ახლახანს, ქუთაისის ,,აიამ" ფრანგული ,,ვილარს ლე დომბესის" ყოფილი წევრი 29 წლის ზურაბ ზვიადაძე დაიმატა.
ახლახანს, ქუთაისის ,,აიამ" ფრანგული ,,ვილარს ლე დომბესის" ყოფილი წევრი 29 წლის ზურაბ ზვიადაძე დაიმატა. ქუთაისური გუნდი წლეულს ჩემპიონობისა და თასის მოპოვების ერთერთი უპირველესი კანდიდატია. გამოცდილი მოთამაშის დამატებით კი ,,აიაში" კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება და ეს გუნდსაც გააძლიერებს.

ზვიადაძემ კარიერა ,,აიაში" დაიწყო, სადაც საქართველოდან წასვლამდე გუნდის მთავარი ,,მეჯარიმეც" იყო. ქუთაისელთა ახალწვეულს ,,აიას" ვარჯიშის დასრულების შემდეგ შვხვდით და ვესაუბრეთ.

- ზურაბ, ქართულ კლუბებში მოასპარეზე მორაგბეები ფრანგულ კლუბებში გადასვლაზე ოცნებობდნენ, შენ კი იქედან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდი. რა იყო ამის მიზეზი?

- საქართველოში ოჯახური პირობების გამო დავბრუნდი. მამა გარდამეცვალა და ოჯახს მარტო ვერ დავტოვებდი. უმთავრესი მიზეზი ეს იყო, თუმცა, მეორეს მხრივ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში რაგბის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვლილია და აქ თამაში ახლა გაცილებით საინტერესო და პერსპექტიულია.

ქუთაისში ძლიერი გუნდი გაკეთდა, ბიჭებს წლეულს ყველა თამაში აქვთ მოგებული, ჩემპიონობისთვის იბრძვიან და მოხარული ვარ, რომ ასეთ შეკრულ გუნდში მოვხვდი.

- დიდი ხანია უცხოეთში იმყოფებოდი, რომელ გუნდებში თამაშობდი?

- საფრანგეთამდე ორი წელი პოლონეთში, გდანსკის ,,ლეხიაში" გავატარე. შემდეგ საფრანგეთის ფედერალ 2-ის ,,მონტერეჟოში" ვთამაშობდი, ბოლო ერთი წელი კი ,,ვილარს ლე დომბესში" ვიყავი. გუნდის ძირითადის წევრად ვითვლებოდი და სათამაშო პრაქტიკის არქონას ნამდვილად არ ვუჩივი.

- ,,დომბესში" კიდევ თუ იყო ქართველი მორაგბე?

- დიახ, ნიკა იურინი და ის ახლაც გუნდშია.

- თუ გაიხსენებ ,,აიაში" ბოლოს როდის ითამაშე?

- სამწუხაროდ ეს არ მახსენდება. აქედან ოთხი წლის წინ წავედი და მაშინ გუნდი სულ სხვა მდგომარეობაში იყო. პირველ ლიგაში ვთამაშობდით, ენთუზიაზმზე ვიყავით, ანაზღაურებაზე საუბარიც არ იყო, ელემენტარული პირობები გვენატრებოდა. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაა. გუნდს პირობებიც გააჩნია, მიზანიც, დისციპლინაც და კარგი პერსპექტივაც. ერთადერთი მოედანია პრობლემა და სარაგბო კომპლექსის აშენებით, ესეც მალე მოგვარდება.

- თავადაც ახსენე, რომ ,,აია" უკვე შეთამაშებული და შეკრული გუნდია, როგორ ფიქრობ, შეძლებ ასეთ გუნდის ძირითადში ადგილის დამკვიდრებას?

- ეს უმთავრესად, ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, ვეცდები, რომ კარგად ვითამაშო და გუნდში საფუძვლიანად დავიმკვიდრო ადგილი. დანარჩენს კი დრო და მოედანი გამოაჩენს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე