საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ავსტრიული ეტაპიდან მონტენეგროში გადავიდა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრება. ვილი სანიოლის გუნდი პოდგორიცაში, იქაური ნაკრების წინააღმდეგ, დღეს, 9 ივნისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ითამაშებს.

"ჯვაროსნებს" ევრომდე მხოლოდ ეს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვთ. თავის მხრივ, მონტენეგროელები სექტემბრამდე და "ერთა ლიგამდე" დაისვენებენ.

ჩაკვეტაძემ მარტის შემდეგ ცოტა ითამაშა...

მხოლოდ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ბოლო ორ ამხანაგურში ქართველ ფეხბურთელებს საოცარი შედეგი აქვთ, 14 გოლი გაიტანეს და ერთი შეხედვით, ეს რთულად დასაჯერებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები მონღოლეთი და ტაილანდი იყვნენ. ვნახეთ გიორგი მიქუატაძის პოკერი და ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაც. ახლა მეტოქეც სხვა კალიბრიცაა და ჩვენც სხვა მიზნები გვაქვს, რაშიც საკმაოდ ხისტად მოთამაშე მონტონეგროელების "გაბრაზება" მაინცდამაინც არ შედის.

ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზე ვისაუბეთ, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვინ რამდენ დროს მიიღებს და როტაცია რა დოზით გველის, რთული განსასაზაღვრია. რაც ხაზგასმით უნდა ითქვას, საბა კვირკველია ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, მის ადგილას გიორგი გველესიანის დებიუტს ველით. საშუალება გვქონდა, ამ საკითხზე სანიოლისთვის შეკითხვა გაგვეგზავნა და ფრანგმა მკაფიოდ გვიპასუხა, რომ გველესიანი დროს მიიღებს; მარტიდან დღემდე საერთოდ არ ან ცოტა ითამაშეს ლევან შენგელიამა და გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაბამისად, მათ ტონუსში მოსვლა სჭირდებათ. მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ყველა ფეხბურთელი ფორმაში არაა; გუნდს ბოლოს შეუერთდა გიორგი მიქაუტაძე და მას მეტი დასვენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს; ყველაზე დიდ ინტერესს მაინც გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ვილი სანიოლის გადაწყვეტილება იწვევს...

რას გადაწყვეტს სანიოლი შემადგენლობაზე?

მონტენეგროელებს რობერტ პრისინეჩკის მეთაურობით 2 მოგება და 1 მარცხი აქვთ. კარში კვლავ "მილოულელი" მატია სარკიჩი უნდა იყოს. სტეფან იოვეტიჩი 35 გოლით თავისი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირია და "ათიანი" ქართველებთანაც ითამაშებს. სასტარტოში იქნება "ლეჩეს" ფორვარდი ნიკოლა კრსტოვიჩი, რომელმაც გასულ სეზონში იტალიაში 7 გოლი გაიტანა. ვეტერან სტეფან მუგოსას ("ინჩეონი", 15 გოლი ნაკრებში) მეორე ტაიმში ვიხილავთ. მონტენეგროელთა თავკაცმა საქართველოს ნაკრების პროგრესი აღნიშნა.

საქართველომ და მონტენეგრომ აქამდე სულ ორჯერ ითამაშეს - თბილისში უგოლო ფრეს (0:0) პოდგორიცაში მასპინძელთა მოგება (2:1) მოჰყვა, ასე რომ, ქართველებს მათთან პირველი გამარჯვება სურთ!..

Fan
Namdvilad. Ise gamixarda rom gamoizaxes.
ჰაჰა
ოჯახში იკაიფე. იმდენს უნდა მიხვდე რუსული რატომ ვთქვი. არ უნდა გჯობდეს და იმიტომ. ისე არსებობს ჩემპიონატ.ქომ. მაგრამ დასახელებებზე გეტყობა ვისაც მისტირიხარ.
ვიქტორი
გველესიანი ათამაშეთ და ნახავთ რო უკეთესი იქნება ევროპაზე მისი ჩასმა ძირითადში
ნონას
გაიხარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თქვენი, გულშემატკივარი ნონა!
ჩვენს ბიჭებს, წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ! რატომღაც მგონია 26-ის ნაირი სიხარული გველოდება, ან მასთან მიახლოვებული!
bu
მთავარია ტრამვების გარეშე ჩავატაროთ შეხვედრა
მერაბი-1960
წვრილი ფოლები ვიგულისხმე, ანუ ხშირად არღვევდნენ წესებს. გასაქანს არ აძლევენ ტექნიკურ ფეხბურთელებს. ასეთები როგორმე უნდა ავიცილოთ ჩეხებისგან
გ.შ.-ს
ხმელი ფოთოლი კი არა როგორც ჩანს წვრილი ფოლი იგულისხმა, მსუბუქი ჯარიმები რაზეც ყვითელ ბარათს არ უჩვენებენ და მოწინააღმდეგის ტაქტიკურ მონახაზს შლის და თამაშის ტემპს აგდებს.
გ.შ.
ჩემი აზრით კაპიტანი უნდა იყოს კიტე, დამსახურებულად, მე ასე ვფიქრობ,
გ.შ.
ყველა ხვდება ვისაც უ და რომ მიხვდეს რაც მოხდა მაშინ და რაც მოხდა ეხლა... მაგრამ მაშინ მოდისო როცა მზად ხარო, ესეცააა, მაგასაც შნო და გაჭრა უნდა რაც გაგვიჭრეს ფედერაციის უფროსმა ძებმა, და მადლიერ ი ვართ, როგორც გამწყრალნი ვიყავით მაკედონიასთან რაც პირიქით... ( არ მინდა ეხლა).. მადლობა უეფას, კობის და ბიჭებს, ჩვენს საამაყო ბიჭებს და დიდება ღმერთს ამხელა სიხარულისთვის რაც გვაჩუქა.
ზარია ვოსტოკა
რომელ რუსულ გაზეთში წაიკითხე? პრავდაში თუ იზვესტიაში.? უამრავი სპორტული საიტებია ისედაც
გ.შ.
წვრილი ფოთოლი? რას გულისხმობ? ხმელი ფოთი, EF - A?,
მერაბი-1960
როგორც მოსალოდნელი იყო,რაც ვნახე,ფიზიკურად ძლიერი ჩეხები სწრაფად გადაადგილდებიან, მობილურები არიან, არ ათრევენ ბურთს, ხისტად თამაშობენ, მუდმივად მიდიან წვრილ ფოთლებზე,იყენებდნენ შორიდან დარტყმებსაც. მოკლედ, გადაუარეს არცთუ ძალიან სუსტ მალტას. ჩვენ ჩვენი კოზირები გვაქვს და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ასე მგონია, მონტენეგროც ჩეხების სტილში გვეთამაშება ხვალ. საინტერესო იქნება როგორ დავუპირისპირდებით. ტრავმებს რათქმაუნდა უნდა მოვერიდოთ, მაგრამ უგულოდაც თამაში არ გამოვა. წარმატებები ჩვენს ბიჭებს...
გია_544
კაპიტანი ბუდუ. გულანთებულია და თავდაუზოგავი. გვიყვარს! ვიცე-კაპიტანი ქოჩორა. გულანთებულია და თავდაუზოგავი. გვიყვარს! ვიცე-კაპიტანი მამარდა. მამარდამ დაცვას უნდა უკაპიტანოს. ხვიჩამ ბურთს მიხედოს. ადამიანებთან უჭირს
ბათუმელი ექსპერტი
ჩემი აზრით პირველი ტაიმი გუგეშაშვილმა უნდა ითამაშოს სრულად. მეორე ტაიმი დაიწყოს ლორიამ და ბოლო 20 წუთი მამარდამ. ხვიჩა მეორე ტაიმში უნდა გამოვიდეს. ჩაკვემ და გველესიანმა უნდა ითამაშონ სრულად. დანარჩენს სანიოლი მიხედავს. წარმატებები საქართველო

კაპიტანი უნდა იყოს მამარდაშვილი, ხვიჩა ჭინჭყლი ტიპია
ჟორა
გამარჯვება კი არა, კვახი. ფეხებს გაუფრთხილდით ფეხებს, თურქები უნდა დამიმარცხოთ, თურქები და არა მონტოელები.
Გაბო
ეგ ჩეხეთი ძლიერი ნაკრებია და ძალიან გაგვიჭირდება,ჩვენი დაცვით და ცენტრალური ნახევარ დაცვით. კიტეს გარდა ცენტრი სუსტია. ქოჩორა და კვეკვე საშუალოზე დაბალი დონის ცენტრები არიან,სიგუა ახალბედაა,კაკავა წავიდა...... რავიცი რავიცი. ჩაკვე უთამაშებელია თვეა.
კახი
დღეისათვის სავარაუდო შეცდომები: უარი აზაროვს, არაბიძეს, ყაზაიშვილს. და კიდევ ამხანაგური მატჩის დანიშვნა მანდამაინც უხეშობით ცნობილ მონტენეგროსთან. ისე საინტერესოა თუ ხვდებიან ზოგიერთები, რომ ყველანაირად ეცადა უეფა საქართველო ევროპაზე რომ გასულიყო და მეორეც, ასეთ სასათბურე პირობებში გასულ წლებშიც მიაღწევდა ნაკრები მსგავს წარმატებას? დიდი ალბათობით კი კი კი,არავინ გაიგოს ისე თითქოს დღევანდელი ნაკრები არ არის დასაფასებელი. არავითარ შემთხვევაში. მთლიანად ნაკრები იმსახურებს მხოლოდ ქებას და მადლიერებას. მაგრამ რაც სიმართლეა, ხომ უნდა ითქვას...
bd
ძალიან უხეში გუნდია მონტენეგრო

Flashscore. Ge გამოიყენე
ჰაჰა
რედაქციას. მე გახლავარ თქვენი მუდმივი მკითხველი. ეხლა ვნახე გუშინ უამრავი ამხანაგური თამაში ჩატარდა. სამწუხაროდ მე ვერ ვუყურე ჩეხეთს. დღეს ვეძებ გაზეთებში ანგარიშს და ვიპოვე რუსულ გაზეთში. მოკლედ, თხოვნაა, ასეთი ჩვენთვის საყურადღებო თამაშების შედეგები გამოქვეყნდეს. დანარჩენი ყველაფერი მომწონს. უფრო მეტიც, ჩემგან განსხვავებული აზრები და შეფასებებიც მომწონს.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლმა მონტენეგროსთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
2:0. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ამარცხებს [VIDEO]
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
მონტენეგროელების დასაფასებელი საქციელი საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [PHOTO]
მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]
ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს
რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში