20-წლამდელთა "ექვსი ერის" მოქმედმა ჩემპიონმა ინგლისმა, "უმცროს ბორჯღალოსნებთან" გამართული ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა 31:7 მოიგო.

ინგლისი თბილისს ამხანაგური თამაშების გასამართად მეორედ ეწვია. მეტოქემ პირველ თამაშში შარშანაც გაიმარჯვა, 5 დღის შემდეგ კი საქართველომ პირველად მოახერხა რაგბის სამშობლოს წარმომადგენლების დამარცხება.

წელს "ექვსი ერის" ჩემპიონი შარშანდელზე უკეთესი გუნდით გვეწვია, რაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების კუთხით ჩვენთვისაც კარგია. "ავჭალაზე" ინგლისი სრულად დომინირებდა, 5 ლელო გაიტანა და შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღო. საქართველომ მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა, ერთი გარდასახული ლელო გაიტანა და დაახლოებით 6-7 წუთი მეტოქის 22-ში გაატარა, მაგრამ მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათის იყო, გუნდებმა არასტანდარტული განაცხადით ითამაშეს – მასპინძლებმა 34, სტუმრებმა კი 30 მოთამაშე გამოსცადეს. ამის ფონზე ხშირი იყო შეცვლები და შეცდომები, თუმცა ამ ეტაპზე ეს ორივე გუნდისთვის მისაღებია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მეტოქე ბურთს ჩვენზე დიდხანს აკონტროლებდა და შეტევაში მეტი დრო გაატარა. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში და ხელდახელ მაღალ ტემპში უტევდნენ, თუმცა ჰქონდათ შეცდომებიც, რითაც სათანადოდ ვერ ვიხეირეთ. პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა დერეფანში, რის გამოც რამდენიმე კარგი შესატევი პლაცდარმი ვერ გამოვიყენეთ.

პირველი სალელოვე შანსი სტუმრებმა მე-8 წუთზე მიიღეს, სისწრაფეში ხაზი გაჭრეს და წითელ ზონას უწიეს, მაგრამ იქ თავი დავიცავით. მე-16 წუთზე უკვე საქართველოს ჰქონდა კარგი შეტევა, გრძელი გადაცემის შემდეგ მარცხენა ფრთაზე სანდრო დარძულიძემ ირბინა, იერიში ლუკა ცირეკიძემ და ანდრო დვალმა გააგრძელეს, ინგლისი კარის წინ 25 მეტრში დაჯარიმდა და ცირეკიძემ ანგარიშის გახსნა განიზრახა, მაგრამ დარტყმამ უმტყუნა.

20 წუთის შემდეგ ინგლისი ინიციატივას დაეუფლა და ორი გარდასახული ლელო გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი ჩვენი დერეფანი დავთმეთ და კონტრშეტევაზე მესამე ლელო მივიღეთ – 0:19.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ შევცდით, რითაც ინგლისმა ისარგებლა და მეოთხე ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და ორჯერ ხაზიც გაიჭრა, მაგრამ უშედეგოდ. 61-ე წუთზე საქართველომ საპასუხო ლელო გაიტანა. მეტოქის 22-ში ჯარიმის სწრაფად გათამაშებას ფორვარდების მიძალება და ლუკა სულუაშვილის ძალისმიერი ლელო მოჰყვა. ზურა ფირცხალაიშვილმა გარდასახა და ჩამორჩენა 17 ქულამდე შეამცირა.

ამას მოჰყვა 6-წუთიანი პერიოდი, რომელიც "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქის 22-ში გაატარეს, 5-მეტრიანი დერეფნიდან ორჯერ ააგორეს მოლი, მაგრამ ინგლისმა თავი დაიცვა. დასკვნით 10 წუთში მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით (ლუკა უნგიაძე სინბინში), რითაც სტუმრებმა შეხვედრის მიწურულს ისარგებლეს, მეხუთე ლელო გაიტანეს და 31:7 გაიმარჯვეს.

სერიის მეორე თამაშს საქართველო ინგლისის წინააღმდეგ 12 ივნისს გამართავს. "ავჭალაზე" შეხვედრა ამჯერადაც 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

7 ივნისი. თბილისი. ავჭალა.

საქართველო – ინგლისი 7:31 (0:19)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. შოთა მაღლაკელიძე (მათე), 17. დათო მოლაშხია (ლელო), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ლუკა საღინაძე (ლიონი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), გელა ხელაძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კობაური (ლეუკატე), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (აია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

1 ლელო: სულუაშვილი

1 გარდასახვა: ფირცხალაიშვილი

1 სინბინი: ლუკა უნგიაძე

Rugby.ge

დათო
მსოფლიოზე იქნება როგორც ვიცი არ გამოუშვა ლიონმა
ვაჟა
ხორბალაძეს აღარ უწევს წელს თამაში?
გიო
ყოჩაღ ბიჭებო, თავდადებით ითამაშეთ და ეგაა მთავარი. შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავეთ მეტი და შედეგიც იქნება. მეტი იმპროვიზაციაა საჭირო და მაღალი სისწრაფეები. ყველაფერი კარგად იქნება. წინ საქართველო!!!!
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
20 წ. | ცვლილებები ინგლისთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | პირველი ტესტი "ექვსი ერის" ჩემპიონთან
20 წ. | ინგლისთან გამარჯვების შემდეგ
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ისტორია დაიწერა - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ინგლისს მოუგო!
20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
ლადო კილასონია: ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ