"ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის მომავალი გაურკვეველია. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი წინადადებას ლონდონის "არსენალისა" და არაბული კლუბებისგან ელოდება.

წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს და "მეთოფეებში" გადასვლა მისთვის პრიორიტეტულია, თუმცა ლონდონელები მასში 130 მილიონის გადახდას არ აპირებენ და ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, "ლაიფციგიდან" ბენჟამინ შეშკოს გაიფორმებენ.

თავდაპირველად ბევრი იწერებოდა, რომ ოსიმენი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებდა, თუმცა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯერჯერობით "არისტოკრატები" მისი დამატების ვარიანტს არც კი განიხილავენ.

აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის დათმობას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად არ განიხილავს. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში აფრიკელი ფორვარდი საუდის არაბეთის პროლიგაში ვიხილოთ.

ტრანსფერის შანსს ზრდის ისიც, რომ ოსიმენი"პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის. იტალიელ სპეციალისტს რომელუ ლუკაკუსთან მუშაობა სურს.

ვიქტორმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

გია
ეგრეა
nika
ვინ ყოფილა და ჯუღელი. ჭორაობის გამო ჩააკმენდინეს ხმა და არა ინფორმაციის უზუსტობის გამო
zura222
ჯუღელი--ხომ ვამბობდი არაბეთში წავაო ! ვინ ყოფილა ეხლა გამოტვინებული მე თუ თქვენ ? DD
დავით 67
ახლა ჯუღელის გაპრავება დაიწყეს აქ ზოგიერთებმა. უკვე გადავიდა არაბულ გუნდში? შეიძლება გადავიდა და მე არ ვიცი. მაშინ ბოდიში. ხან ოსიმენს ამუნათებენ, ხან ლაურენტის. ოსიმენს ჰყავს უმაგრესი აგენტი, თქვენგან ქებული ჯუღელისგან განსხვავებით. სწორედ მისი დამსახურებაა მისი 10მლნ ხელფასი.
გორდი
არადა თქვა ჯუღელმა ოსიმენს არაბულ ლიგაში ვხედავო და მაგრად დააყარეს
nika
ჯუღელს იმიტომ აგინეს, სხვის საქმეში რომ ცხვირს ჰყოფდა და არა იმიტომ, ემანდ რატომ ზუსტი ინფორმაცია არ თქვიო. სოფლის ორღობის ჭორიკანასავით რომ მოიქცა და ქართველები დააკნინა ამით, ამიტომ იყო საგინებელი და არის კიდევაც
გაუმაძღარ ლავრენტას!
როცა გაქვს წინადადებები და შემოთავაზებები უნდა შეთანხმდეთ და გაყიდო დროზე. ოსიმენის მსურველი კლუბები რასაც გთავაზობდნენ შარშან გეცოტავა. აბა რა გეგონა, სხვა ფეხბურთელს ვერ ნახავდნენ? თუ 150მლნ-ს გადაგიხდიან? მითუმეტეს შარშან ბომბარდირი გახდა. წელს ტრამვები, აფრიკის თასი, გართობა, 10 მლნ ხელფასი და ძალების დაზოგვა(ტრამვა კიდევ არ მივიღოო). რატომღაც მგონია ვინმემ 130 რომ შესთავაზოს, 150-ს მოითხოვს. ფულის გიჟია.
გიო
მემგონი ჯუღელი მართალი იყო, წარმატებები ოსიმჰემს
ჟორა
ლავრენტამ იკითხოს თუ არა, ოსიმენი სად მიიღებს 10 მილიონიან ხელფასს სულ ერთია მაგისთვის.
ჟორა გაბრიჭიძე
ოსიმენი ქაღალდზე უფრო ძლიერია, ვიდრე მინდორზე. მაგის ფასი 60 მილიონს არ გაცდება, ნახავთ ასე თუ არ მოხდეს.
გიორგი
ჯუღელს იმის გამო კი არ აკრიტიკებდნენ რომ ოსიმენი არებეთში არაა წამსვლელიო, არამედ იმის გამო რომ სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებზე არ უნდა იტლიკინო, რაც არ უნდა უეჭველი იცოდე. არაკორექტული, არაპროფესიონალური და არაკოლეგიალურია.
nk
არადა ძაან მეეჭვება ნაპოლის 10 მილიონის გადახდა უნდოდეს ოსიმენისთვის ამ ზაფხულის მერეც. აშკარად მარტო იმისთვის ქნეს რო, ერთმა ახალ გუნდში გაინაღდოს მინიმუმ 10მლნ და მეორემ გარანტირებულად 130 მლნ აიღოს გაყიდვით. მარა უი ჩელსის არ ნდომებია))
ემიგრანტი
ჯუღელის კრიტიკოსები დამენახვეთ
Irakli
ამას წასვლა თუ უნდოდა ერთი წელი მაღალი ხელფასის გამო კონტრაქტი არ უნდა განეახლებინა ნაპოლისთან. ახლა დე ლაურენტისის ხელშია, 130 მილიონის გადამხდელი მსოფლიოში სულ რამდენიმე კლუბია. შედეგად ან ნაპოლი ან ჯუღელმა რაც თქვა :). თუმცა თუ კვარა ნაპოლიში რჩება, მაშინ ოსიმენის ნაპოლიში დარჩენა მე პირადად გამიხარდება ძალიან!
aburjga
დიახ, ამიტომ ვწერ ხშირ-ხშირად, ფულმა მოკლა ფეხბურთი და საერთოდ შეშალა კაცობრიობა, უფსკრულში გაგაგვჩეხა! სადაც გაუმაძღრობაა, სიხარბე იქ უმადურობის სამფლობელოა! სიხარბე და უმდურობა კი დაცემაა!!!
გია პაპა
სად არიან ოსიმენის ქართველი ფანები?
მწვრთნელი
დაერხა ლავრენტას, თანაც მაგრად!
იმერელი
რა ტყუილად აგინეს ჯუღელს? არ ყოფილა მართალიიიიი.......?????
სოსო
ოსიმენმა სასურველი ხელფასი გაინაღდა და ახლა ფეხიც რომ არ გაატოკოს,აღარაფერი ანაღვლებს.დე ლაურენტისს ეგონა, დიდ ფულს ვიშოვიო,მაგრამ ახლა ოსიმენის მსურველებმაც დაამუხრუჭეს და აიძულებენ,გასაყიდ ფასი დაბლა დასწიოს.მაინც გაყიდის,მაგრამ თუ ვერ გაყიდა,მაგრად იზარალებს.მაშინ უკვე ხვიჩას გაყიდვა მოუწევს,სხვებისათვის მისაღებ ფასად.არც ხვიჩას გაჰყიდის?არც ეს გაატოკებს ფეხს და დე ლაურენტისი ჩაიძირება!
ლაშა
100%-იანი!
რეალობა
ჯუღელმა რომ გააკეთა წინასწარმეტყველება ოსიმენის საუდის არაბეთში გადასვლის შესახებ, ოსიმენმა ინტერნეტში გინება დაიწყო.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
თუ კვარაცხელიას ტრანსფერი არ გამოვა - არტეტას და "არსენალს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვთ
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
ბრიტანეთში გავლენიანი წყარო ადასტურებს - "არსენალისთვის" ზაფხულში კვარაცხელია მთავარი სამიზნეა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
Daily Mail-ი კვარცხელიას "არსენალში" შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციას ავრცელებს
"არსენალში" ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ისაუბრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან