ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით

20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით

ქართველ რეფერის, საბა აბულაშვილს, ცხელი ზაფხული ელის. 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ის პირველად იმსაჯებს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, მანამდე კი ოკეანის გაღმა გაემგზავრება და აშშ-ში MLR-ის სამ თამაშს განსჯის.

„შარშან კენიაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზე ვიყავი მიწვეული და ფინალიც ვიმსაჯე, რომელიც ესპანეთმა მოიგო და პირველად აღზევდა ჩემპიონატში. წელს 20-წლამდელთა ექვს ერზე დამიძახეს, როგორც მთავარი, ასევე გვერდითი მსაჯის რანგში. ახლა კი მაქვს პატივი, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე წარვდგე, რაც ერთგვარი ტრამპლინია დიდი რაგბისკენ“ – ამბობს საბა აბულაშვილი და განაგრძობს:

„როგორც მოთამაშეები იღებენ უდიდეს გამოცდილებას ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობით, ასევე მსაჯები ვვითარდებით და სრული დატვირთვით ვემზადები, რათა არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მეც, ჩემი პროფესიით, საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა. 20-წლამდელთა ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია, რომელშიც მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებიც უკვე თამაშობენ დიდ გუნდებში და სწორედ მოთამაშეთა მაღალი ხარისხი განაპირობებს ჩემპიონატის ხარისხს“.

აფრიკამდე ამერიკაში

საბა აბულაშვილი ახალი გამოწვევისთვის უკვე ემზადება და ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობს ფიზმომზადების მწვრთნელის, ოლეგ კასოევის მეთვალყურეობით, ივნისის დასაწყისში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც MLR-ის ჩემპიონატის სამ თამაშს განსჯის.

„MLR-ში მსაჯთა ხელმძღვანელად ირლანდიელი დევიდ ვილკინსონი დაინიშნა, რომელიც სხვათა შორის, საქართველოშიცაა ნამყოფი და ჩვენი ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა. მას პირადად ვიცნობ. ამ პროექტში ჩართულია ჩვენი, ქართველი მსაჯების ირლანდიელი მასწავლებელი დევიდ მაკქიუც და სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი ამერიკაში მიწვევა. ჯერ უცნობია, იქ რომელი თამაშების მსაჯობა მომიწევს, თუმცა ვიცი, რომ სამივე შეხვედრა სხვადასხვა შტატში გაიმართება“.

„ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. 2031 წლის მსოფლიო თასს სწორედ ამერიკა უმასპინძლებს და მაქსიმალურად ცდილობენ რაგბის პოპულარიზაციას. MLR-ში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს და ლოჯისტიკური საკითხების გარდა, ამ მოთამაშეებთან ურთიერთობაც დიდი გამოცდილება იქნება. აშშ-ში „გახურების“ შემდეგ გადავინაცვლებ სამხრეთ აფრიკაში და ჩავერთვები 20-წლამდელთა ჩემპიონატში“ – აღნიშნავს აბულაშვილი.

ახალი წესებით აფრიკაში

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ახალი წესებით ჩატარდება, რომელთა მიზანი, მოთამაშეთა უსაფრთხოებასთან ერთად, თამაშის ინტენსივობის გაზრდაა, რაც რაგბის უფრო სანახაობრივს გახდის. ცვლილება ეხება სამ ძირითად წესს, რომლებსაც აბულაშვილი დაწვრილებით გვიხსნის:

„ახალ წესებზე გადაწყობა მოთამაშეებთან ერთად მსაჯებსაც გვიწევს. ცვლილებები, ფაქტობრივად, ყოველ წელს ხდება და ეს სიახლე არაა, თუმცა ერთგვარი გამოწვევა ნამდვილადაა. ცვლილებების შედეგად მატულობს სათამაშო დრო, რაც რაგბის სანახაობას მატებს“.

„იცვლება თამაშგარის წესი. ფეხით დამრტყმელზე წინ მდგომი მოთამაშეები ვალდებული იქნებიან, იმოძრაონ უკან. მათ თამაშგარიდან მხოლოდ დამრტყმელი ან მის უკან მდგომი მოთამაშე გამოიყვანს და ეს აღარ იქნება დამოკიდებული მოწინააღმდეგის ქმედებებზე, რაც უფრო მეტ სივრცეს შექმნის“.

„თავისუფალის დანიშვნისას აღარ იქნება შესაძლებელი შერკინების მოთხოვნა. ბურთი უნდა გათამაშდეს ან ფეხი დაირტყას, რაც გუნდების თამაშში უფრო სწრაფად დაბრუნებას განაპირობებს“.

„მესამე ცვლილება ეხება რაქში გადაყრას. იკრძალება გადატრიალებით გადაყრა. მოთამაშეზე ხელის მოხვევა, გადატრიალება და რაქის ამ გზით გასუფთავება აღარ შეიძლება. გადამყრელი სწორი მხრიდან უნდა შევიდეს და პირდაპირი გადაყრის წესით გაასუფთაოს რაქი. ეს წესი მოთამაშეთა უსაფრთხოებითაა განპირობებული“.

Rugby.ge

• რეზო

შერკინება თავი დაანებონ, რა! ერთი უცუდესი წესი უკვე მოქმედებს. გარკვეულწილად ვეთანხმები, როდესაც გუდმა დაცვაში იბრძლოა და ბურთი აშკარადა ჩაუხურა მოწინააღმდეგეს, ეკუთვნის. მაგრამ როდესაც არ სჩანს? მაშინ რატომ უნდა ინიშნებოდეს 22იანი, 5იანი შერკინების ნაცვლად? ეს სანახაობას მატებს თამაშს? სანახაობის მომატება თუ გინდა, შემტევ გუნდს უნდა მიანიჭო უპირატესობა. ეს თავისუფალიდან აუცილებლად გათამაშება ეხმარება შერკინებაში სუსტ გუნდებს და ქმნის "მამიუნობის" მეტ საშუალებას. მოგაწვება ადრე, აიკიდებს თავისუფალს და გადაურჩება დაჯარიმებას. ამით ფაქტობრივად შერკინებაზე ორიენტირებულ გუნდება განაიარაღებ, რაც სრული უნამუსობაა და უსამართლობა. ასე შეიძლება აფრიკას ვერეცერთი ბოლო 2 თასი ვერ მოეგო. ამის ხარჯზე "შეჭამა" შარქსმა გლოსტერი ფინალში. ჩვენთვის ეს ძალიან ცუდია. ბოლოს და ბოლოს, როგორც დიდი ოქს ნჩე იტყოდა:"თუ შერკინება არ გინდათ, წადით და რაგბი ლიგა ითამაშეთო"

"უმცროსი ბორჯღალოსნების"  ხუთი ლელო ინგლისთან

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა

ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა

ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა

"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი

"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა

აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"

[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო

ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა

ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა

სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა

Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო

"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა

დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს

პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!

სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე

საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში

ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე

პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე

ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე