მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე "უმცროსი ბორჯღალოსნები", შარშანდელის მსგავსად, ინგლისელ თანატოლებთან თბილისში ორმატჩიან ტესტ-სერიას გამართავს.

შეხვედრები "ავჭალის" რაგბის სტადიონზე 7 და 12 ივნისს გაიმართება და 18 საათზე დაიწყება (დასწრება თავისუფალია). 20-წლამდელთა ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი (2013, 2014, 2016) უკვე თბილისშია და რევანშისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, შარშან პირველი თამაში ინგლისმა ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 41:35 გაიმარჯვა, მეორე მატჩში კი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" რევანში აიღო და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ინგლისი პირველად დაამარცხა – 40:38.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის 20-წლამდელებმა ასაკობრივ "ექვს ერზე" წელს ოთხი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, 23 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ და თბილისსაც "ექვსი ერის" ჩემპიონის სტატუსით ეწვივნენ.

"სამწუხაროდ, ტიერ 1-ის გუნდებისგან განსხვავებით, ბევრი საერთაშორისო თამაშის ჩატარების შესაძლებლობა არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოთამაშეებს მივცეთ გამოცდილება და ვნახოთ, ვინ როგორ გამოიჩენს თავს. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე.

ინგლისთან შარშანდელმა თამაშებმა მოგვცა საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმისა, რომ რასაც ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია და კარგად გამოგვდის. წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა "ექვსი ერი" მოიგო და ჩვენს ერთ-ერთ მეტოქე ირლანდიას ერთი ქულით აჯობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისელები შარშანდელი შედეგის გამოსასწორებლად ჩამოვიდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება", - ამბობს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მზადების ეგიდით დაახლოებით 1 თვის წინ, 4 მაისს, ერთი გასახურებელი თამაში უკვე გამართა, "ავჭალაზე" ფრანგ თანატოლებს 3 ლელო გაუტანა, მაგრამ სტუმრებმა ერთით მეტი მიითვალეს და 26:17 გაიმარჯვეს.

იმ თამაშის მსგავსად, საქართველო ინგლისთანაც არასტანდარტული განაცხადით, 34 მორაგბით ითამაშებს (30 მოთამაშეა ინგლისელთა განაცხადში). მათგან 9 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. მწვრთნელების სურვილია, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მისცენ, რის შემდეგაც საფრანგეთში წამსვლელი შემადგენლობა დასახელდება:

"ეს ორი თამაში გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში დაგვეხმარება. ასევე დაგვანახებს სურათს, თუ რამდენად შევძელით კონკრეტული დეტალების გაუმჯობესება საფრანგეთთან მატჩის შემდეგ. ეს იქნება ბოლო რეპეტიცია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და კიდევ ერთხელ მოვინიშნავთ იმ დეტალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. ჩვენი სურვილია, რომ ამ თამაშებშიც მაქსიმალურად ბევრ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა, რაც საბოლოო შემადგენლობის შერჩევაში დაგვეხმარება.

კარგია, რომ თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ამას ვერაფერი გადაწონის. ყველას კარგად გვახსოვს, ინგლისთან შარშანდელ თამაშებზე რა მაგარი ატმოსფერო იყო და იმავეს მოლოდინი გვაქვს წელსაც", - აღნიშნა კილასონიამ.

20-წლამდელთა ამხანაგური მატჩი

7 ივნისი. თბილისი. ავჭალა. 18:00

საქართველო – ინგლისი

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. შოთა მაღლაკელიძე (მათე), 17. დათო მოლაშხია (ლელო), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ლუკა საღინაძე (ლიონი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), გელა ხელაძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კობაური (ლეუკატე), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (აია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე

ფიზმომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი, ირაკლი ჭყონია

მენეჯერი: ოთარ იაშვილი

ექიმი: პაპუნა კუპრაშვილი

ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია

ვიდეო: შალვა მახარაშვილი

Rugby.ge

სოსო
ინგლისელებმა შარშანდელ თამაშებში,უკვე იწვნიეს ჩვენი ძალა,იციან რა შეგვიძლია და დაუფასებლობაზე ლაპარაკი,უკვე შეუძლებელი იქნება.ჩვენც უკვე ვიცით მათი შესაძლებლობები და მათდამი მოკრძალება აღარ გვექნება.ყოველ შემთხვევაში,იმ ბიჭებს მაინც,ვინც მათთან შარშანაც ითამაშა.მათ ერთად,ჩვენზე მეტი თამაშები აქვთ ნათამაშები და შეთამაშების მხრივ,უპირატესობა ექნებათ,მაგრამ მიუხედავად შედეგისა,ეს თამაშები,აუწონავ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ნაკრებს და იმასაც გამოაჩენს,რა ამბიციები უნდა გვქონდეს,მსოფლიოს ჩემპიონატზე.შეგახსენებთ,რომ წინა ჩემპიონატზე,ჯგუფში ჩატარებულ ნებისმიერ თამაშში,სულ ერთი დამატებითი ლელო რომ დაგვედო,ნახევარფინალში ჩვენ გავდიოდით და შესაბამისად,საუკეთესო ოთხეულში, გარანტირებულად მოვხვდებოდით.გამარჯვებას და კარგ თამაშს ვუსურვებ,ჩვენ ბიჭებს.
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"მომბეზრდა წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ინგლისი
20 წ. | ცვლილებები ინგლისთან
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
20 წ. | ინგლისთან გამარჯვების შემდეგ
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!
20 წ. | სერიის პირველი თამაში ინგლისის დომინირებით
ლადო კილასონია: ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ