ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მესამე ტურში, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად კვიპროსს 2:0 სძლია. ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და მეკარემ, თათია გაბუნიამ გააკეთეს.

ირის ანტმანი: "საოცარი თამაში იყო. კარგად ვერ დავიწყეთ, ჩვენს გეგმას ვერ მივყვებოდით. მოგვიანებით, 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ ამ გუნდმა გამოავლინა ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ - თუ რას ნიშნავს იყო გუნდი, რომელიც მთელი გულით თამაშობს და აქვს ხასიათი. გოგონებმა სწორედ ასე ითამაშეს და ამით ძალიან ვამაყობ. ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად, ორი გოლი გავიტანეთ და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება.

თბილისში მოგება და ამ ორ თამაშში ექვსი ქულის აღება გვსურს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მატჩთან შედარებით განსხვავებულად თამაშს ვაჩვენებთ. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებენ".

თათია გაბუნია: "საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ 10 ფეხბურთელით ვიყავით, მაინც მოვახერხეთ 3 ქულის მოპოვება. 4 ივნისს, კვიპროსის ნაკრებს უკვე თბილისში ვეთამაშებით. ვთხოვ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ, რადგან მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. თქვენ ხართ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც გვამხნევებენ და მეთორმეტე მოთამაშეს წარმოადგენენ მოედანზე".

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 4 ივნისს, თბილისში გამართავს. საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე კვლავ კვიპროსის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

დრანდელი
აი რას ნიშნავს კარგი მწვრთნელი და სწორი მიდგომა. მუდმივი მარცხისთვის განწირულნი,გუნდს ემსგავსებიან. ასე გააგრძელეთ.წარმატებებს გისურ ებთ!
კოლხიდელი
აღმავლობის გზაზე შემდგარნო,წინსვლა გააგრძელეთ!!!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
რა ითქვა საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩის შემდეგ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ ფეხბურთში - "ლანჩხუთის" მეკარით იტალიური კლუბი დაინტერესდა
მოლდოვა 1:0 საქართველო
"არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს!.. არაადამიანებო, ღორებო!" - ქართველი სპორტსმენები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონსა და მიმდინარე აქციებზე
"ვამაყობ ჩემი გუნდით, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ" - საქართველოს ნაკრების მწვთნელის კომენტარი საბერძნეთთან წაგების შემდეგ
ირის ანტმანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
ირის ანტმანი: შემდეგი ეტაპისთვის მზადებაზე უნდა გადავერთოთ