"ფრაიბურგის 26 წლის თავდამსხმელის გადაბირება ერთდროულად რამდენიმე კლუბს სურს: ეპატიჟებიან ვოლფსბურგში, ინგლისში და რუსეთშიც
კვირას "ფრაიბურგის" 26 წლის თავდამსხმელ პაპის დემბა სისეს თანაგუნდელებთან ერთად არ ურბენია, რადგან სენეგალელმა სამშობლოსკენ აიღო გეზი, სადაც მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. შაბათის შემდეგ სისე "ფრაიბურგის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია: ის ჩვენებურ ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა - მასავით 29 გოლი აქვს გატანილი.

ახლა საინტერესო ისაა, სანაკრებო ვალის მოხდის შემდეგ, სისე ფრაიბურგში დაბრუნდება, თუ სადმე სხვაგან ჩავა. საქმე იმაშია, რომ მისი გადაბირება ერთდროულად რამდენიმე კლუბს სურს: ეპატიჟებიან ვოლფსბურგში, ინგლისში და რუსეთშიც, სადაც ძალიან მაღალ ხელფასს სთავაზობენ. რაკი სისემ გოლი "აუგსბურგსაც" გაუტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლა მაგარი თავდამსხმელია, შაბათის შემდეგ მისი მსურველების ოფიციალური სიაც გაიზარდა.

"ფრაიბურგი" 15 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლის, რადგან ბრაისგაუში ძალიან კარგად იციან ფასი. "ვოლფსბურგს" კი 15 მილიონი ეძვირება. იანვარში სისეს ყიდვა "შალკესაც" უნდოდა, მაგრამ "ფრაიმ" სენეგალელი გოლეადორი მაშინაც 15 მილიონი დააფასა და ფელიქს მაგათმა მისი შეძენა ვერ შეძლო. ეს უკანასკნელი ახლა "ვოლფსბურგში" მუშაობს და სენეგალელსაც ისევ დაუმიზნა, მაგრამ ფრაიბურგელები კომპრომისზე არ მიდიან. შაბათს კი კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რატომ არ აკლებს "ფრაიბურგი" - სისე მართლა კარგი თავდამსხმელია.

ინგლისში სისეს ყიდვა "ტოტენჰემსა" და "ფულჰემს" უნდათ. თუმცა 15 მილიონი ინგლისელებსაც ეძვირებად. სამაგიეროდ, ამ თანხას სიამოვნებით გადაიხდის რუსული კლუბი გროზნოს "ტერეკი". ამბობენ, სენეგალელი ფორვარდის ყიდვა ყაზანის "რუბინს" და ნალჩიკის "სპარტაკსაც" უნდათო. "ფრაიბურგის" ხელმძღვანელები ამბობენ, ჩვენ სისესთან შეთანხმებულები ვართ, სანამ მისი მსურველი გუნდი ჩვენ არ შეგვითანხმება, თავად პაპის დემბას ვერავინ შეეხმიანებაო.

დიდი შანსია, რომ "ფრაიბურგი" რუსული კლუბების წინადადებებს დათანხმდეს, მაგრამ მოუნდება კი სენეგალელს რუსეთში თამაში? რაც უნდა იყოს, გროზნოში, ყაზანსა თუ ნალჩიკში მაღალი ხელფასის აღებას, ისევ "ვოლფსბურგში" და მით უმეტეს "ტოტენჰემში" ან "ფულჰემში" თამაში ჯობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა