც რაიმე ინფორმაცია ექნება გამჭვირვალობის კანონის და გიგაურის შესახებ.
რაბუ
ჯაბა კაცი ხარ. ჩემ თვალში ამ საქციელით კიდევ უფრო ამაღლდი.
ესაა პიკასოს ბიჭი
იგივეს ველოდებით კაშიასგან, კვერკველიასგან, მექვაბიშვილისგან, ქვილითაიასგან და ა.შ. მადლობა კაპიტანო!
Lizi - ს
თქვენ ნამდვილად ქალი ხართ !(?) -------------- ამხელა პოლიტიკური ბელეტრისტიკა , ასეთი ზიზღით, ფიზიკური ე.წ. ნაკლის წამოძახება და ა.შ. და ასე ადამიანების ლანძღვა ქალისგან, თუნდაც ვინმეს დაცვის მიზნით ... და რა ?!
ჯეჯე
ღირსეული ადამიანი!კაშიაც თუ მიბავჟძავს არ იქნება ურიგო ნამდვილად!
კარეკა
ნაცები ქოცები მე არ ვიცი, მაგრამ გუნდში რომ რაღაც კომუნიკაციის პრობლემაა და ეს ძალიან ცუდია, აშკარაა! (( როგორ შეიძლება, შემადგენლობის დასახელების შემდეგ ფეღბურთელი იძახდეს, რომ მე ვეღარ გავქაჩავ და სხვა ნახეთო.ეხლა პირდაპირ ხომ არ იტყვის მასე, და ტაქტიანად ეგ თქვა! (( ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამწვრთნელო და სასელექციო ბორდისგან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იკვეთება, უფრო სწორად, "ინდიფერენტულობა სანაკრებო შემადგენლობის დასახალების დროს", ასე გამოჩნდა. ესეიგი ტიპებმა, დაკეცილი თაბახის ფურცელი (ერთი/ორი კვირის ჯიბით ნატარები) გაშალეს ჟურნალისტებს დაუძახეს და შემადგენლობა დაასახელეს, ისე რომ არც არავისთან გაუვლიათ (დასახელებულ ფეხბურთელებს ვგულისხმობ და იმათ ვინც შემადგენლობაში მოხვედრასთან ახლოს იყვნენ) კონსულტაცია, მაშინ როცა იგივე პროცესი გაიარა უკვე უამრავმა ნაკრებმა, და სანაკრებო ფეხბურთელების კონკრეტულ მატჩებს ესწრებოდნენ და ეს მართლა ვარსკვლავი მწვრთელნელები ქალაქიდან ქალაქში დარბოდნენ, რომ მატჩებს დასწრებოდნენ, აქ მთავარი ის კი არ არის რომ თამაშებს აკვირდებოდნენ?, არა. დიდი ალბათობით მოთამაშეებსაც ხვდებოდნენ უშუალოდ და ესაუბრებოდნენ საჩემპიონატო სიის შედგენის და წასაყვან არწასაყვან ფეხბურთელებზე, ერთი სიტყვით ყველაფერზე ესაუბრებოდნენ რაც მომავალ საჩემპიონატო ბატალიებს ეხებოდა, არ გამიკვირდება პროცესში უკვე ფსიქოლოგები დიეტოლოგები ფიზიოთერაპევტები და აშ იყვნენ ზოგიერთის სანაკრებო ბანაკაში ჩართულები! (((
დავით 67
აქ ბევრი წერს ვითომ მთავრობამ აიძულაო, მაგრამ ეს არის დიდი ტყუილი. ჯაბას ვერავინ ვერაფერს აიძულებს, მის საწინააღმდეგოდ რამე ქმედებას. ვინც იცნობს მის ხასიათს დამეთანხმება. რა თქმა უნდა ღირსეულად მოიქცა.ასაკს ვერ მოატყუებ.თვითონაც ხვდება ამას. ბევრ ცნობილ ფეხბურთელს დაუმთავრებია (ნახევრად ნაადრევად )კარიერა და უთქვამთ არ მინდა ტრიბუნებიდან მისტვინონო
სტუმარი
ძალიან დიდი ფეხბურთელი და დიდი პიროვნება ხარ, კაპიტანო!
ჯაბა
ადამიანობის გამოვლინების უმაღლესი დონე. ბრავო.
T.q
მადლობა კაპიტანო! ყველასთვის გასაგებია შენი გადაწყვეტილება. და საქვეყნოდ ღვთის წინაშე გიხდი ბოდიშს რომ ერთ ერთი წინააღმდეგი მე ვიყავი შენი ფლეიოფებში გამოძახების რადგან გულწრფელად სიხისტის და ჯარიმების მეშინოდა თუმცა შენ რო მინიიმუმ გასახდელში საჭირო იყავი ეგ არ მიფიქრია ამიტომაც გიხდი ბოდიშს შენ გეკუთვნის ისეთი დაფასებული გაცილება როგორი დაფასებულიც ხარ ჩვენს თვალში და დაიმსახურე!
თენგაბი
იშვიათი კაცია ჯაბა - ღირსეული, მებრძოლი სულისკვეთების. ეტყობა ზოგიერთის ავყია კომენტარმა გული ატკინა და ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ჯაბა არავისზე ნაკლები არ არის და მარტო მისი საბრძოლო განწყობა გამოადგებოდა ნაკრებს, თუ გინდ, ერთი ტაიმი. ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ უნდა იყოს და კიდევ დავფიქრდეთ. ჩემგან დიდი პატივისცემა და წარმატებები ჯაბას. ღირსეული გაცილება აუცილებლად ეკუთვნის და თბილისში, ნაკრების უახლოეს თამაშზე უნდა მოხდეს.
T.q
და სიაგუასთან რა პრეტენზია გაქვს ან რა არ მოგეწონა მაგ ბიჭში??
ბესო
ჯაბაზე ღირსეული ვინ გყავს რომ სხვას დაუთმო?
დავითი
ანუ სანიოლმა იქამდე არ დაურეკა?არ კითXა აზრი?გაფართოებილ სიაში ვაპირებ შენ ჩასმას და წინააღმდეგი ხომ არ ხარო?რავიცი,რავიცი.
T.q
ნამდვილად! ეს სხვა ზნეობის სიმაღლეა კაშია თუ გესმის??
T.q
იმედია ოქრიშივილი არ ჩაანაცვლებს რაღაც ცუდის მომასწავლებელია ეს!
semi
რა ბრიყვული აღტაცებით წერთ მადლობებს?, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ქოცებმა რუსეთის გინებისთვის მოხსნეს გუნდიდან? უბრალოდ ჯაბაა კაცი და აღარ აამღვრია წყალი.
ლია
კაცობის და ღირსების მაგალითი!!გვიმრავლოს შენნაირი კაცები საქართველოში!!!
Nodar meladze
კულისებში რარაც მოხდა როგორც ჩანს. ორი დღის უკან არ ქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული?რომ სანიოლისთვის ეთქვა? და ვიზე ნაკლებად ეკუტვნოდა კანკავას ევროპაზე თამაში ამ ნაკრებში,მთელი კარიერის განმავლობაში ეს იყო მისი და ჩვენი ოცნება... და ნუ პროფესორობთ აქ ზოგიერთი,რომ სწორი ქნა რომ სხვას დაუთმო ადგილიო ვის ვის და კანკავას არავიზე არ ქონდა ადგილი დასათმობი.მერე რა რომ ისევ ისე ვეღარ თამაშობს.დანარჩენები ხომ რას ამბობთ დაფრინავენ რა... გვარებს არ ჩამოვთვლი ყველამ კარგად იცით...
რუსეთს რაა?
ყაველაშვილის ადგილი გამოთავისუფლდა, სასწრაფოდ გამოიძახეთ ნაკრებში.
Lizi
ეე სიმონ ვინაა ხროვა შევმართლა ნარჩენო , კობიაშვილი კალაძე იაშვილი არიან ხროვა? შენ ალბათ პოლიტიკას მიჯაჭვლი კაცი ხარ, კუმირები გეყოლება მელია, ის რა გვარია პატარა გნომი რომ დაყვება, კიდე თვალების ქუთუთოების დამბლა რომ აქვს, ალბათ ეზოში ბურთსაც არ გათამაშებდნენ მარტო მოსატანად გეძახდენ, ეს ზრდილობიანად, დანარჩენი სათქმელი რაცაა შენზე წამკითხველი თვითონ ჩაილაპარაკებს
kote
ჯაბა სხვებისგან განსვავებით კაცია.იმედია სხვებსაც ეყოფათ გამბედაობა და ჯაბას მიბაძავენ და ადგილს ღირსეულებს ღირსეულებს დაუთმობენ.გენაცვალე ჯაბა
Levani
ოქრიაშვილს თუ არ შერცხვა ნეტავ ამის მერე და კიდე სხვებს ვისაც პრეტენზია აქვთ ვინც არ უნდა იყოს რომელია ვარსკვლავი.
მამუკა
პატივისცემას გიდასტურებთ კაპიტანო!!!
ხამი
რეაქციებს თუ გადახედავ თავად მიხვდები ვის აქვს დასახვევი და სად. 1 ლაიქი და ისიც დარწმუნებული ვარ თავადვე დასვი საკუთარ კომენტარზე :D:D:D პ.ს 2კგ ხახვის სურნელი დაკრავს კომენტარს:D
Რერო
კანკავას აზაროვი ამ ეტაპზე ყველა პოზიციაზე აჯობებს კანკავას სადაც არ უნდა დააყენო. პასი, ტექნიკა,სისწრაფე ყველაფერი უკეთესი აქვს.ერთი ეგაა რომ ჭიდაობაში ვერ აჯობებს.
მწარე
ჯაბა ოდითგანვე კაცია! მართალი და სამართლიანი. საინტერესოა ჯაბას საქციელის შემდეგ მაინც თუ ეყოფა რომელიმეს გამბედაობა და შეგნება, განსაკუთრებით კი მათ ვინც აცნობიერებს, რომ წუთის გატარებაც არ უწერია მოედანზე, უარი თქვან განაცხადში ყოფნაზე და ასპარეზი ახალგაზრდებს ან უბრალოდ უკეთესებს დაუთმონ. ვერ დავიჯერებ, რომ კანკავაზე მეტად უნდოდა რომელიმეს ევროპაზე წასვლა! კაცი, რომელიც წლების მანძილზე ნაკრებს კაპიტნობდა და დარწმუნებული ვარ ამ დღეზე დანარჩენებზე მეტი და გაცილებით დიდხანს უოცნებია!
G.LA
მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის. ასეთი დიდი გულის ადამიანი ძალიან იშვიათია. ბოლო შანსზე ცხოვრებაში უარი თქვა დიდ ფორუმზე მონაწილეობაზე…..))) სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული შენს მიმართ. სამაგალითო კაცი და ადამიანი ხარ. ❤️
ქორ-პარიკმახერი
აქ ყველანი ფეხბურთის და ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივრები ვართ (ფანებიც გვირევია))) . ზედმეტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მინდა ყველას მოგმართოთ. ჯაბა კანკავას როგორც ღირსეულ კაპიტანს ეკუთვნის ღირსეული გაცილება ნაკრებიდან. აქ კომენტარებს ბევრი კუთხულობს. მაქვს ერთი მოსაზრება: შემდეგ სანაკრებო თამაშზე რომელიც ჩატარდება საქართველოში ნაკრების ხელმძღვანელობამ მოიწვიოს ჯაბა თამაშზე და თუნდაც 10 წუთი ათამაშოს , ხოლო ჩვენ გულშემატკივრეებმა დავაფასოთ, მივიდეთ სტადიონზე და ღირსეულად გავაცილოთ ღირსეული კაპიტანი ნაკრებიდან. ვინც მეთანხმებით ,,ლაიქი" დასვით რომ ყურადღება მიიქციოს ამ კომენტარმა და იქნება გაითვალისწინონ გულშემატკივრების აზრი. გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, როგორც ჯაბა აკეთებდა უხმოდ, მაგრამ მთელი სულით და გულით!
მაგარი კომუნიკაცია აქვთ)))
სიას აქვეყნებს სანიოლა და ბიჭებს არავინ ეხმიანება, იქნებ არ უნდა საერთოდ კაცს თამაში ან სხვა რამე პრობლემა აქვს? მერე გვიკვირს ხვიჩას ყვითლები რატომ არ დათვალეს დროულად. კომპეტენცია - ნოლი, პროფესიონალიზმი - 0, პასუხისმგებლობა - არავითარი. ამხანაგურის გასამართად ქვეყანა ვერ მოძებნეს დუნიაზე. ))))))))))))
ფეოლაძე
გამიოძახებენ აბურჯანიას, ან გვილიას, ყაზაიშვილს, შეიძლება სულაქველიძეც გამოიძახონ. ცოტა წონის პრობლემა აქვს თენგოს, მაგრამ 2 კვირაში თავისუფლად დააგდებს 30 კილოს. მარადონა ამოკეტა, ფეხი არ გაანძრევია.))))))
გ.შ.
ეს მისთვის მე 10 ხარისხოვანია ალბათ მაგრამ, ჩვეულებრივად წკუთვნის პრემია, რაც დაუწესდა ჩვენს ნაკრებს და იმედია ასეც მოხდება... დანარჩენი ადამიანიააა
გივი
აქ ჩანს რა კაციც ხარ, შემირცხვენია თქვენი ქართველობა. დაახვიეთ საქართველოდან ვისაც არ მოგწონთ. შენი გაკეთებული არაფერი მინახავს
ავჭალიდან
მისაბაძი კაცი. ნეტა ყოველი მეორე ქართველი ასეთი იყოს. დაგვეჭიდოს ბარეორი....
გოგა-ს
და ყველამ ერთად როგორ უნდა მოვითხოვოთ ორი კაცი?
jei-jei-jei-jei Okocha
ოო, საინტერესოა ახლა როგორღა მოახერხებენ აზაროვის, საზონოვის ან თუნდაც არაბიძის დაბლოკვას )) მარა ესენი ისეთი ნიჭიერებია, მოიფირებენ რამეს... და წაიყვანენ სიგუას, სალიას ან დავიდ' ბლინკენაშვილს, ალბათ ))
მირო
რაღაც უნახავმა რა ნახაო იმასთან გვაქ საქმეე(( ძლივს გავედით და ეხლა რაღაცას ვბოდიალობთ...არ გამიკვირდება თანაშზე რო დავაგვიანოთ...
ABCABC
დღეს ვფიქრობდი რო კანკავამ რომ უარი განაცხადოს გასვლაზეთქო და ეს სტატია მხვდება, რავი საღოლ ამ კაცს ჯიგარია სავარაუდოდ აზაროვს დაუძახებენ მიუხედავად იმისა რო პოზიციურად არ ერგებიან, მადლობა ჯაბას რაც ჩვენი ნაკრებისთვის აქ გაკეთებული სამაგალითო პიროვნებაა
ტოტტი
ნეტა ეხლა მაინც გამოიძახებდნენ არაბიძეს .
Bs
აუუ! და კანკავას ადგილზე ითამაშებდა აზაროვი? რატომ არ ესმის ზოგიერთს ნათქვამი, რომ აზაროვის ადგილას შენგელია და წიტაიშვილი არიან გამოძახებული, აქ ასევე შეუძლია თამაში გოჩოლეიშვილს და უკიდურეს შემთხვევაში დვალს. რომ გაიძახით აზაროვიო, მარცხენა შემტევი მცველის გარდა სად შეუძლია მას თამაში და ვინ უნდა ამოეგდო ჩამოთვლილი ბიჭებიდან შემადგენლობოდან? მხოლოდ შენგელია და ისიც იმის გამო რომ უთამაშებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სამართლიანი იქნებოდა შენგელიას ამოგდება? რომელიც ნამდვილად ჯობია აზაროვს და თანაც სხვა პოზიციებზეც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში თამაში. მესმის რომ ირაკლი კარგი ფეხბურთელია მაგრამ თქვენი მსჯელობა არაკომპენტეტურია და მხოლოდ ემოციებია და მეტი არაფერი
დავით მეძველია..
ყოჩაღ,დასაფასებელია შენი არჩევანი,გეტყობა რა ადამიანიც ხარ,შენს მაგივრად არჩევანი მწვრთნელმა შენ უნდა გაგაკეთებინოს ,როგორც ლიდერს და კაპიტანს...ყველასთვის მისაღები უნდა იყოა შენი გადაწყვეტილება..წარმატებები კაპიტანო
სოსო
ვხვდები,რატომაც მოიქცა ასე.ნამდვილი ქართველი კაცი,ვაჟკაცი და კაპიტანია ,ჯაბა,მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე,ღირსების გამძაფრებული შეგრძნებაც აქვს და როცა უამრავი ადამიანი,ჭილყვავივით დაეხვია,რა პრობლემაა,თუ ზედმეტად მთვლით,წავალო და უკვე მეორედ წავიდა ნაკრებიდან.უსაყვედუროდ,მაგრამ უსამართლო მოპყრობის გამო,გულდაწყვეტილი.არა და სჭირდებოდა ნაკრებს,თუნდაც გასახდელში,მაგრამ სჭირდებოდა.ჯაბას გამოცდილების კაცს,ვერანაირი სიტუაცია ვერ დააბნევს და წყობილებიდან გამოიყვანსამას ხაზს,ნაკრების ფეხბურთელებიც ხშირად უსვამდნენ.ჯაბა ღირსეული კაცია,იმათგან განსხვავებით,მასზეც და ნაკრების სხვა მრავალ ფეხბურთელზე გულისამრევ პოსტებს დაუზოგავად ამრავლებენ და ოცნებობენ,ნაკრებმა სრული ფიასკო განიცადოს.ასეთივე ბულინგის წნეხის ქვეშ აღმოჩენილმა სხვა ფეხბურთელებმაც უარი რომ თქვან თამაშზე,ნეტავი მაშინ როგორ მოიქცევიან?ალბათ იქით დაუწყებენ გინებას,თამაში არ უნდათო.არა და აშკარაა,რომ ეს ყველაფერი,მიზანმიმართულად ხდება.მავანნი,დაიმალებიან,მერე კი ერთბაშად დაატეხენ შეურაცხყოფის ტალღებს ან ამას,ან კი იმას და მერე,კვლავ მიჩუმდებიან,ახალი ბრძანების მიღებამდე.ძალიან სამწუხაროა,ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრებისათვის,თუმცა ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
L.J .
Poziciit ar jdeba,magram AZAROVI nakrebshi Vili!!!!!
Lobotka
ეს მისი გადაწყვეტილებააა და პატივს ვცემ! შედეგი იგივე იქნება რაც იქნებოდა კანკავსტან ერთად! იმედია ერთ თამაშს მოვიგებთ! წარმატებბები ბიჭებს!
ირაკლი
ეს კაცი ჩემთვის მაგალითია, ქართველი სპორტსმენის და კაცობის!!!
საქართველო უპირველესად
მიბაძეთ ჯაბას კაცობაში,კობიაშვილო,სანიკიძე,კალაძე და წადით ბინძური პოლიტიკიდან!!!
Რერო
ახლა მაინც გამოძახოს აზაროვი. კანკავას წაყვანა და მისი დატოვება საცოდაობა იყო.
ანი
კაცების კაცი!❤️
გოგა
ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ არაბიძე, ან საზონოვი
გოგა
კლუბშიც არ ეძლევა თამაშის შესაძლებლიბა ხვდება რომ არაა ფორმაში
Bs- სპეციალისტების აზრი მაინტერესებს და არა ასე ვთქვათ ,,ფანების"
მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ პირადზე წინ ისევ საერთო ინტერესები დააყენე! დიდი კაპიტანი და დიდი ადამიანი! აზაროვის გამოძახება ალბათ გამორიცხულია რადგან მის პოზიციაზე ორი კაცია უკვე ნაკრებში. უშუალოდ ჯაბას ადგილზე ქოჩორაშვილის გარდა რეზერვად (რამდენად გაქჩავს სხვა თემაა) მექვაბიშვილიც გვყავს, სხვამ ვერავინ ვერ გაამართლა ამ პოზიციაზე და არც იმსახურებენ გამოძახებას. არაბიძეზე ვეთანხმები სანიოლს. თანაც მის პოზიციაზე ნაკრები შევსებულია საკმარისად. დაცვის მარჯვენა მხარეს გვაკლია კაცი, და ამ სიტუაციაში ყველა სხვას ისევ საზონოვი სჯობია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში განაპირა მცველადაც შეუძლია და მარჯვენა ცენტრაურადაც, უკეთესი ნაკრების მიღმა ამ პოზიციაზე სხვა არ გვყავს. ასე რომ საზონოვის გამოძახება აუცილებელი მგონია, უკიდურესად აუცილებელი. სხვა თუ გამოიძახა ნებისმიერი, მაშინ ჩემთვის და ალბათ ყველა სპეციალისტისათვისაც გაუგებარი იქნება მისი გადაცყვეტილება! და უნდა მოსთხოვონ ჟურნალისტებმა ახსნა ნებისმიერი გადაწყვეტილების.
ნაპოლეონი
ეს უკვე საღოლ. . ძალიან ვიყავი გაბრაზებული მარა ამ კაცმა საზოგადოებრივი აზრი გაითვალისწინა ,განსხვავებით კობიაშვილის ხროვისგან. . . ეხლა ისაა საინტერესო ვის გამოჩხრიკავენ.დიახ სწორედაც რომ გამოჩხრიკავენ,ისე როგორც სულ მცირე 5 კაცი ყავთ გამოჩრეკილი. .
სიმენონი
კანკავამ არაბიძეს დაუთმო, ჯერი კაშიაზეა, გურამ დაუთმე აზაროვს ადგილი, გვჯერა შენი!
სიმართლე
ვილი, აზაროვი სჭირდება გუნდს. ის მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ჩემპიონატზე.
suxumchanin
შენს კაცობას ვენაცვალე ვაჟკაცი ხარ ჯაბა! ასეთი კაცები რომ იდგნენ სათავეში არაფერი გაგვიჭირდებოდა
მწვრთნელი
ნეტა ყველას ფედერაციაში და სამწვრთნელო სტაფში შენნაირი შეგნება მისცა ჯაბა! ახალგაზრდებს, რო გზა უნდა გაუკვალო და დაუთმო რა ახალია!? ყველამ ვიცით, რომ ევროპის ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ და მის მერე ნახევარი მოთამაშეები გუნდიდან წავა! მიეცით საშუალება იმედისმომცემ ახალგაზრდებს!
DAVE
ფაქტიურად ეს გვითხრა: “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”. მადლობა ჯაბა !!!!
pablo
აა ძმაო კაცი! ყოჩაღ ჯაბა შენს შეგნებას! აბა ვილი და დანარჩენებო , სიტყვა აწი თქვენზეა და იმედია კიდევ რამეს არ გამოიგონებთ და აზაროვიდან, საზონოვიდან, სიგუადან და არაბიძიდან, რომელიმეს მაინც აღირსებთ ავროპის ჩემპიონატზე წასვლას!
Lasha
Aihet magaliti iashvilo kobiashvilo kaladze yavelashvilo yvelaferi ro dakarget da gulshematkvitrbshi rac siyvaruli qondat haers ro gaatanet
ლადო
სწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ფედერაციამ არ იცოდა აქამდე ეგ გადაწყვეტილება საინტერესოა? დაამატეთ არაბიძე
საქართველო
ვენაცვალე შენს კაცობას. მადლობა კაპიტანო
ნოდო
მერედა ეგ მანამდე ვერ შეატანხმეთ სანამ სიას ოფიციალურად წარადგენ ჰო უნდა უთხრა თითეულს პირადად
fani
შენ გენაცვალე, ჯაბა! კაცი ხარ კაცური და ნამდვილი პატრიოტი ხარ, რაც იმაში ჩანს რომ ახალ თაობას უხსნი გზას (ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია)
დიმო
ყოველთვის ღირსეული კაპიტანი იყავი და დარჩები სამუდამოდ! მადლობა ყველაფრისთვოს კაპიტანო!
bd
მეუცნაურია
DAVE
ჯაბა, შენ ნაკრებს დაუდექი გვერდით, მაშინ როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა პლეიოფებში, თუმცა იმდენი შეგნება და ადამინური მორალი გაქვს, რომ ხვდები სხვებმა მეტი გაიღეს მაქამდე მისასვლელად და ფაქრტიურად ადგილს უთმობ მას ვინც ამისთვის მთელი 4 წელიწადი იწვალა. მადლობა ჯაბა, ნამდვილი და მისაბაძი კაპიტანი იყავი ხარ და დარჩები ჩემთვის.
კიეზა
ჯიგრიანი ქართველი ხარ შენ გენაცვალე გულში..განა არ იმსახურებ..სულ რომ იარო მოედანზე.მაგრამ კაცური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა..1 კაცს გაუთავისუფლა ადგილი ნაკრბში..თუმცა სულ კიდევ რამოდენიმემ რომც გააკეთოს იგივე..აზაროვს და საზონობს მაიმც არ დაამატებს სანიოლი...თუმცა ეს ჯაბას საწციელს ვერ დააკნინებს..
Irakli
არ ვიცი ეს რატომ გააკეთა და რატომ ფიქრობს რომ ნაკრებისთვის სასარგებლო არ იქნება, მე უფრო პირიქით მგონი, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. კაცი ხარ ჯაბა! წარმატებები და მადლობა!
მირიანი
ყოჩაღ ჯაბა! ეს პროტესტია მისი მხრიდან!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება