საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა "რუსთავი 2-ზე" ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩვენები" გიორგი მამარდაშვილზე საინტერესო ისტორია გაიხსენა.

მისი თქმით, თავდაპირველად "მამარდა" თერთმეტმეტრიანების მოგერიებაზე არ ვარჯიშობდა, შემდეგ კი ამ კომპონენტზე მუშაობა დაიწყო.

"ნაკრებში რომ ჩამოვდიოდით ხოლმე, "მამარდა" მაშინ უკვე "ვალენსიაში" თამაშობდა, ვარჯიშის მერე 10 წუთი გვეძლევა და პენალტებს ვამუშავებდით, სადაც გიორგი არ რჩებოდა, იძახდა პენალტი რა არისო. მე და "კვარა" სულ ვეუბნებოდით, მეთქი პენალტებია, რა იცი, რაში გამოგადგება, სად დაგჭირდება...

მერე დაიწყო პენალტების აღება, რადგან ამაზე სულ მუშაობდა, გვეუბნებოდა ესპანეთში ბევრს ვვარჯიშობ ამაზეო და ნაკრებში რომ ჩამოდიოდა, ვარჯიშის მერეც რჩებოდა ხოლმე.

საბერძნეთთან თერთმეტმეტრიანების სერია რომ დაინიშნა, "მამარდას" ძალიან დიდი იმედი მქონდა. პენალტი რომ შევასრულე და გავიტანე, "მამარდასთან" მივვარდი, იქამდე მოგერიებულიც ჰქონდა და ვუთხარი, ხომ გეუბნებოდი-მეთქი, იმ ემოციებს ვერ აღვწერ, საოცრება იყო...", - განაცხადა დავითაშვილმა.

მი989
კვარას დასვენება სჭირდება, ძალიან დაღლილის თვალები აქვს.
ბმბ
თეორიაში 5, გრამატიკაში 2.
გიო
ვინც ბავშვობასა თუ სიყმაწვილეში მაინც ყოფილა მეკარე რომელიმე სერიოზულ (ჩვენი თუ სხვისი მასშტაბის) გუნდში, იცის შემდეგი: 1. პენალტი უეჭველი გოლი არ არის. 2. კარგად, ანუ ძლიერად და "ცხრიანში" დარტყმული პენალტი არის თითქმის აუღებელი/მოუგერიებელი (აქ "თითქმის" არის მხოლოდ თეორიული დაშვება). 3. პენალტი არის ფსიქოლოგიური დუელი და ძალიან დიდი წნეხი ორივესთვის, მაგრამ პირველ რიგში მისი დამრტყმელისთვის, განსაკუთრებით კი პენალტების სერიაში. 4. დარტყმის ძალას, სიზუსტესა და სიძლიერეს განაპირობებს დამრტყმელის უნარები და მისი იმ მომენტისათვის ფსიქოლოგიური მდგრადობა. 5. მეკარეს აქვს ორი ძირითადი ოფცია/ვარიანტი: დაელოდოს დარტყმის ტრაექტორიას ან "გამოიცნოს" (ანუ, ეცადოს გამოიცნოს) დარტყმის მიმართულება/კუთხე. 6. მაღალ დონეზე ყოველთვის წინასწარ ხდება დამრტყმელისა და მეკარის მოქმედებების შესწავლა პენალტის დროს, განსაკუთრებით კი "შტატიანი" დამრტყმელის. 7. პენალტის დროს გადამწყვეტი მომენტი არის არა თვითონ დარტყმა, არამედ "გამორბენი" მსაჯის სასტვენის შემდეგ! ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, მოუხედავად მე-5 პუნქტისა. ძირითადად მანდ წყდება პენალტების "ბედი" და ვისაც სურს, მეტი დამაჯერებლობისა თუ თვალსაჩინოებისთვის ნახოს პენალტი მამარდას კარში ოსასუნასთან და მათი მწვრთნელის განმარტება მომხდარზე. 8. ყველა "ტექნიკურად" დარტყმული პენალტის (პანენკა, მოძრაობაზე დაჭერა და ა შ.) მოგერიება არის სავსებით, ანუ პრაქტიკულად შესაძლებელი, მეკარის მიერ სწორი გათვლის პირობებში. 9. არავითარი თეორიული სანტიმეტრები და ასაღებ-აუღებელი ზონები არ არსებობს; ამავდროულად ყველა კარში დარტყმული პენალტის აღება არის რთული ან ძალიან რთული! დაახლოებით ოთხიდან სამი პენალტი არის გოლი! 10. მეკარეს პენალტისას, როგორც ყოველთვის, ევალება ბურთის ტრაექტორიის სწორი გათვლა (დარყმამდე თუ დარტყმის შემდეგ) და სწრაფი რეაქცია, მაგრამ ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა/ზეგავლენა დამრტყმელზე, რასაც თამაშის სხვა ეპიზიდების დროს ნაკლებად ახერხებს. განვრცობა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან გვიანია უკვე... :)
kai erTi
იბოდიალონ რაც უნდათ, ოღონდ მოიგონ და გავიდნენ.
დდდ
მაგარი კრიტიკოსები გვყას სერიოზული ვაი თქვენს პატრონს
goga
გაუგებარია, პენალტზე მეკარემ როგორ უნდა ივარჯიშოს? სწორად დარტყმულ პენალტს მეკარე ვერ მიწვდება ვერანაირად, თუ ზუსრად მახსოვს, ძეელიდან 20 სანტიმეტრი მკვდარი ზონაა და შესაბამისი ძალით გაგზავნილი ბურთი აუღებელია.
გ.შ.-ს
გასაგებია რომ ცუდი განზრახვა არ ქონია, მაგრამ მამარდაშვილის დონის მეკარეზე თქვა ვარჯიშის მერე არ რჩებოდა და პენლებზე თქვა - "პენალტი რა არისო" ნამდვილად არაპროფესიონალური და უტაქტო ნათქვამია. ანდა ვალენსიაში როგორ ფიქრობთ არ ავარჯიშებენ პენლებზე მეკარეს? და დავითაშვილის რჩევით ივარჯიშა?
გ.შ.
არაფერი არ უთქვას ზედმწტი და ცუდი, ხუმრობით იტყოდა და ცუდი განზრახვა ნამდვად არ ექნწბოდა, უბრალოდ არ ჯდება ამ ნაკრების არსში გველაძუობა, ერთ მუშტად შეკრულიი გუნდია და ურთიერთპატივისცემაა უპირველესი..
ნიკა
ყველაფერი კი არ უნდა თქვა ზურიკო, მამარდაშვილი შენ გარეშე პენლებზე არ ივარჯიშებდა როგორ ფიქრობ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო