<p>ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს, აქციებთან დაკავშირებით გამოთქმული აზრის გადაცემიდან ამოღება მოსთხოვა.</p><p>როგორც კალაძემ აღნიშნა, ის საკუთარ თავსა და ფეხბურთელებს არ აკადრებს, პოლიტიკაში რომ შემოიყვანოს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთებინოს.</p><p>"ეს კითხვა, რასაც მისვამთ, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ისეთი მოძალადეები და ადამიანები, ვინც ამას იკადრებდა, ამის მკადრებლები ხართ. თქვენ ხართ მკადრებლები ყველანაირი ბოროტების, ყველანაირი სიბინძურის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს.</p><p>მე პირადად თქვენ კი არ მოგმართავთ, საუბარი მაქვს იმ რადიკალებზე, ვინც დღეს ქვეყანაში წარმოდგენილია ოპოზიციის სახით, მათი მხარდამჭერები. ერთნი არიან ესენი, უბინძურესი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ყველანაირი სიბინძურე იკადრონ. ცხოვრებაში არასდროს მიკადრია, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, რომ ვიღაცას დავურეკო, ვთხოვო ან მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს, ან მოვთხოვო საწინააღმდეგოს აღება, რომელიც ჩემთვის მიუღებელია.</p><p>ბუდუ ზივზივაძესთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, ვისთანაც უფრო ახლო და უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან მითამაშია კიდეც, თანაგუნდელები ვიყავით და ვერ იტყვის ვერცერთი მათგანი, რომ მე ვინმესთვის რაიმე მეთხოვოს, ან პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ჩემ მიმართ მხარდამჭერი განცხადების გაკეთება, თუნდაც არჩევნების დროს, არ არსებობს ბუნებაში, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ და არც ბიჭებს არ ვაკადრებ იმას, რომ პოლიტიკაში შემოვიყვანო და პოლიტიკური განცხადებები გავაკეთებინო",- განაცხადა კახა კალაძემ.</p><p>ცნობისთვის, ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ განაცხადა, რომ ძალიან დამთრგუნველია, როცა აქციებზე ერთ ადამიანს ათი ურტყამს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მან რამდენიმე რედაქციას ამ მონაკვეთის ამოღება სთხოვა, რადგან ევროპის ჩემპიონატის წინ „ზედმეტი აჟიოტაჟი არ სჭირდება".</p><p>IPN.GE</p><p><p><p><br></p>
ზურა
კახა თავად აღიარებს მეგობრული ურთიერთობა არა მაქვსო და ამით ყველაფერია ნათქვამი.
დიმა
ქოჩორა,ბუდუ,მიქა, საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს ⚽
დიმა
ქოჩორა,ბუდუ,მიქა, საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს ⚽
გიგი
ბუდუ, ყველაზე მეტად შენ გგულშემატკივრობ ნაკრებში,მინდა,რომ მაგრად ითამაშო ევროზე და შემდეგ კარგ კლუბში გადახვიდე!!
სამაჩაბლოელი
ბუდუ,გამრავლდი და გაიხარე მაგარო კაცო!!❤️
ლია
ბუდუ!ნამდვილი, ქართველი კაცი ხარ!შენ გოლებს ველოდები ევროზე!
საბა
კალაძე,კობიაშვილო,ყაველაშვილო,"ოცნება" როგორ ჩაგვაშხამეთ ევროპაზე გასვლის ზეიმი?!
სოსო
ბუდუ,გაიხარე შენ ლამაზ, ქართულ ოჯახთან ერთად!
ლევან მაღლაკელიძე.
გაუმარჯოს ბუდუს. აღარავის უნდა ეს კომუნიზმი ბიძია, ნახა ხალხმა სად და რა სჯობს და რამდენხანს უნდა აყაროთ ეს ნაცარი? კომუნისტურ რუსეთს ახლა კომუნისტური ჩინეთი ენაცვლება. რა გჭირთ ასეთი, 21 საუკუნეა ხალხო, თან ერთი მეოთხედი გავიდა უკვე. რა მოხდა ასეთი, კაცმა ტავისი აზრი გამოხატა, არააქვს უფლება კაცო? ვინ იქნებოდა კვარა რუსეთში? არავინ, მოტეხავდენ ფეხს, როგორც ბარეორს, იქ კი გაშალა ფრთები. აქეთ ნიჭს კლავენ, იქ ეფერებიან, ასე რთულია ამის გაგება? რას მისტირით ამ მკვდარ წარსულს, წინ გაიხედეთ კაცო, ისწავლეთ რაღაცა ბოლობოლო.
gogi
აღარ აქვს მნიშვნელობა ვის გამო არ უნდა ბუდუს ამ თავისი სიტყვების აღარ გაჟღერება. შეიძლება პირდაპირ არც არავინ უთხრა, მაგრამ გარემოა ნაკრებში როგორც ჩანს ისეთი რომ უწევს ადამიანს ამის გაკეთება. ეს კიდე უარესია ვიდრე ვინმეს პირდაპირ მითითება. ამ გარემოს ერთ-ერთი შემოქმედი კი სწორედ კალაძეა.
ციციკორე
აქ, ზოგიერთებმა, დიდგორის ბრძოლის თარიღი თუ იცით, რა ხეირი?! არა, როგორ იკადრებდნენ, ბუდუს როგორ ააღებიებდნენ იმ კომენტარს?! ბიჭო, ტიპებმა მაღაზიის გამყიდველის გაშავება დაიწყეს, ვინმე ვიტია ჯაფარიძეს, როგორ შეეპასუხაო?! გჯერათ,რომ ბუდუს არ მოთხოვდნენ იმ კომენტარის წაშლას?! ქოჩორას სულ ნაცის შვილი ეძახეს.
დათო
და ამერიკა ევროპის მაგიერაც აწესებს სანქციებს?
Nnn
ერთხელ დააფიქსირა აზრი გავიგეთ. რათ უნდა ამას ყოველ დღე განცხადებები. ბუდუ შენ გოლების გატანას არ მოუკლო რისიც გვეიმედება შენი და ყველა დანარჩენის.მოიცდის ეს პოლიტიკა როგორმე .
bensoni
ვაი იასონა - ს აი მაინც რა დასკვნა გამოიტანე ჩემი პოსტის პირველი წინადადებიდან ძაან მაინტერესებს ? შენ თუ გსიამოვნებს ცემა ტყეპა გადი ძმაო მიტინგზე და აბღერტინე შენი თავი ... მე კიდე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები მთავრობის მხრიდან ძალმომრეობის ... იმედია მალე გნვვითარდებით ყველა და პირველი ხელის აწევაზე გავა... იმასქნით ნებისმიერ მთავრობას. ეს კანონი ჩემზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მაგრამ ფაქტია რომ ქვეყნისთვის კარგს არაფერს მოიტანს, რავი ნებისმიერი ქართველი ჭკვიანი პოლიტიკოსი ევროპას აწვებოდა და ყველა ტყუოდა ? ბოლო ბოლო თვით ედუარდ შევარდნაძემაც კი ევროპული გეზი აიღო ბოლოს ... გამსახურიდია სააკაშვილი ზურაბიშვილი მარგველა პრეზიდენტები ... რავიცი აბა დაფიქრდი მაინც მეც დავფიქრდები კიდევ :)))
bensoni
ნახე ეხლა ამდენი წერე მაგრამ აზრი?? ქოცებმა გაყვეს და გახლიჩეს დღეს ქვეყანა რადგან ამდენი წერე წერა გცოდნია ამიტომ ამასაც ადვილად მიხვდები , როცა ყველა ერთად ევროზე გასვლას ავღნიშნავდით მაშინ შემოაგდეს ეს კანონი და არავის არ აცალეს ზეიმი .... ხალხი ბღერტეს და ჯიქურ აწვები რაღაცეებს, გამართლება არ აქვს ამათ საქციელს პირდაპირ ეთერში ისე უბარტყუნეს ხალხს ბუდუსთან რო დაერეკათ ვის უკვირს ? აქედან გამომდინარე ნუ გიკვირს ჟურნალისტის კითხვა თან ჟურნალისტის რომელიც არაა სამთავრობო ტელევიზიიდან. კალაძე რომ ცუდი კაცი არაა დარწმუნებული ვარ მაგაში უბრალოდ ეხლა ეს რეალობაა და ამ რეალობის მსხვერპლი ვართ ყველა ისევე როგორც კახა ...
bensoni
რატოა დასრულებული მეგობარო და ხალხი არ აპატირბს თავის მოქალაქეებზე ხელის აღმართვას ამ მაშტაბით ... შენ შეიძლება აპატიო მარა შენ და მე არ ვართ ხალხი ... შენც გირჩევ რომ არავის არ აპატიო მსგავსი უმსგავსობა , ასევე არ უნდა აპატიო წესით საზოფადორბის შუაზე გახლეჩვა როცა ყველა აღმსარებლობის და გემვნების ხალხი ერთად ვზეიმობდით ევროზე გასვლას ქოცებმა დაიწყეს ეს აურზაური და ქვეყნის გახლეჩვა
ნაპოლეონი
ის რომ არ იცის არ ახსოვს ამართლებს მაგათ საქციელს. . მათი არგუმენტები რომ მაგ დროს სკოლის მერხზე ვიჯექი არის წმინდა წყლის ბოლჭევიკური ფსიქოლოგია. . პავლიკა მაროზოვის ფსიქოწყობის თაობა გამოგვიზარდა დასავლურმა სტანდარტების განათლების სისტემის.დიდგორის ბრძოლა რომელ წელს მოხდა რომ გკითხონ და აბა რავიცი მაგ დროს არ ვიყავი დაბადებული ეგ თემაა. . მეზიზღება წარსული ,ძირს აწმყო,გაუმარჯოს მომავალს. . .ბოლშევიკი ტროცკისტების მთავარი ლოზუნგი. . პირველი რაც ქნეს სკოლებში ისტორიის სწავლება ამოიღეს.სტალინმა 1936 წელს შეძლო აღდგენა როცა მთავარი მტრები მოიშორა. . .ასე რომ ბუდუს ამას უჭერენ და ამბობს. . .სხვა დასკვნა გამორიცხულია.შეუძლებელია 26 ფეხბურთელი ერთ აზრზე იყოს და როცა შენ ასე საჯაროდ აქტიურობა,მინიმუმ თანაგუნდელებს იოტისოდენა პატივსაც არ სცემს.ეს ესეა და კამათი ამაზე არც შეიძლება. . .ქოჩორაშვილი ხომ გაირკვა რომ მამის თემა იყო. . .ევროპაში დაბადებული გაზრდილი კაცი კრინტს არ ძრავს და ამათ უსინდისობას საზღვარი არ აქვს. . . ის უპრეცედენტო თავგანწირვა რაც შემოგვთავაზეს,უბრალოდ ქარს გაატანეს და რის გამო რომ ვიღაც მოღალატეების არმიას ასიამოვნოს. . ჩათვალეს რომ წასულია ამათი საქმე და . . .
ნაპოლეონი
ანუ . . .მაგით რისი თქმა გინდა. . .ვინ გამოდის შენი ამერიკა?. . .ამაზე მეტი მონური ფსიქოლოგია არ არსებობს. . .
თამაზი
ზაკო-ქოცო, შენ რა იცი მე ვინ ვარ, რა გამიკეთებია საქართველოსთვის (ქართველებისათვის) დადებითი იმიჯის შესაქმნელად? :)
სოსო
რა თქვა ბუდუმ?-არ შეიძლება ერთ კაცს, ათი კაცი დაეხიოს და ურტყამდესო!სწორი არ თქვა?ამაში რა უნდა იყოს მიუღებელი?!ჟურნალისტმა კახის ჰკითხა,თქვენ მოსთხოვეთ ამ სიტყვების უკან წაღება,როგორც ამბობენო?კახიმაც უპასუხა,ასეთი რამის მკადრებელი მე არა ვარო!იკადრებდა?მეც მჯერა,რომ არ იკადრებდა.არ იყო ჟურნალისტის შეკითხვა,პროვოკაცია?სწორედაც პროვოკაცია იყო,რადგან კახას რაც უნდა ეპასუხა,მაინც ასეთი ამბავი ატყდებოდა და სწორედ ეს იყო, მისი მიზანი.რომელი მედია საშუალების ჟურნალისტიც იყო,ცხადია,რომ ისინი არიან ამ პროვოკაციის ავტორები და არა მხოლოდ კახა კალაძის,არამედ ბუდუს და მერე,მთელი ნაკრების წინააღმდეგ არის მიმართული.ყველანაირად ცდილობენ ააფეთქონ ნაკრების შიგნით სიტუაცია და დაშალონ ნაკრები.ვერაფრით დაუშვებენ,საქართველოს ნაკრების წარმატებას,რადგან ნახეს,როგორ გაიხარა საქართველომ და საქართველომ,სიმშვიდე და სიხარული,ვერ უნდა იგემოს,თუ ისინი არ იქნებიან,მთავრობაში.გადავხედე,ვინ წერს პოსტებს და უმეტესობა,ისეთი სახელებია,ფეხბურთზე,სპორტზე,საერთოდ არასოდეს რომ არ წერენ.ისინი,მხოლოდ დაძაბულობის გაღვივებაზე დაგეშილი შპანაა,ვიღაცის მითითებების მიხედვით რომ გამოვარდება და ერთად ეძგერებიან ხან ამას,ხან კი იმას.არგუმენტებზეც თავს რომ არ იწუხებენ და მხოლოდ შხამსა და სიძულვილს ანთხევენ,მითითებულ პიროვნებაზე.დღეს ეს,შეიძლება ბუდუ,ან კახი იყოს,გუშინ კვარაცხელია იყო,იმის წინ,ლაშა ტალახაძე,რომელმაც გაბედა და საქართველოს პრეზიდენტთან ერთად,სურათი გადაიღო,იმის წინ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იყო მათი დარტყმის მთავარი სამიზნე და ის იყო სამარცხვინო პრეზიდენტი და გაცილებით უარესი ეპითეტებით დახასიათება.ვისზეც მიუთითებენ,იმას ძიძგნიან,აფთრებივით დაუნანებლად.ისე აშკარააა მათი სინქრონული მოქმედება,რომ გამორიცხულია ეს ცენტრალიზებული მართვის გარეშე ხდებოდეს და რაკი მართულია,ესე იგი,ამას,არც ანაზღაურების გარეშე გააკეთებენ.იასონას უდარი,გაავსეს დისლაიქებით,არადა ძალიან სწორ ანალიზი გააკეთა.აღარ მინდა ოცნება,მაგრამ ვხედავ,რომ იმ დასავლეთს,სწორედ ისინი მოჰყავს და სწორედ ამითი ამტკიცებს,რომ საქართველო,სულ ფეხებზე ჰკიდიათ.სხვისი დასმული და მართული მთავრობა,სხვას ემსახურება.ის ქვეყანას ფეხზე ვერ წამოაყენებს და რამდენიც გინდა მიმტკიცოს ამერიკამ,მათ ხელში საქართველო დამოუკიდებელი იქნებაო,ჩემ თავს უფრო დავუჯერებ,რომ ეს ტყუილია და ისინი,მათ ბრძანებებს შეასრულებენ,ხოლო გზადაგზა,თავის ჯიბესაც შეივსებენ.მირჩევნია,ჩემი არჩეული,თუნდაც ძალიან ცუდი მთავრობა მართავდეს ქვეყანას,ვიდრე სხვისგან დასმული და სხვისგან მართული.რადგან როცა ქვეყანას სხვისგან დასმული მთავრობა მართავს,ეს სწორედაც სხვაზე დამოკიდებულ ქვეყანას ნიშნავს და მისი სუვერენულობაზე ლაპარაკიც კი,სასაცილოა.ცემა რა თქმა უნდა ცუდია,მაგრამ როცა ვიცი,ვინც ამას აპროტესტებს,რას აკეთებდნენ ციხეებში,იზოლატორებში,მიტინგებზე,2007 წელს თუ 2011 წელს,მათ ხმა არ ამოეღებათ.რაც ახლა ხდება პარლამენტთან,მაშინ ასე რომ მოქცეულიყო ოპოზიცია,კაცს არ გაუშვებდნენ ალბათ ცოცხალს და უვნებელს.ახალგაზრდობამ ეს არ იცის,არ ახსოვს,მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით,გვახსოვს და ბევრს,საკუთარ ზურგზეც აქვს ნაწვნევი,მათი დუბინკები,კეტები,რეზინის ტყვიები,აკუსტიკური ქვემეხები,რკინის ნაჭრები თუ ათასი უბედურება.ახალგაზრდებს ჰგონიათ,ამათ მოვიშორებთ და ქვეყანას წესიერი მთავრობა ეყოლება,გამოჩნდება ვინმეო,მაგრამ ვინ,ეს არავინ იცის მათგან და ისინი,ისევ ნაცები იქნებიან,ეგ არის,მთელი უბედურება.
.
კალაძე მოვიდა სანქციები კალაძე სადღა შეიჭრი თმას მილანი დაგეკეტა
Ნატაშა იზ ანტალი 41 ლეტ
მოიცა მერე ფრონტს არ გავხსნით , რუსებს არ დავცხებთო და ამერიკას დაცხეთ ქოცებო? ამერიკასაც აქვს ატომური ბომბი და არ გეშინიათ? და ფინანსური სანქციები ბომბზე უარესია როა? ქოცებო ამერიკამ რომ აფხაზეთი აღიაროს ახლა რას იზამთ ?
garegin meore
სუვერენიტეტის სიმტკიცის გამო :D მაგარი სუვერენიტეტია გზის დაგებიდან დაწყებული ეკლესიების აღდგენით დამთავრებული ამერიკა-ევროპებს ვართმევთ დოლარიკებს და მაინც სუვერენული ვართ . რეგიონები დაცარიელდა ლუკმა პურისთვის დასავლეთებში სამუშაოდ და მაინც სუვერენული ხარ. მაგ სიმართლით გაგიმარჯოს , მარა ხო იცი შენც მოგადგება სისტემა და მერე რაფიკ ნი ვინავატო არ დაიწყო ,არავინ გამოგექომაგება დაჟე ბაია პატარაიაც კი :)) ასეა ეს დიდი ხნის წინ დამტკიცებული და ნანახი ამბავი !!
ქართველი.
ამერიკამ, თავის ცოცხალ-მკვდარ ბაიდენას მიხედოს ჯობია! და ამ სანქციების დარიგებებს კი შეეშვას! საფრანგეთს თუ დაუწესებს, თეთრი სახლის მოცლილი ნაცების კონგრესმენები სანქციებს მაინტერესებს? არჩევნებზე ოცნებას ვუჭერთ მხარს!
Badiri
შენ რომ ხებერი არ გაქ და არ იცი ხურმა რა ხილია უმჯობესია დაწვე და ისე გააბოლო თუ მაგის ერთი ადგილიც გექნება.
ზაკო
შენ ყაველას მე-10 გააკეთე ცხოვრებაში გინდ ქვეყნისთვის, გინდ მეგობრებისთვის და შენს წიგნიერებას მერე აწონ-დაწონის მომავალი
იასონას უდარი
კითხვა რო გეზარებათ ფაქტია,ამიტომაც არის ჩვენი საქმე აჟურში
Levani
და რატოა ეს ნთავრობა დასრულებული? ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცის გამო? ყველა ქვეყნის მოღალატე მუწუკია ვინც კი ამოიკნქვლა "არა რუსულ კანონში"
ვაი, იასონა !
ნეტა ვინმე მთლიანად წაიკითხავს ამხელა პოლიტ- ნოველას ?! :) პირველი(ვე) წინადადების წაკითხვით, სრულიად გასაგები ხდება ავტორის "აზრის და ნაფიქრის სიღრმე" , განათლება და თხზულების დანიშნულება(ც) ! :)))))))...
საქართველოს ?
მთავარია საქართველო არ გაუტანოს ! მყავარია, საკუთარ სამშობლოს არ გავუტანოთ! ისე, ლუქსემბურგს გუშინ მბაპემაც გაუტანა და ცოტა და უმნიშვნელოა და "მაი აფერი", თუ ლუქსემბურგთან გატანილი გოლიც, გოლია ?! ----------- წარმატებები ბუდუს და საქართველოს ნაკრებს !
იასონას უდარი
ამაშია საქმე სწორედ,ქოცის წასვლა რო ნაცის მობრუნებას ნიშნავს,თორე ქოცები დიდი ხანია გასაშვებები არიან. ერთი ადამიანი დამისახელეთ ოპოზიციიდან,ვინც არ ასოცირდება არც ქოცებთან და არც ნაცებთან? ერთი შალვა არის ნათელაშვილი და მტრისას,ფულისტია და გაყიდის ხმებს. არის ალტინფოელები და მაგათ არავინ აირჩევს კი არა,დახურეს და არცერთმა ხმა არ ამოიღო. ხომ ხართ ობიექტურები და ნაცებს ხო ემიჯნებით? რატომ არ გამოხატეთ რეაქცია ალტინფოელების დახურვაზე? არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა,უსამართლოთ დახურეს პარტია და არავის ხმა არ ამოგიღიათ. არის კიდევ ერთი,ლევან ვასაძე და მისი გუნდი,თუმცა კაცი იძახის მომწამლესო და რატომ არავინ გამოიძია ან რატომ არავინ დაუდგა გვერდზე ამ კაცს? ეს ამბავია რა,ქოცის გაშვება და ნაცის მოყვანა უნდათ,არანაირი კოალიცია არ იქნება,რადგან ის პარტიები არიან ნაცების ანასხლეტები. გვარამია და მელია,ვაშაძის,გირჩა ზურია და ნაცები კოალიციას თუ შექმნიან,ეს კოალიცია იქნება? სწორედ ეს არის აქ პრობლემა და არა ის რო ქოცები ვინმეს მოსწონს. თუმცა ნაცეთის მოსვლას ქოცეთის დარჩენა ჯობია,ასე იხელმძღვანელებს ხალხი არჩევნებზე და ქოცები დარჩებიან. 12 წელი გავიდა და ნაცებმა ძველი სახეები შეინარჩუნეს,ის პოლიტიკა ატარეს რამაც ხელიისუფლება დააკარგვინა და მომავალშიც ამას იზავენ,რადგან მეტი არაფერი იციან. ისინი არიან უცხოეთიდან მართული მარიონეტები,იქედან სულდგუმობენ და თანამდროვე ორჯონიკიძის მანტია მოირგეს. ქოცები კი,იშვიათი გამონაკლისის გარდა პოლიტიკოსი არ ყავთ გუნდში,ისინი არიან თავისი საქმის პროფესიონალები და არაპოლიტიკოსები. უდიპლომო სასიძიც ყავთ ერთი ფეხბურთელი.ბიძინას სხვა გზა არ ქონდა,პოლიტიკოსები იმდენად სახელგატეხილები არიან და სულ გაყიდულები რო ვერ დაეყრდნობოდა,ამიტომ მოიყვანა სპეციალისტები. ის ბიძინას პარტია,ის მართავს ერთპიროვნულად. შორს ვარ იმ აზრისგან რო ბიძინა რუსების ან ვინმეს დავალებას ასრულებს,საკმარისი ფული აქვს რო ეს არ ქნას,ის თავის ინტერესს ემსახურება მარტო და სხვა არ აინტერესებს. ამ ბოლო პეროდში,მისი და ქვეყნის ინტერესები დაემთხვა,ამიტომაც შემოაგდო ეს კანონები და კარგი ამბავია ეს,თუმცა ბიძინა მაინც თავის ინტერესების გამტარებელი დარჩება. დასკვანა ასეთია,მირჩევნია ქვეყანას მართავდეს ბიძინას თოჯინები,ვიდრე გრამაფონების და კუბილიუსების მარრიონეტები. ჩემი აზრით,ყველა ქართველს და ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტს ეს აზრი აქვს,ამიტომაც ძრას ვერ უშვებიან ქოცებს 12 წელია. უცხოეთიდან დასმული სულ რო დავით აღმაშენებელი იყოს არ მინდა,რადგან ასე გამოდის რო ამ ქვეყნის მოსახლეობას მონებად თვლიან. და კიდევ,ოცნებას მართლა ირჩევენ და ასეთუისე ხალხს ემსახურებიან,ხოლო როცა უცხოეთიდან ინიშნება მთავრობა,ის უცხოეთის მსახურია და არა ხალხის. სალომეს ფანჩატურში სწორედ ეს ხალხია შეკრებილი,ყველა ვიღაცის აგენტია და ისინი ვერ მოვლენ საქართველოს ხელსიფლებაში. მერე ნადვილად გავხდებით რუსეთის გუბერნია,რადგან რუსები უკრაინის შეცდომას არ გაიმეორებენ,ეგრევე რაკეტა წამოვა ჩვენსკენ. არავინ არ გმტრობს,გეუბნებიან რო მართო შენ თვითონ შენი ქვეყანა,თუმცა შენ მისი მტერი შემოგყავს სამზობლოში,ხოდა თქვენ რას იზავდით? ან რას იზავდა ამერიკა,თუ მექსიკაში იქნებოდა რუსული ბაზები და პრორუსული მთავრობა? ამაშია საქმე
აუუ...
ბუდუს შექების წინააღმდეგ 17 (ამ დროისათვის) ანტილაიქი ?! ვაი, უბეფურო საქართველო ანდენი პოლიტანგაჟირებული მედროვის ხელში ! ჰოდა, ღმერთმა ქნას და ევროპაზე ბუდუმ გოლ(ებ)ი რომ გაიტანოს , ამათ გაუხარდებათ, თუ ეწყინებათ ? გასაგებია, რომ კალაძის ე.წ. გუნდური და "პარტიულ- მერიული" მობილიზაცია იყო გამიცხადებული ... არ ვარგა ასე ! არაა სწორი !
ასეა-ს
გასაგებია, 12 წლის წინ რაც იყო და რაც ვერავითარ შემთხვევაში ვე(ღა)რ დაბრუნდება, არ ვარგოდა - ამიტომ გადაირჩია ხალხმა ... აი, დღეს რომ ამერიკა -ევროპა, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ყველაზე უფრო დიდი და საიმედო მხარდამჭერები ... მტრად გამოვაცხადეთ და რუსეთის პირისპირ და მისი მოკავშირეების მხარეს წავედით, ესაა კარგი და მისაღები ?! გასაგებია: მაშინ რომ ცემდენენ და ძალადობნენ, დამსჯელი ბრიგადები რომ არბევდნენ და თარეშობდნენ, ის არ ვარგოდა , მაგრამ ... ახლა რომ ასეთივე ბრიგადები იგივეს აკეთებენ, ეს ნორმალურია ?! მაინცადამაინც ცოცხი თუ არ იხმარეს და/ან შენ და შენს ოჯახს (ჯერ!) არ შეგეხოთ, ნორმალურია, მისაღებია და "მაი აფერი" ?! კორუფცია , ბიუჯეტის ხარჯზე შემდგარი გაზულუქებული მედროვე მულტიმილიონერები , ქვეყნის მომავლით ვაჭრობა და კვლავ ერთპიროვნულპარტიული მმართველობა, მოსულა ?! ერთ კაცს მთელი ბრიგადა ცემაში რომ გაარღვევს, ე.ი. ნაცია , ან შეიძლება არაა, მაგრამ იმსახურებს , მისაღებია და მოსულა ?! "ყოფიერება" რომ შეგეცვალოს, მაშინაც ასე იქნება სწორი და მისაღები და ამავე აზრზე იქნები ?! ------------ ჰოდა, სწორედ ეგაა და ამაშია ჩვენი უბედურებაც, რომ : "ყოფიერება განაპირობებს ცნობიერებას" და ქმედებას, განსაკუთრებით საქართველოში !!! დიდხანს იცოცხლე !
100%
ბოლო დროს იმდენი ,,ფეხბურთის მცოდნე,, პოსტავს აქ, რომ ჩემი ადგილი აღარ არის.
დაიდგა-ვ- და , აბა რას იზა-ვ-და !
კი, იმენნა მასეა, პატივცემულო ! :)
დაიდგა-ვ- და , აბა რას იზა-ვ-და !
კი, იმენნა მასეა, პატივცემულო ! :)
იმენნა -ს
ქართულად წერა, კითხვა და წაკითხულის გააზრება ისწავლე , "იმენნა" ! სკოლაში (არ) დადიოდი ?!
ბუდუმ შეიტანა გუნდში დისონანსი ?!
ცოტა დაფიქრდი ! რა დისონანსი და რის არეულობა ?! შეეშვით ამ ბიჭს - რაც უნდოდა ეთქვა, თქვა და ძალიან ბევრის დათქმელი თქვა! უდიდესი, აბსოლუტური უმრავლესობის(!) აზრი დააფიქსირა ! გუნდში დისონანსი ხელისუფლების მომხრეებს შეგაქვთ, იმიტომ და იმით, რომ არ/ვერაა თქვენი მოსაწონი და ვერაფრით მოინელეთ !!!
Zviadi
ამან კიდე ლუქსემბურგს გაუტანა ორი გოლი და არ აუვარდა თავშიიი ტიიპს,იმენნაა!! გერმანიისთვის რო გაეტანა ალბათ ძეგლს დაუდგავდა თავოს თავს თვითონვე
ასეა!
ნაცები, რო "შეშლილი დიაგნოზია" ხომ ფაქტია? იგივე ითქმის მათ მომხრეებზეც, ასევე უცხოელ ლობისტებზეც! ავლიპი ზურაბიშვილი ცოცხალი, რო ყოფილიყო ეს ხროვა მისი პაციენტები იქნებოდნენ! ეეჰ??? სად არის, თორე კი!
ნინო
ბუდუ,კაცი ხარ კაცად დარჩები,ზოგ-ზოგი ერთისგან განსხვავებით!!!
შაკო
კასტილიანების ეპოქაში შენი კალოშა კუნილინგუსით იყო კასტილიანების უფროსობასთან დაკავებული. პოლიგონი რო ჩამოართვეს ბიუჯეტში შესატანი თანხის მრავალგზის გადაუხდელობისდა დაგვიანების გამო, მერე გაიქცა ოპოზიციაში
bensoni
აღარაა საქართველოში ის დრო რო ცემა ტყეპა ტარდებოდა და პრავდებოდა . ასეა საკითხი დამდგარი დაარტყი ?? ახლა ნება იბოძე და წადი ოპოზიციაში გინდა ნაცი იყავი და გინდა ქოცი ... კი მეც მეშინია ნაცების როგორც სხვებს ეხლა ამავსებთ დისლაიქებით , მაგრამ ეს მთავრობა დასასრულებელია ... იმედს ვიტოვებ რომ არც ნაცები მოვლენ ძირს გაუნათლებლობა რამენაირად უნდა ვაიძულოთ ხალხი რომ 10 წიგნი მაინც წაიკითხონ ცხოვრებაში რომ გონება გაეხსნათ ოდნავ ...
Badiri
კახი ყველამხრივ არასწორი კაცი ხარ, ფეხბურთელებზე და მათ პოზიციებზე ყველაზე მეტად შენ ილაპარაკე და შენ ხარ ყველაფერი არასწორის სათავე.
ჩელენჯერი
ის "ჟურნალისტი" ვინც წამოიკიდა ეს ბიჭი და პოლიტიკური განცხადებები აკეთებინა, დისონანსი შემოატანინა გუნშიც და ხალხშიც მაშინ როცა ამხელა მნიშვნელობის თამაშები გველოდება არის ქვეყნის და ქართული ფეხბურთის მტერი.თორემ რუსეთი,რომ ქვეყნის მტერია ეგ ისედაც ყველამ იცის.
გიორგი 11
ამ საიტზე მეცოცხეების და კასტილლიანი კაცების ფანები ჭარბობენ!
გვარი და მერე ანტილაიქი ! :)
ჯერ გვარი და მისამართი უნდა მიგეწერა(ო) და თუ მაინცადანაინც, მერე ... ისე გაიგო და შეიგნო და იხარა ყველა პუტინოიდმა ქართველმა, შენ რომ მიხვდი, "გეიგე" და იცი რაა ღირსება და დიდი(!) ქართველობა !
კი, აშკარაა
უდავოდ საშუალოზე მაღალია და "საშუალო სტატისტიკურ ქართველზე" მილიონჯერ მეტი ფული/ქონება დააგროვა ... პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ !!! პირდაპირ დიდოსტატია ! დიი..დი ოსტატია !
თამაზი
ბუდუ პოლიტიკას არ ეხება. ბუდუ ამბობს, რომ მიწაზე დაგდებულ 1 კაცს 10 კაცი რომ ცემთ არაკაცური საქციელიაო! რა არის აქ გაუგებარი? და ეს პოლიტიკაა? ნორმალურ ადამიანს ამაზე რატომ არ უნდა გაუჩნდეს პროტესტი, ვინც გინდა იყოს იგი (სპორტსმენი იქნება ის თუ კოსმონავტი)
ქართველ სპორტსმენ პარლამენტართა კოჰორტა !
არც სკოლა, არც უმაღლესი სადწავლებელი და რაიმე სახის განთლება და თუ ფული და ძაკაუფლება გიყვარს და ოჯახური გარემოცვაც ხელს გიწყობს, პირდაპირ ქართულ პარლამენტში !!! აბა, ჰე ! ყველანი არჩევნებზე! ვირჩევთ, საქართველოს ბედის განმსაზღვრელ პოლიტიკოსობას მოწყურებულ გუშინდელ(!) სპორტსმენებს ! ------ ეეჰ, განათლება და ინტელექტი კი არა ... კიდე კარგად ვართ !
Walter White
ვიმეორებ - ქოცობა დიაგნოზია ( ფულის გულისთვის ყველაფერს რომ იკადრებ)
სირიჩები
კალაზე არის მონა და საქართველოს მტერი
ძაკიან საეჭვოა შენ ეკლესიაში დადიოდე ...
... ხანდახან თავის შეკავება ჯობია !
სირიჩები
როგორც კალაძეა ხალხის თვალში დიდი კაცი ასევე ხაარ შეენც:::
რა ჰქვია ამას!
ბარემ გვარიც მიგეწერა და მისამართიც ! :)))
შენ ალბათ გულშემატკივარი ხარ !
გასაგებია, რომ შენ და ყველა შენი დამლაიქებელი, აშკარად უფრო პოლიტიკურად ორიენტირებული ხართ, ვიდრე გულშემატკივრები ! და თავს უფლებას აძლევ , ასეთი სარკაზმით დაწერო ევროპის ჩემპიონატის წინა დღეებში... ჰოდა, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი, რომ ბუდუ, და ყველა ქართველი ფეხბურთელი(ც), უპირველესად ქართველია და მერეა ფეხბურთელი... ნაკრებს უგულშემატკივრეთ - აასე ჯობია, და მერე, თუ გინდა კალაძეს , ან სხვა , ფულით გაჯერებულ- გაჟღენთილ (!) ე.წ. პოლიტიკოსს !!!
silver xerxes
როცა მამაო პირჯვარის სწორად გადაწერაზე და ცხვრის ეკლესიაზე სამჯერ შემოტარების შემდეგ დაკვლაზე კი არ გელაპარაკება არამედ ბიბლიაზე და სახარებაზე . თუ გინდა შვიდი თითით გადაიწერე პირჯვარი თუ ღვთის სიტყვა და ბიბლია არ გაქვს წაკითხული. რიტუალური გახადეს რელიგია. გაიგე რაშია პრობლემა ?
silver xerxes
როცა ფარისევლობას დავამთავრებთ ქართველები ყველა სფეროში, თეთრის და შავის გარჩევას ვისწავლით . როცა ფულის გულისთვის ყველაფერზე არ წავალთ . ე მაშინ შეგვაშველებს ღმერთი ხელს :)
ორდე
ამოდი ჭურიდან, გაზპრომთან ხელშეკრულება კი არ დადებულა, არამედ გახანგრძლივდა; ან რას ეძებ თუ იცი? ის ტრუბაც იქაა და გაზიც
irakli
ბუდუ დათრგუნული თუ არის რაღას ითამაშებს. არ ჯობდა არაპოლიტიკოსი წაეყვანათ ნაკებში?
გიორგი
ttt_ს რა პოლიტიკოსი თუ ძმა ხარ. პოლიტიკოსობა პროფესიაა და მაგას უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე ასწავლიან. უნივერსიტეტი ხომ იცი რა არის? აი კალაძეს არასოდეს რომ უსწავლია ის, იქამდე არც უვლია
!
70 წელი საბჭოთა რეჟიმში ვიცხოვრეთ და მანამდე კიდევ 140 წელი მეფის რუსეთის მონობაში, ახლა ისევ რუსეთში მიგვათრევენ. ჰოდა, გაგვაგებინე ერთი როდის აპირებს ღმერთი მიუზღას ყველას რაც ეკუთვნის - თუ იცი ნუ დაგვიმალავ ძალიან ძალიან გთხოვ.
-
მესამე თვეა, თავრობის სახლს დ, პოლიციას და სპეცრაზმს " უბაგუნებენ ". აი ესაა სიმართლე. ისინი კი ძალიან დელიკატურად პასუხობენ. აბა მე რომ გავიდე ახლა რუსთაველზე და პოლიციელებს ვაგინო და ვურტყა , რას მიზამენ და რამდენს მომისჯიან, თუ იცი ? ბუდუ ჟიც , ილი ნე ბუდუ ? ან ბუდუ რომ გავიდეს ბუნდესტაგთან და იქ აჯანჯღაროს ჭიშკარი და სპეცნაზს ქვები ესროლოს სახეში, ანდაც მოლოტოვის კოქტეილით გაუმასპინძლდეს.
მამუკა
დღეს ქვეყანაში არის ინტელექტის ნაკლებობა, რაც გაუნათლებლობის შედეგია.
ირაკლი
გენაცვალე კალა!დიდი ფეხბუთელი იყავი და დიდი ადამიანი ხარ
თამაზი
სწორია... ტოლი უნდა ნახო და კოჭი გააგორო - ყაველაშვილისნაირი უწიგნური და ცალტვინა ჯობია საძმაკაცოდ. ბუდუსნაირ მართალ კაცებთან რა გაქვს საერთო და საძმაკაცო?
silver xerxes
მე ვახსენე კალაძის ძმა და ცუდად არ მიხსენებია , ღმერთმა აცხონოს . თქვენ კიდევ ტროლებო მართალია დოლარის და რუბლის უფრო გწამთ ვიდრე ღმერთის მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს , ყველას მიუზღავს რაც ეკუთვნის !
რეალობა
კრემლებოტ გაგიკას გაგიკ! შენი ბოტოფერმის შენი რაზმის უფროსი თუ დაინახავს იმას, რაც მე მომწერე, ბოტოფერმიდან გაგაგდებს. შეცდომაში ვერავის ვერ შეიყვან. ჩემი კომენტარიდან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილიც და ივანიშვილიც ობიექტურად შევაფასე.
ქარტული ოცნების ამომრჩეველი.
ფაშისტი მამაშენია, შენნაირი ფაშისტის ჩათესლისთვის. რა გინდათ კახისგან, თქვე არაკაცებო? შეეშვით და დაანებეთ თავი, უბრალოდ გშურთ კახის და იმიტომაც ხართ ამ დღეში. რაც შეეხება ბუდუს არავინ აბულინგებს მაგას, აქეთ აბულინგებს მეორე მხარეს და მაგას ვერ ან არ ხედავთ.
tttt
კლავიატურის ლომო რა აქვს ნაკადრები თქვი აბა, კაკაძე როგორც ფეხბურთელი, კაცი, პოლიტიკოსი არის უპირცელეს ყოვლისა ღირსების მქონე პიროვნება. ესაა სულ, თითქოს არაფერი მაგრამ ღირსეული კაცის ნახვა დღეს მართლაც ძნელია
ყოფილი ოცნების ამომრჩეველი
კალაძე ნამდვილი ფაშისტია და ცდილობს ზივზივაძეც ისე დააბულინგოს როგორც კვარაცხელია. არ გამოგივა!
მექსიკელი მეჩონგურე
გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვე და დაგიჯერებთ, კახი.
გიორგი
ბუდუს ნამეტარი მოსდის უკვე რუსეთი რომ მტერი და ოკუპანტია ამას თვით რუსეთან ურთიერთობის დალაგების მომხრეებიც არ უარყოფენ,ყურადღება გადაიტანე და აკეთე ის საქმე რაც გევალება თორემ შენ თამაშზე აისახება უარყოფითად.თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთს და ზოგადად სპორტს ამის მაგალითი მაქვე გაქვს ხვიჩას სახით.
გიგა
კეზერა რამდენს გირიცხავთ ნაცხებო? კახის, როცა ცუდად უხსენებენ გარდაცვლილ ძმას, მაგაზე რას იტყვით ბრიყვებო?
ხლოდვიგ
შენ როგორი ტიპის ქოცი ხარ? ისტერიჩკა? დოი , ჭოლა .....
შეკითხვა ყოფილ მინისტრს
დენის ძალა რომელი ასოთი აღინიშნება?))
უზბეკი ჰოკეისტი
კახი, გარეჯი საქართველოა?))))))))))))))
გიორგი
მის ძმას რაც დაემართა ეგ შევარდნაძის ოთხმოცდაათიანების ბრალი იყო. რას იწყევლები ამხელა კაცი?! წადი ციოტა განვითარდი და მერე მოდი.
კახის!
კახი, მაგარი მერი ხარ, კარგი ადამიანიც, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენ გაჭირვებულს ეხმარები და ამისთვის მადლობა! კახი ამ მართლა მოღალატე კასტას არ მიაქციო ყურადღება, იყეფონ იყეფონ და ბოლოს დაიღლებიან და მორჩებიან წკმუტუნს! საქართველოს უმრავლოს შენნაირი ქართველი!
გგ
იმდენი გიკადრებია, ეგეც რომ გეკადრა რა გასაკვირია?!
დავით 67
წყევლა მაწყვევარისააო არ გაგიგია. შენ უნდა გეშინოდეს მაგ სიტყვების
რეალობა
კახამ თავის დროზე კარგად დაინახა სააკაშვილის უარყოფითი თვისებები, და იფიქრა, რომ ვინც სააკაშვილის კონკურენტია, ის კარგი პიროვნებაა. ძალიან შეცდა. ივანიშვილიც ბოროტი მატყუარაა. დღეს კი უჭირს იმის აღირება, რომ შეცდომა დაუშვა.
ტოტო-გიგას
გეყო წყევლა ბოტო, დაგირიცხეს უკვე ანგარიშზე 15 ლარი მერიიდან. ))))))))))
zura333
მიშა სლაბი იყო. მე მოვალ ხელისუფლებაში და ცოცხს არმატურით ჩავანაცვლებ !
ტოტო
ყავარჯნიანი კაცი არ მოგიშალოთ ყველა ნაცს ოჯახში. ამ პატარა ბიჭს რაც შეეხება, დაანებე ბიძია იმას თავი რაც არ გესმის და არ იცი.
ბოკინიო
კალაძეს უარი არასოდეს უთქვას ჩამოსვლაზე! ქართული ფეხბურთი თუ გინახავს ტიროდა ისე თამაშობდა იმ პერიოდში! ან ესეთი ბოროტება საიდან გიდევს გულში?
გიგა
კახის ვინც აგინებთ და მოღალატეს ეძახით, თქვენს ოჯახებში დატრიალდეს ის ტრაგედია, რაც მის ძმას გადახდა! აბა ბაიდებას მონებო! ერთი მითხარით რაში გამოხატება კახის მოღალატეობა? არ დამიწყოთ "რუსულ კანონზე" (რომელიც სუფთა ქართულია!) სისულეების ბოდვა! ნაცური ბოდვები.
სსს
ვის ჭირდება შენი ძმაკაცობა როცა როთი გულში იხუტებს.
დაიმახსოვრეთ
როდესაც ნაცები ჟეჟავენ ხალხს ეს-ტოტალური დანაშაულებრივი სისტემის გამოხატულებაა... როდესაც ქოცები სიყვარულით უბაგუნებენ ხალხს ეს -ტოტალური სასიყვარულო მრავალსერიანი მელოდრამაა
00000
ან ღმერთი არ გწამთ...ვინ ხარ საიდან მოხვედით. როგორ შეიძლება უახლოესი გარდაცვლილი ადამიანის შესახებ იქილიკო. შენს გარდაცვლილ მამაზე ან დედაზე ვინმემ რამე რომ თქვას გაგიხარდებათ? პ.ს ალბათ თქვენნაირ უღმერთოებზე საუბრობდა ისიც..
მაო
კალაძის მაგინარო ბოროტო ნაძირლებო,უფლის სამათთლიანი რისხვის გეშინოდეთ!!!
III
რვა სულ ქურდთან დაძმაკაცდი ბოლობოლო? რემენა რას შვება?
მაკა
მერის არჩევნების დროს,კალაძის საგულშემატკივროდ იტალიელი ფეხბურთელების მხარდამჭერი ვიდეოები მარტო მე მახსოვს ხალხო???
მოქალაქეობა ?
აქვს : - იტალიის მოქალაქეობა მას და/ან მისი ოჯახის წევრებს ? - სახლი, ქონება იტალიაში ?
უფს
კალა შე უკვე იკადრე უკადრებელი, შენ ხარ საქართველოს სახელმწიფოს მოღალატე პარტიის თავჯდომარე, შესაბამისად შენც მოღაატე ხარ
ბაკარია
არ შეგვჭამა ამ კაცმა ლუქსემბურგთან გატანილი გოლებით! ის ხვიჩა, ან მიქაუტაძე რომ იყოს რა გაუძლებდა! ერთს ათი რომ ურტყამსო ... სახელმწიფო და დანაშაულის აღკვეთა ქუჩა არაა ... აბა პოლიციელმა ერთი ერთზე გამოიწვიოს კანონდამრღვევი? :)) ბევრი ივარჯიშე, ბევრი წიგნი წაიკითხე ... გისურვებ წარმატებას, შეგესრულებინოს შენი შვილის პროგნოზი!
არა და
ნეტა სპეცდაფინანსებაზე მყოფი "მარბიელი რაზმების" ტრადიციაც მოიშლებოდეს ... ---------------- P.S. 1. ვეთანხმები "ანტილაიქის" ავტორებს : კი ბატონო, არაა ასეთი "სპეცრაზმები" კახა კალაძის მოფიქრებული ; :))) 2. ვინც "მარბიელ კამანდებს" ქმნის , "მდგომარეობის" შესანარჩუნებლად და/ან გასაუმჯობესებლად იყენებს და ნაშოვნი ფულიდან აფინანსებს ყველა უღირსი ადამიანია ... :((( 3. ყველა წესიერ და პატრიოტ ქართველს გაუმარჯოს !
გიორგი
"მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომე კაცი თავსა ივნებს"!!კალაძე შენზეა ნათქვამი!!
შაკო
კალოშ, მაგარი ფარისეველი ადამიანი ხარ!
Silver xerxes
კახა კალაძე ქვეცნობიერად სჯის საქართველოს მისი ძმის მკვლელობის გამო . თუ არ ვცდები ნაკრებში ართამაშზე და მოქალაქეობაზე უარის თქმაზეც იყო საუბარი.
bibi
მე ისეთივე ფეხბურთელი გამოვდექი როგორც შენ პოლიტიკოსი რა გიბდაააათ ბიძიაა დააასვენეთ საქართველო ამ სვაავებისგან
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" თასზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო