"ინტერის" 27 წლის ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა მანჩესტერულ კლუბებს შეუთვალა, ბოლოს და ბოლოს რომელიმემ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგითო
27 წლის ჰოლანდიელ გამთამაშებელ ვესლი სნეიდერს მისი ტრანსფერის შესახებ დაუსრულებელი ლაპარაკი მობეზრდა და მანჩესტერულ კლუბებს შეუთვალა, ბოლოს და ბოლოს რომელიმემ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგითო.

"ინტერის" ვარსკვლავმა აღარ დამალა, რომ "ნერაძურის" ის გასაყიდთა სიაში ჰყავს შეყვანილი. სნეიდერმა თქვა:

"მე გასაყიდთა სიაში ვარ, რადგან "ინტერს" ფული სჭირდება, ოღონდ ამისათვის აუცილებელია მყიდველმა გუნდმა ადექვატური თანხა გადაიხადოს. კერძოდ რამდენი? ამას მე ნუ მეკითხებით, ტრანსფერების სპეციალისტი არ გახლავართ".

მოგეხსენებათ, ზაფხულის ორმა თვემ ისე ჩაიარა, რომ სნეიდერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე ლეპარაკი არ შეწყვეტილა. შემდეგ, საქმეში მანჩესტერის მეორე გუნდი, "სიტიც" ჩაერია - მილანელებს 34 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაც 39 მილიონ ევროზე მეტია. აღსანიშნავია, რომ გამთამაშებელი ამ კვირაში ლონდონში ჩავა - ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებებს ამხანაგური შეხვედრა აქვთ დანიშნული. იქნებ, რომელიმე მხარემ მასთან პირადად დალაპარაკება სცადოს.

სნეიდერმა დასძინა: "თუკი "ინტერის" ფეხბურთელად დავრჩები, მანჩესტერის გუნდებს შორის არჩევანის გაკეთება არ მჭირდება. ინგლისთან ამხანაგური თამაშის შემდეგ ხუთი დღით თავისუფალი ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ დროში ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა".

"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელმა შეფმა დევიდ გილმა მრავალმნიშვნელოვნად თქვა, რომ სატრანსფერო ბაზრის დაკეტვამდე მისი კლუბი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს დაიმატებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა