"რომას" ყოფილი მწვრთნელის აზრით, ფეხბურთელი თავისი კარიერის მანძილზე მეტს მიაღწევდა,"მანჩესტერ იუნაიტედსა" ან "ბარსელონაში" რომ გადასულიყო
"რომას" ყოფილმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტი ზარმაცია და დასძინა, რომ 34 წლის ფეხბურთელი თავისი კარიერის მანძილზე მეტს მიაღწევდა, მშობლიური კლუბი რომ დაეტოვებინა და "მანჩესტერ იუნაიტედსა" ან "ბარსელონაში" გადასულიყო.

ტოტის ოფიციალური დებიუტი "რომაში" 1993 წლის მარტში ჰქონდა და მას "სტადიო ოლიმპიკოზე" 600-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მიუხედავად რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდოს დაუფლებისა, ტოტის "ოქროს ბურთი" არასდროს მოუგია და რანიერი მიიჩნევს, რომ ფრანჩესკოს კარიერა სწორად რომ განესაზღვრა, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მოიპოვებდა.

"ვფიქრობ თუ არა, რომ ის ზარმაცია? დიახ, უნდა დაგეთანხმოთ. მიუხედავად ამისა, ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც კი მიმუშავია. "რომა" რომ დაეტოვებინა და "ბარსელონაში" გადასულიყო, რამდენიმე "ოქროს ბურთს" მოიგებდა", - განაცხადა რანიერიმ

ფრენკ ლამაპარდთან და ალესანდრო დელ პიეროსთანაც მიმუშავია, მაგრამ ფრანჩესკო საუკეთესო ფეხბურთელია. განსხვავება ის არის, რომ ხსენებულ ორ ფეხბურთელს საქმისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდა. ისინი ვარჯიშებზე ყოველთვის თავგამოდებით ირჯებოდნენ და მოედანს უკანასკნელნი ტოვებდნენ. ტოტი კი პირიქით, გასახდელში პირველი შედიოდა".

რანიერი ტოტისთან 2009 წლის სექტემბრიდან 2011 წლის თებერვლამდე მუშაობდა, სანამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვდნენ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

enrike
კარიერას და ოქროს ბურთების ქონას რა მნიშვნელობა აქვს,თავისი გუნდის სული და გული იყო,არის და იქნება კიდეც...ტოტი უდაოდ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე