ქალმა ჩოგბურთელებმა ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირისთვის მზადება კარლსბადში დაასრულეს
ქალებმა ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირისთვის მზადება კარლსბადში დაასრულეს. ამ ქალაქში ხშირად უმართლებთ რუს ჩოგბურთელებს. მაგალითად, შარშან პირველობა სვეტლანა კუზნეცოვამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა.

პოლონელმა წელსაც გააღწია გადამწყვეტ მატჩში, სადაც მისი მეტოქე კიდევ ერთი რუსი - ვერა ზვონარევა აღმოჩნდა. თავის ნახევარფინალში რადვანსკამ ანდრეა პეტკოვიჩი დაამარცხა, თუმცა გერმანელი მატჩის წინ მოიწამლა და ამის შემდეგი იყო, რომ მეორე სეტი "მშრალი" ანგარიშით დათმო. თუმცა პეტკოვიჩმა მაინც შეიძლება ეს ტურნირი თავის აქტივში შეიტანოს, რადგან დღეიდან ის პირველად მოხვდა WTA-ის რეიტინგის პირველ ათეულში.

თავის მხრივ, ზვონარევას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ნახევარფინალში ანა ივანოვიჩისგან. სამივე სეტში თავდაპირველად რუსს ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ პირველში სერბმა არამარტო გაათანაბრა თამაში, არამედ პარტიაც მოიგო, შემდეგ მეორეში რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა და ამის ხარჯზე დამარცხდა.

გადამწყვეტ სეტში ივანოვიჩს ერთი სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა, როცა ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, მათ შორის სამი ისე, რომ ქულა არ აუღია. შემდეგ სცადა მეტოქის დაწევა, მაგრამ ვეღარ მოასწრო - 4:6.

პირად შეხვედრებში ზვონარევას უპირატესობა ჰქონდა რადვანსკასთან, მაგრამ ფინალში რუსს თამაში არ გამოუვიდა. პოლონელს პირველი მოწოდების მაღალი პროცენტი ჰქონდა, ზვონარევას კი მიღებაზე კარგი მოქმედება არ გამოსდიოდა. მთელი მატჩის განმავლობაში მან მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. გარდა ამისა, რუსი ძალიან ბევრ უნებლიე შეცდომას უშვებდა - ასეთი 28 უზუსტობა დაუგროვდა, რადვანსკას კი აქტიურ მოქმედებით ორჯერ მეტი ქულა ჰქონდა აღებული, ვიდრე უნებლიე შეცდომა. ამ ყველაფრის წყალობით პოლონელმა თითო სეტში თითო ბრეიკი მიითვალა და ორ სეტში გაიმარჯვა. ამით შეწყდა ზვონარევას ცხრამატჩიანი მოგებათა სერია, რომელიც ბაქოს ტურნირიდან მოყოლებული გრძელდებოდა.

რადვანსკასთვის ეს იყო მეხუთე ტიტული კარიერაში და პირველი 2008 წლიდან. როგორც უკვე ვწერდით, მან ორი კვირის წინ გამოაცხადა, რომ შეწყვიტა მამასთან - რობერტ რადვანსკასთან ვარჯიშები და მისი ახალი მწვრთნელი გახდა ფედერაციის თასზე პოლონეთის ნაკრების დამრიგებელი ტომაშ ვიქტოროვსკი. როგორც ჩანს, აგნიეშკამ მასთან სწრაფად გამონახა საერთო ენა.

WTA

Mercury Insurance Open

კარლსბადი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/2 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-ვერა ზვონარევა (რუს) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა