საქართველოს ნაკრები ავსტრიაში მომზადებას არასრულად განაგრძობს, კვირას, 9 ივნისს (22:45 სთ) კი, მონტენეგროს ამხანაგური მატჩისთვის ესტუმრება. ერთი მხრივ, გვიკვირს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მეტი მეტოქე რომ არ გვყავს, ამავდროულად კი, იმაზე ვფიქრობთ, ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირის წინ ჩვენი ბიჭები ტრავმას მოერიდონ...

შემადგენლობა

ტურნირისწინა გენერალურ რეპეტიციაზე გუნდის შეთამაშებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც გვესმის, ამ რანგის მატჩებში ლიდერებს მაქსიმალური ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცეთ. მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფეხბურთელების ფიზიკურ შესაძლებლობებს და იმასაც გაითვალისწინებს, სეზონი ვინ როდის დაასრულა.

ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია, ნაკრებთან ერთად არ ვარჯიშობს საბა კვირკველია, რომელმაც საკლუბო სეზონის ბოლო ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. სავარაუდოა, მას გამოჯანმთელების საშუალება სრულად მიეცემა. ამ შემთხვევაში მარჯვენა ცენტრალური მცველის ორი ვარიანტი არსებობს. ერთი ოთარ კაკაბაძის ალეტერნატივაა (ეს ვარიანტი არც ევროზეა გამორიცხული), რომელიც ამ პოზიციაზე არაერთხელ გვინახავს, მეორე კი - გიორგი გველესიანი (პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს), რომელიც ევროს განაცხადში ისე მოხვდა, გუნდში დრო ჯერ არ მისცემია. გასაგებია, ძირითადის წევრად არც ახლა მოიაზრება, მაგრამ ამხანაგური შეხვედრა მისთვის გამოცდილების მისაღებად იდეალური იქნება.

სად ვიხილავთ კაკაბაძეს?

თუკი კაკაბაძე ცენტრში იმოქმედებს, მონტენეგროსთან მარჯვენა ფლანგს გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაიბარებს.

მას ახლა ამის დიდი შანსი ისედაც აქვს. თანაც, საბა ლობჟანიძეს აშშ-დან დიდი გზა აქვს გამოსავლელი და ჯერ "ჯვაროსნების" რიგებში არაა.

შემადგენლობაზე კიდევ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევან შენგელიას ბევრი გაუცდა და ამხანაგურ მატჩში მისი თამაში მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, გადატვირთული სეზონის (პლეი-ოფიც მოუწია) შემდეგ გიორგი მიქაუტაძის გამოყენებას პოდგორიცაში ნაკლებად ველით და ის უფრო თურქეთის ნაკრებისთვის მოემზადება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროს პირველ ტურში მიქაუტაძე, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს.

მონტენეგრო

მონტენეგროს ნაკრები 5 ივნისს ევროპირველობის კიდევ ერთ მონაწილეს (იქნებ ერთ-ერთ ფავორიტსაც), ბელგიის ნაკრებს, ბრიუსელში ესტუმრება. დავაკვირდეთ, ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე იქ როგორ ითამაშებს. რაც ცოტათი გვაშინებს, მათ რიგებში საკმაოდ ბევრი ხისტი ფეხბურთელია. ეს მათი განვლილი სეზონის სტატისტიკიდანაც ჩანს. იმედია, ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება იარსებებს, რათა უხეშობას მოერიდონ.

სანიოლი და იაშვილი. საქართველოს ნაკრები ჯერ 26 ფეხბურთელით არ შეკრებილა...

მონტენეგროს ნაკრები "ერთა ლიგის" B ჯგუფში დარჩა და შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, აქ სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. ბოლო ორი მატჩია, მონტენეგროელებს ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი თავკაცობს. ახალი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მათ ბელარუსსა და ჩრდ. მაკედონიას ისე აჯობეს, გოლი არ გაუშვიათ.

"ატლეტიკოს" გამოცდილმა მცველმა სავიჩმა ბოლო ტური ტრავმის გამო გამოტოვა; ასევე ცნობილმა იოვეტიჩმა, რომელიც გუნდის კაპიტანია, "ოლიმპიაკოსთან" ერთად კონფერენს ლიგის ფინალში გაიმარჯვა და ამიტომ მოსალოდნელია, ბელგიასთან მას დასვენების საშუალება მიეცეს. მონტენეგროელია "ლაციოს" ფლანგელი მარუშიჩიც...

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს: 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება; 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება; ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გულშემატკივარი
არაუშავს, ფრთხილად ითამაშონ თავს ნუ დაამტვრევინებენ. ძლიერთა თამაშში რომ წავაგოთ, მორალურ ტრამვას მივიღებთ და ვფიქრობ მისაღები მოწინააღმდეგეა.
სინიოლს!
რა დროს ამხანაგურებია კაცო, ისეთი თამაშები გველოდება ძალიან მალე, ასე არ უნდა გავრისკოთ, ტრავმებს უნდა მოვერიდოთ. ისე ძალიან მაფიქრებს ნაკრების ფიზიკური მდგომარეობა,ევროპის შესარჩევის ბოლო ეტაპზე საბერძნეთან და ლუქსემბურგთან დაშლილები დადიოდნენ ჩვენი ფეხბურთელები, იმედია ევროპაზე ყოჩაღად იქნებიან
კინგი
100% მოვუგებთ მონტენეგროს.კვარას და მამარდას რომ შევეშვათ, მიქაუტაძე უფრო ძვირი ღირს ვიდრე მონტენეგროს ნაკრების მთლიანი შემადგენლობა
XXX
იმკურნალე,ჯერ დრო გაქვს 18-მდე.
zura_ს
ნუ ტენით ყველგან ამ ნაც-ქოცურ ვითომ დაპირისპირებას. სპორტული გვერდია და სპორტზე წერეთ. მარაზმია უკვე.
ლევანი
ტვინი წაიღეთ რა ნაცი ქოცით აქ მაინც გაჩუმდი , გცხვენდეს გცხვენდეს, რა გეტყბა იმის რო ფეხბურთი გიყვარს?
zura222
რა უნდა ნაკრებში იმ არაფრისმაქნის ქვილითაიას ? @ მაგის მაგივრად აზაროვი რომ წაეყვანათ არ ჯობდა ? (არაბიძეზე რომ არაფერი ვთქვათ) თუ ნაცების კვოტით შეტენეს ნაკრებში ხიზანიშვილმა და მისმა ნაცმა ცოლმა ? ნაცის წაყვანა თუ უნდოდათ ხოჭოლავა წაეყვანათ ან მიქელთაძე !
ქუთაისელი
რაღა ყველაზე ნაჯახი გუნდი ამოვირჩიეთ სასპარინგოდ?
ქუთაისელი
რაღა ყველაზე ნაჯახი გუნდი ამოვირჩიეთ სასპარინგოთ?
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლმა მონტენეგროსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
2:0. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ამარცხებს [VIDEO]
მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]
მონტენეგროელების დასაფასებელი საქციელი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [PHOTO]
ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს
რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში