"ბედნიერებაა, როდესაც ასეთი დიდი ამბის ნაწილი ხარ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთ მიზანს დაისახავს, დაიხარჯება და ეს მიზანი შესრულდება. ბედნიერი ვარ არა მხოლოდ ამ ისტორიული გამარჯვებით, არამედ ჩვენი ბიჭების გაბედული, თამამი თამაშით", - განაცხადა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. მზადების ფარგლებში, საქართველოს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ეწვია. 27 მაისს, პირველ მატჩში, მეტოქემ შეძლო 9-ქულიანი ჩამორჩენის დასკვნით წუთებში აღმოფხვრა და 41:36 გამარჯვება.

მეორე შეხვედრა უფრო სანახაობრივი გამოდგა. სტუმრებმა პირველზე ხარისხიანი თამაში აჩვენეს, თუმცა ბევრად უკეთესი იყო ჩვენი გუნდი და რევანში შედგა – 40:38.

"პირველი თამაშის შემდეგ ძალიან ბევრ კომპონენტში უკეთ გამოვიყურებოდით. ღია თამაშში, დაცვისას, ბევრად უკეთ ვიშლებოდით და ავდიოდით. უკეთესი იყო დისციპლინა რაქებში თამაშისას და შეტევა. ვთვლი, რომ კონტრშეტევებისას ორივე მატჩში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით. ისინი ძალიან რთული გამოწვევის წინაშე მაგრად დადგნენ", - აღნიშნა კილასონიამ.

ახლა "უმცროსი ბორჯღალოსნები" რამდენიმე დღე დაისვენებს, 5 ივნისს შეკრებაზე შევა, 9 ივნისის შემდეგ კი სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა ვინაობა გაირკვევა:

"არჩევანის გაკეთება რთული იქნება. ამ სამ თამაშში (ერთი საფრანგეთთან, ორი ინგლისთან) გუნდის შეთამაშებასთან ერთად ერთ-ერთი მიზანი მორაგბეებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღება იყო. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის ბიჭებიც კი, ვინც სამხრეთ აფრიკაში ვერ წავლენ, ახლა ბევრად უფრო წინ არიან. გარდა ამისა, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოკლე პერიოდში გვიწევს 5 შეხვედრის ჩატარება, რაც ტრავმის ალბათობას ზრდის და რეზერვში გამოცდილი, მაღალი დონის მორაგბეები გვეყოლება, რაც დიდი ფუფუნებაა".

Rugby.ge

დიმა
შრომა, ერთობა და რწმენა შეუძლებელს ხდის შესაძლებელს! ყოჩაღ ბიჭებო! ყველას დიდი მადლობა დიდი სიხარულისთვის! თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!
სოსო
ეს ცოტაა!კიდევ სჭირდებათ მაღალი დონის რამდენიმე ტესტი.
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ინგლისი
20 წ. | ცვლილებები ინგლისთან
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
20 წ. | პირველი ტესტი "ექვსი ერის" ჩემპიონთან
20 წ. | ინგლისთან გამარჯვების შემდეგ
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
U20. 45:17 - საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია!
20 წ. | სერიის პირველი თამაში ინგლისის დომინირებით
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე