ფიბა-ს სამწვრთნელო სემინარი მიმდინარეობს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მივლინებით 2 ახალგაზრდა მწვრთნელი – ბექა ბურჯანაძე და ბექა ბექაია ესწრებიან. ეს გახლავთ სემინარები მინი კალათბურთში, რომელსაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელები ესწრებიან. კოპენჰაგენში სემინარები 31 მაისს დაიწყო და 2 ივნისამდე გაგრძელდება.

აღნიშნული პროგრამა ერთწლიანია და იგი 3 ღონისძიებისგან შედგება. პირველი გახლავთ კოპენჰაგენის სემინარები, რის შედეგაც პროგრამაში ჩართული მწვრთნელებისთვის გაიმართება ონლაინ-სესიები. პროგრამა დასრულდება 2025 წლის ივნისში, დასკვნითი სემინარებითა და გამოცდებით. თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდება შემაჯამებელი სემინარ-გამოცდები, მოგვიანებით გადაწყდება.

ნიკა ბურჯანაძე საკალათბურთო კლუბ “ვინგსის” დამაარსებელი და მთავარი მწვრთნელია, რომელმაც კლუბი ისე განავითარა, რომ რამდენჯერმე მოიგო Junior NBA და სხვადასხვა ასაკობრივი ლიგები. ბურჯანაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიცაა დაკავებული და აქტიურად არის ჩართული მოზარდ კალათბურთელებთან მუშაობაში.

ბექა ბექაია შედარებით ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც სათამაშო კარიერა იმის გამო დაასრულა, რომ ფოთში, როლანდ გარუჩავას დაარსებულ საკალათბურთო სკოლას გაძღოლოდა. ბექაიას ხელმძღვანელობით ფოთის 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი, A ლიგის საგზური მოიპოვა და შემდეგი სეზონისთვის შეინარჩუნა, ხოლო მინი კალათბურთის რამდენიმე გუნდი ფოთში აქტიურად ვარჯიშობს. გარდა ამისა, ბექაია გახლავთ სამეგრელოს კალათბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი და აქტიურადაა ჩართული ყველა მიმდინარე რეგიონულ პროგრამაში.

ბურჯანაძე და ბექაია თბილისში 28-31 მაისს ჩატარებულ ფიბა0ს სამწვრთნელო კემპის საწყის 2 დღესაც დაესწრნენ, რს შემდეგაც კოპენჰაგენში გაემგზავრნენ და დანიაში 3 ივნისამდე დარჩებიან.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა