4 ივნისს თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფში", სფფ-ის რიგით XXXIV ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოხსენებით წარდგა.

პრეზიდენტმა სიტყვა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და მილოცვით დაიწყო: "მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება და სიხარული, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მოგვიტანა. ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს, ჩემი გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ წარმატებისთვის. მადლობა მთელ საფეხბურთო ოჯახს, მედიის წარმომადგენლებს, გულშემატკივრებს - ყველას ერთობა ქმნის წარმატებას - უდიდეს სიხარულს, რომელიც 26 მარტს თითოეულ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ეწვია", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა და აღნიშნა, რომ 2022 წელს წარდგენილი ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმის თანახმად, ეროვნული ნაკრების წარმატება ყველა რგოლის სწორი მუშაობის და განვითარებული სპორტული ეკოსისტემის შედეგია, რაც მოიცავს დიდ ტექნიკურ განახლებას, სპორტული სისტემის მოწესრიგებას და დიდი ტურნირების მასპინძლობით დაგროვებულ გამოცდილებას. ხაზი გაესვა ეროვნული გუნდების ახალი იდენტობის შექმნის მნიშვნელობას, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასა და საგანმანათლებლო აქტივობებზე, მათ შორის, მწვრთნელთა განათლების პროგრამაზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა სპონსორებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. ასევე - UEFA-ს, FIFA-ს და სახელმწიფოს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ყრილობამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის:

. ფეხბურთის ფედერაციის წევრობიდან გავიდა ააიპ კავშირი "საფეხბურთო კლუბი სამტრედია", რომელმაც სააქციო საზოგადოება "საფეხბურთო კლუბ სამტრედიასთან" გაფორმებული სპორტული და სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტა;

. საფეხბურთო კლუბი "იბერია 1999", საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" და 7X7 ფეხბურთის ასოციაცია გახდნენ სფფ-ის წევრები;

. სფფ-ის ასოცირებულ წევრად იქნა მიღებული კიბერსპორტის ფედერაცია;

. დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი

სფფ-ის რიგით XXXIV ყრილობას ესწრებოდნენ FIFA-ს წევრი ორგანიზაციების რეგიონული მენეჯერი ჯანი მანკა და UEFA-ს მრჩეველი ეროვნულ ასოციაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ჯოზეფ კლიმენტი.

GFF.GE

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე