საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია! კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩი თბილისში დაძაბულ ბრძოლაში – 90:82 (სტატისტიკა) მოუგო “კავკასიას”, საერთო ანგარიში 3:1 გახადა და ქვეყნის უმთავრეს საკალათბურთო ტიტულს დაეპატრონა.

ეს გახლავთ ქუთაისელთა მე-3 საჩემპიონო ტიტული. აქამდე იმერულ კლუბს სუპერლიგა 2016 და 2022 წლებში ჰქონდა მოგებული და ყველა ჯერზე, კოტე ტუღუშის წინამძღოლობით. პირადად ტუღუშისთვის, მწვრთნელის ამპლუაში ეს გახლდათ საქართველოს ჩემპიონის მე-5 ტიტული – ხსენებულ ქუთაისურ ტიტულებთან ერთად მან ოქროს მედლები “არმიასა” (2012) და “შსს აკადემიაში” (2014) მოიგო.

"ქუთაისმა" ჩემპიონობა დაიმსახურა, იმდენად კარგად ჩაატარა ფინალური სერიის თბილისური მატჩები, თუმცა "კავკასიაზეც" სათქმელია: ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს დასრულებული სუპერლიგის პლეი-ოფიდან ჩემპიონობის 2 სოლიდური კანდიდატი – მეოთხედფინალიდან თსუ და ნახევარფინალიდან გურჯაანის “დელტა” გააგდო. ტიტულის მოგების ყველაზე რეალურ კანდიდატებად ამ გუნდებთან ერთად "ქუთაისი" ითვლებოდა და სწორედ კოტე ტუღუშის გუნდი შეხვდა კავკასიელებს ფინალში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ქუთაისში ფინალური სერიის 1 მატჩი მოიგო და მოედნის უპირატესობას ფლობდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, იმერულმა კლუბმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მაგარი მატჩი ჩაატარა და ჩემპიონი გახდა. "კავკასია", რომელიც დღევანდელ მატჩში უიმედო სიტუაციაში იმყოფებოდა, თამაში შემოატრიალა და გამარჯვებაც შეეძლო, თუმცა…

პირველი პერიოდი იმდენად ვერა, ქუთაისელებმა უფრო მეორეში იძალეს და დიდ შესვენებაზე მატჩში 24-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს – 56:32. ეს გახლდათ იმერული კლუბის გამართული თამაშის შედეგი როგორც პერიმეტრზე, ისე – ფარქვეშ. მესამე პერიოდის შუაწელში ქუთაისელებმა ლიდერობა 26 ქულამდე გაზარდეს და "კავკასია" წაგების ზღვარზე აღმოჩნდა. რომ არა ჯასტინ ფორესტის, ლუკა მაზიაშვილისა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის შედეგიანი თამაში, "კავკასია" მესამე პერიოდის ბოლოსვე გაიწირებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. პერიოდის 28:15 მოგების შემდეგ, ბოლო პერიოდის წინ, 11-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სხვაობა არაფერია, თუმცა "ქუთაისმა" გაძლო. კავკასიელებმა ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება შეძლეს, მაგრამ მეტისთვის ძალა აღარ ეყოთ. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა კალათბურთელმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც ამ შეხვედრაში 8 ქულა შეაგროვა, 5 ბოლო წუთებზე მიითვალა. მან ჯერ სამქულიანი, შემდეგ კი ორიანი მიითვალა და მებრძოლ კავკასიელებს მოგების შანსი, ფაქტობრივად, მოუსპო. პლუს, თბილისელთა გამთამაშებელმა ლუკა მაზიაშვილმა მსაჯებთან კამათის გამო ტექნიკური ჯარიმები მიიღო და "კავკასია" ბოლოსწინა წუთზე 7 ქულით ჩამორჩა – იმედიც გადაეწურა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. სუპერლიგის 2023/24 სეზონის ფინალისტები ვერცხლისა და ოქროს მედლებით ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, პაატა გურასპაულმა და სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ დააჯილდოვეს.

გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელს ატარებს, "კავკასიის" კალათბურთელ ნიკოლოზ გაფრინდაშვილს გელა დარსაძის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა!

სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო, რომელიც ზვიად მიქაძის სახელობისაა, კალათბურთელის შვილებმა, სალომე და იოანა მიქაძეებმა გიორგი ოჩხიკიძეს გადასცეს!

სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი, ჩემპიონი კოტე ტუღუში, სიმბოლური ჯილდოთი სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა!

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე "ქუთაისის" დეტრეკ ბრაუნინგი გახდა, რომელსაც ჯილდო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა გადასცა!

GBF

kombato
suren erovnul nakrebs hyavs serbi mcvrtneli cxolo mas mere umnishvnelovanesi 22 clamdelta nakrebs scored rom tugushi xelmdzgvanelobs. ase rom mazgachoba araa sachiro. kotes carmatebebi
ვაჟა მასწავლებელი
ხომ არ მოვიდა იმის დრო, რომ კოტე ტუღუშს პირველი თუ არა სხვე რომელიმე ნაკრები ჩავაბაროთ? იქნებ ივარგოს? გაიხსენეთ ვისთანაა ნამუშევარი! სხვანაირად ქართველი მწვრთნელების კლასი ვერ მოიმატებს!
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე