თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ფინალურ სერიას მიუახლოვდა. "ვირტუსმა" ბოლონიაში "ვენეციას" უმასპინძლა და დაძაბულ, დრამატულ ფინალში მინიმალური სხვაობით – 79:78 სძლია. შედეგად, "ვირტუსი" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალის საგზურის მოპოვებამდე 1 მოგება აშორებს.

არადა, "ვირტუსი" წაგებას ბეწვზე გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიური გუნდი მე-3 პერიოდში მთელი 22 ქულით იგებდა, საბოლოოდ წაგების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ვენეციელებმა, წინა მატჩის მსგავსად, დიდი ჩამორჩენა გააბათილეს და ბოლო წუთზე წინაც გავიდნენ – 78:76. ჯერ იყო და, დანიელ ჰაკეტიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რითაც თამაშის დასრულებამდე 37 წამით ადრე ჩამორჩენა შეამცირა; შემდეგ კარგმა დაცვამ ის შედეგი გამოიღო, რომ ვენეციელი რეიჟონ ტაკერი შეტევაში დაჯარიმდა და ბოლონიელებს თამაშის გადასარჩენად 21 წამი დარჩათ.

მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ამირ სიმსი ისაია კორდინიეზე დაჯარიმდა, ამ უკანასკნელმა კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და "ვირტუსს" გამარჯვება მოუტანა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში მოკრძალებული – 15 წუთი გაატარა. ეს საჯარიმოების ბრალი იყო, რომელიც ქართველ ფორვარდს ნაადრევად უხვად დაუგროვდა და საბოლოოდ, მე-4 პერიოდში 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა. 15 წუთში შენგელიამ 5 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. მან 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ბურთი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.

როგორც აღვნიშნეთ, "ვირტუსი" სერიას 2:0 იგებს და ფინალამდე 1 მოგება აშორებს. მომდევნო მატჩი ვენეციაში, 29 მაისს გაიმართება. მეორე ნახევარფინალში მილანის "არმანი" 1:0 უგებს "ბრეშას".

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა